ენჯეო სახელწოდებით “სამოქალაქო საზოგადოება”


1 ოქტომბერს რომ შემოგვკრა დემოკრატიის გაურკვეველი წარმოშობის და სიმძლავრის ტალღამ, ამ დრომდე ნოკაუტშია ბევრი ადამიანი.

სხვა მრავალი ნიუანსის გარდა, ერმა სახალხო დამცველის არჩევის/შერჩევის თუ დანიშვნის გადაუდებელი საჭიროება იგრძნო.  კანდიდატურა კანდიდატურაზე წამოვიდა, ყველა მხრიდან კანდიდატურები ცვიოდნენ.

“არა ჩემი, არა ჩემი ჯობიაო” – იყო წიოკი.

მათ შორის თავი წამოყო იმან, ქე რომ მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, სულ უკანა მერხზე რომ ზის და პირს მაშინ რომ აღებს როცა შია – ანუ არასამთავრობო სექტორმა.  თუმცა რამდენიმე მათგანი იღებს ხოლმე პერიოდულად ხმას, მხოლოდ ხმას, ხმალს არა.

იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში რეგისტრირებულია 10 000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ათეულის მიერ კანდიდატის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კანდიდატს სამოქალაქო საზოგადოების სახელით უნდა წარადგენდნენ.

ასევე იმის გათვალისწინებით რომ სხვა დროს და სხვა ვითარებაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას მათი ხმა და დახმარება სჭირდება არიან ჩუმად და უმოქმედოდ. შესაბამისად 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას რომელმაც თამარ გურჩიანი წარადგინეს და ასევე არასამთავრობოების უმრავლოესობას, რომელთაც ლორთქიფანიძე წარადგინეს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია იმოქმედონ სრულიად სამოქალაქო საზოგადოების სახელით.

უფრო მეტიც, თუ კი პროცენტულად ნაკლები მხარდამჭერის მქონე გურჩიანის არ არჩევას ამ თანამდებობაზე დემოკრატიის კრახს ვუწოდებთ, მაშინ იგივეს რატომ არ ვამბობთ ლორთქიფანიძის არ არჩევაზე, როდესაც მას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენდა? – რა ­­­­ამ ნაწილში დემოკრატიამ იზეიმა?

სიტუაცია შევიდა ჩიხში, ოღონდ მართლა, ძირითადი დავა ორი კანდიდატის ლორთქიფანიძის და გურჩიანის ირგვლივ მიდიოდა.

ვერ ვიტყვი რომ ხატისკაცი ძალიან მომწონს, უფრო მეტიც არც ვიცნობ მის საქმიანობას, თუმცა ამ სიტუაციაში რაღაც შუალედურ გამოსავლად ვხედავ, არც მეტი და არც ნაკლები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

6 comments on “ენჯეო სახელწოდებით “სამოქალაქო საზოგადოება”

      • კი 🙂 პირადად მე ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა მითხრა გურჩიანზე, მაგრამ რა ვქნა, მისმა არც ერთმა საჯარო გამოსვლამ ვერ დამარწმუნა რომ არ არის ტიპურ, პროფესიონალ, ბიზნესმენ ენჯეოშნიკზე მეტი.

      • არ მაქვს მისი საწინაამღდეგო არაფერი, მაგრამ ამ ადამიანს, გარდა ძალიან ვიწრო, სპეციფიკური წრისა – არ იცნობს არავინ. გამოდის რომ კანდიდატს ატენი სასტავს, ახლა რაც ქნეს ესეც შეტენვაა მამენტ, თუმცა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი მე პირადად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s