საჩუქარი, რეფორმა და აღმშენებლობა


თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ახალი სალარო აპარატების  ცუნამი დაგვატყდა თავს. ვინც არ იცის და უბრალოდ ეს ამბავი არ შეეხო, აგიხსნით რომ მანამდე გვქონდა აპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობდა, თავის დროზე, პირადად მე გადავიხადე 300 ლარი ერთში, 350 ლარი მეორეში (2005-2007 წლებში) გარდა ამისა, 10 ლარის ოდენობით ყოველთვიური მომსახურების თანხას ვუხდიდი რაღაც კომპანიას, რომლის სერვისიც არასოდეს გამომიყენებია მთელი ამ ხნის განმავლობაში.

2011 წელს, ტენდერში გაიმარჯვა  ბულგარულმა კომპანიამ, და შემოსავლების სამსახურსა და Daisy Technology-ს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით, პირველ ჯერზე, GPRS  სისტემის 100 000 ცალი სალარო აპარატი შემოიტანეს, თითოეული 290 ლარი ღირდა, პლუს წლიური მომსახურების საფასური 60 ლარი, რომელიც მეწარმეებს შეეძლოთ ნაწილ-ნაწილ გადაეხადათ. აქვე იმასაც აღვნიშნავ რომ თავიდან მცირე მეწარმეებს აპარატები უფასოდ, საჩუქრად გადაეცემოდათ.

ამგვარად, გვერდზე გადავდეთ აქამდე ნაყიდი სალარო აპარატები და შევიძინეთ ახალი სალარო აპარატები, სხვა შემთხვევაში ჯარიმა არ აგვცდებოდა.

თავიდან პირობა ასეთი იყო, რომ ახალი აპარატების მიღებისას, იქვე, შემოსავლების სამსახურის რომელიმე ოფისში რეგისტრაციიდან მოიხსნებოდა ძველი აპარატიც. მეც წავიღე ძველი სალარო აპარატი, თავისი დოკუმენტაციით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალი ცვლილების თანახმად, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციიდან მოხსნა შეწყდა და რომ ჩამოყალიბდებოდნენ, მოგვიანებით შეგვატყობინებდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით.

გამოხდა ხანი, კარგა ხანი, ამასობაში მავანნი ჩამოყალიბდნენ და ერთხელაც, შემოსავლების სამსახურის საიტზე შესულს, დამხვდა ინფორმაცია რომ თუ 2013 წლის 1 იანვრამდე არ მოვხსნიდით რეგისტრაციიდან ძველ სალარო აპარატებს (ან თუ ვინმეს დაკარგული აქვს), მეწარმე არც მეტი არც ნაკლები 3000 (სამიათასი) ლარით დაჯარიმდებოდა.

3000 ლარიანი ჯარიმა იმ სალარო აპარატებზე, რომელსაც ვერასდროს, ვერაფერში გამოიყენებ!

OK

ჩავინიშნე მითითებული კომპანიების მისამართები, მოვძებნე ისევ ჩემი აპარატები და ისევ წავაფორხიალე. მივედი აღმაშენებლის 140-ში, სადაც შემოსავლების სამსახურის ოფისიც არის და ვიკითხე, მათ კი მოპირდაპირე მხარეს, ფოტოზე მითითებულ შენობაზე მიმითითეს: “აი იქ ხსნიან სალარო აპარატებს რეგისტრაციიდან”.

registratsiidanmoxsna

პ.ს. ეს აღმაშენებლის გამზირის ხელთუქმნელი ფასადის შიდა ნაწილია.

ცოტა კი შევეჭვდი, გამიძლებდა თუ არა ეს კიბე მე  და ორ სალარო აპარატს, მაგრამ გავრისკე; Horror House; დიასახლისმა მითხრა რომ ისევ ქვემოთ უნდა ჩაბრძანდეთ შემოსავლების სამსახურში და ბანკში რეგისტრაციიდან მოხსნის საფასური გადაიხადოთო, 5-5 ლარი თითოეული აპარატისთვის.

აქვე ინფორმაციის სახით გეტყვით რომ 2011 წლის მარტის მდგომარეობით 350 241 სუბიექტი იყო რეგისტრირებული , რასაკვირველია ყველას თითო ან ორ-ორი აპარატი არ აქვს. ზოგს ფილიალები აქვს, ზოგს კი მაღაზიების და გასაყიდი წერტილების მთელი ქსელი, ანუ ადამიანებმა ძალიან იზარალეს ძველი სალარო აპარატების მოცილებით, რეგისტრაციიდან მოხსნა რომელიც შეიძლებოდა რომ უფასო ყოფილიყო ესეც არ გააკეთეს, თითო აპარატზე 5 ლარი და თუ არ მოხსნი ან დაკარგული გაქვს სალარო აპარატი ჯარიმა 3000 ლარი.

ბანკიდან გადახდის ქვითარი ამოვუტანე დიასახლისს და აპარატები დაიტოვეს.

 რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ სად წავიღო ეს აპარატები, გადავყარო თუ რა ვქნა მეთქი, – ვიკითხე.

6 წელი უნდა შეინახოთ, ასე ამბობენო.

troll

Advertisements

7 comments on “საჩუქარი, რეფორმა და აღმშენებლობა

  1. ჯერ ახალი სახელმწიფო ვართ ჩვილი. ჩვენი ბიუროკრატიაც მცირეწლოვანია ჯერ. ულვაშიც არ ამოსვლია. თან ახალი მთავრობა გვყავს. დროა საჭირო.
    ამერიკა 100 წელი ყალიბდებოდა სანამ რაღაცას დაემგვანა.
    მთავარია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად ვეწევით ევროკავშირის ქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s