ახალი ხმა


ქართულ ტელესივრცეში ბევრი შოუა, უფრო ბევრი კი მუსიკალური შოუ, სტარი მოხარშული, სტარი შემწვარი, სტარი ქართულად, სტარი ნიორწყალში და ა.შ.

ამ ხნის განმავლობაში იყვნენ კარგი შემსრულებლები, იყო მეტ-ნაკლებად კარგი სანახაობა, მეტ-ნაკლებად სულისშემძვრელი, კარგი დუეტები, თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაც ახლა ხდება ახალ მუსიკალურ შოუში, იმედზე “ახალი ხმა/The Voice of Georgia”  .

პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ შოუში არის ის რომ ყოველგვარი ხვინტრიცის, გარეგნობაზე აპელირებით, ცნობილია თუ უცნობის მომენტის გამორიცხვით, ბრმა კასტინგის საშუალებით ირჩევა კონკურსის მომავალი მონაწილე.

პირველ ტურს მეტ-ნაკლებად ვადევნებდი თვალყურს და ვიცოდი, რომ მწვრთნელების გუნდები ნელ-ნელა ძალიან ძლიერი მონაწილეებით ივსებოდა, აი ისეთი მონაწილეებით, თითოეული რომ დაგენანება კონკურსიდან გასაშვებად და განსხვავებით სხვა აქამდე არსებული შოუებისგან შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რომელი მათგანი დატოვებს კონკურსს.

აქ საკითხი არ დგას ისე თუ ვინ უფრო სუსტია, არამედ დგას ასე “ეს უფრო ძლიერია თუ ის?” “ეს უფრო მაგარია თუ ის?”

სწორად შერჩეული რეპერტუარი, ხასიათის, გემოვნების, ხმის შესაფერისი და დაბალანსებული მოწინააღმდეგეები რინგზე, შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ – ძალიან მაგარი დუეტები და ძალიან მაგარი კონცერტი.

გუშინდელი დუეტებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი მეგის და მაგდას დუეტს, ჯენიფერ ჰოლიდეის სიმღერით “And I am telling you I’m not going”  – ბროდვეის ცნობილი მიუზიკლიდან “Dreamgirls”. თქმაც არ სჭირდება იმას რომ სიმღერა ურთულესია და ძალიან მაგარი მონაცემების გარდა, ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება რომ ეს შეასრულო. მითუმეტეს ისეთი გამორჩეული მომღერლების შესრულების შემდეგ, როგორიცაა ჯენიფერ ჰოლიდეი (1982), უიტნი ჰიუსტონი (1994) და ჯენიფერ ჰადსონი (2006).

უიტნი ჰიუსტონი – American Music Awards (1994)

  

ჯენიფერ ჰოლიდეი (ბროდვეის მიუზიკლიდან) და ჯენიფერ ჰადსონი (ფილმი-მიუზიკლიდან) 

კიდევ ერთი ცეცხლოვანი რინგი 🙂

 

 

Advertisements

2 comments on “ახალი ხმა

  1. მართლა ძალიან კარგი შოუა, სხვა მუსიკალური შოუებისგან განსხვავებული და ბევრად საინტერესო :დ ერთადერთი რასაც ვუწუნებ მწვრთნელებია :დ მგონი უკეთესების მოძებნა შეიძლებოდა, განსაკუთრებით ვერ ვხვდები მათ რიგებში ერთის ყოფნას (არ დავასახელებ სახელსა და გვარს, ადვილი მისახვედრია :დ), რა შუაშია საერთოდ ასეთ პროექტთან, რატომ შეარჩიეს :/

    • მე კიდევ რომ დავფიქრდი, კაია რომ არის, იმიტომ რომ მისი ხელის დაჭერით რამდენიმე კარგი მომღერალი დარჩა კონკურსში 🙂

      და მეორე ის რომ აღიარო და შეაფასო ადამიანები, რომლებიც შენზე მაგრები არიან ვოკალური და ა.შ. მონაცემებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s