ზნიანი ქალი


 ძველ წიგნებში მიმართლებს ხოლმე,  დღეს   1948 წელს გამოცემული ქართლური ზღაპრები და თქმულებები შევიძინე სრულიად ჩალის ფასად. წიგნი ქართლის სხვადასხვა სოფელში  ჩაწერილ 65 ზღაპარის მოიცავს.  გთავაზობთ ერთ–ერთს (უცვლელად), რომელიც თემატურად ცემა-ტყეპაზე გამახსენდა. 

* * *

“ერთ ხემწიფეს ერთი ქალი ჰყამდა. ვინც მათხოვარი მოვიდოდა, ქალი ეუბნებოდა: – ერთი ზნე მაქსო. ზნიანი აბა ვის რათ უნდოდა და ყველა უკან მიდიოდა.

ამ ქალი ამბავი ერთმა ჯიელმა გაიგო და სათხოვრათ მივიდა. ქალმა უთხრა:

– მოგთხოვდები, მაგრა ერთი ზნე მაქსო.

– რა ზნეო? – ჰკითხა ჯიელმა.

– ქალბატონობა მამივლის ხოლმეო. ბიჭმა უთხრა:

– მეც მაქვს ერთი ზნე, ვაჟბატონობა მამივლისო.

– მაშ კარქა ყოფილა ჩვენი საქმე, შენც ზნე გაქ და მეც, მოგთხოვდებიო.

ითხოვა ამ ჯიელმა ეს ქალი და წაიყვანა სახში.

ერთხელ პური მკა არი. ჯიელმა მამითადი წაასხა სამკაულშია, გოჭი დაკლა და ცოლ უთხრა: – სადილი წამოგვიღეო. ქმარი გაისტუმრა ამ ქალმა თუ არა, რაც კარქი ტანისამოსი აქ, ჩაიცვა, დაიხურა, გამეეწყო, დაჯდა და ფერ-უმარილ ისვამს. ძაღლმა შამოვიდა და სტოლიდან გოჭი მოიტაცა.

სადილობაჲ უკვე გადავიდა, მუშებ მოშივდა. ჯიელ უთხრეს:

– არ გვინდა გოჭი, ცარელა პური მაინც გვაჭამეო. წამოიდა ეს ჯიელი სახში. ნახა რო ქალი ფერ-უმარილ ისვამს.

– რა დროს ეგ არი, დედაკაცო, – უთხრა.

– შენი მუშები რაში მეკითხება, დღეს ქალბატონობამ მამიარაო, – ქალმა უთხრა.

– ჰო, რახან ქალბატონობა მოგსვლიაო, გოჭი რაღა იქნაო.

– შამოიდა ცუგაი და გაიტაცა ქუცუაიო.

–  აბა ნუ გეწყინება, მეც ვაჟბატონობა თუ მამიაროსო, – უთხრა ქმარმა. წამოავლო სახრეს ხელი და ერთი მაგრა ურტყა, სუ ატრიალა,

– შენი ჭირიმე, ოღონ დამეხსენ, მიდღეში აღარ მამივლის ქალბატონობაიო, – უთხრა ქალმა.

ამი შემდეგ აღარც ქალ მოჲვლია ქალბატონობაი და არც ქმარ ვაჟბატონობაი.”

Advertisements

4 comments on “ზნიანი ქალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s