Mეფე მოკვდა! გაუმარჯოს Mეფეს!


ეს პირველი ჯეიმს ბონდია, რომლის სცენარის წაკითხვაც მომინდა და რომელსაც კიდევ ბევრჯერ ვნახავ, იმ სიამოვნების გამო რაც მივიღე და იმის გამო რაც გამომრჩა და რასაც შემდეგი ნახვისას აღმოვაჩენ.

და მაინც რა ხდება ახალში? უნდა გითხრათ მოკლედ და თან ისე რომ ფილმის ყურების მადა არ დაგიკარგოთ 😀

ვემშვიდობებით ძველს, სადღაც გული გვწყდება, გვეტირება, ვეტირებით, მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ შეუცვლელი არავინ არის; ასაკი და გამოცდილება დიდი ძალაა, თუმცა როგორც ჯეიმს ბონდი ამბობს ფილმში “არც ახალგაზრდობაა წარმატების გარანტია”.

დღეს, აქ და ახალ ფილმში უკვე აღარ არის საინტერესო ბეჭედი, რომელიც დიდ შუშის შენობას ამსხვრევს, სათვალე რომელიც ვიღაცას კლავს, საათი ლაზერის ეფექტით, მანქანა რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში. ტექნოლოგიური თვალსაზრისით წინ წამოწეული უფრო ჯეიმს ბონდის ის სერიები იყო, სადაც პირს ბროსნანი მონაწილეობდა. კარგად გვახსოვს მისი “Die Another Day” რა დიდი როლი აკისრია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასტონ მარტინს, რომელიც ხან უხილავია, ხან ხილული, ხან დაცურავს, ხან ყინულს ებრძვის. შედარებით უკანა პლანზეა გატანილი სცენარის სისხარტე, სისადავე და ადამიანური ფაქტორი.

აქ კი პირიქით, ესოდენ მინიმალისტური ასტონ მარტინი, თითქმის სიმბოლური აქამდე არ მინახავს, ვოლტერმაც ერთხელ გაიელვა და სადღაც გადავარდა. დაისვა ახალი საფრთხეები – კიბერ საფრთხეები, თუ როგორ შეუძლია პიჟამოში გამოწყობილ ადამიანს, მუხლებზე ლეპტოპით ზიანი მოუტანოს ადამიანებს.

უფრო მეტი ადამიანი დავინახე ახალ ჯეიმს ბონდში, ვიდრე მანამდე, თითქმის ისეთივე პრინციპით გაადამიანურდა ბონდი, როგორც ნოლანის ბეტმენი.  უფრო მეტიც, არა მარტო ბონდი, არამედ ყველა ამ ფილმში.

“ხომ არ მოძველდა ეს აგენტობანა, რაღა დროს აგენტები და საიდუმლო სამსახურია” – ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი.

ფილმში ბევრჯერ ამოდის ასაკობრივი მომენტები, ძველი თაობის და ახალი თაობის შეჭიდება, ძველის ნგრევა მთავარის გადასარჩენად და ცხოვრების სრულიად ახალი, სუფთა ფურცლის გადაშლა.

წარმოვიდგენდი რომ ისეთი ამაყი, ზვიადი და შეუვალი რამ როგორიც შოტლანდიის ლანდშაფტს შერწყმული შოტლანდიური ციხე-სიმაგრეა – ფილმში დაინგრეოდა? და ვინ ანგრევს? ამ ციხე-სიმაგრის გაჩენილი და გაზრდილი შვილი.

რა აღმოვაჩინე?

აღმოვაჩინე რომ შოტლანდიის ტბებში ურჩხულები არ ბუდობენ, რომ ესეც ერთი ტრადიციული მითია და იქ ჩვეულებრივი წყალია, უბრალოდ წყალი.

მითები იმსხვრევიან წრიულად და ავტომატის ჯერით.

ეს გვირაბი სად მიდის?

მიგვიყვანს ტაძრამდე?

კი, გვირაბი მიდის ტაძრამდე, საბოლოო წერტილამდე, ისე რომ უკან იმავე გზით ვეღარ ბრუნდები.

გვირაბი დამარხულია.

ასევე წარსულიც.

ეს დასასრულია!

 

Advertisements

One comment on “Mეფე მოკვდა! გაუმარჯოს Mეფეს!

  1. ქონერი და ბროსნანიც (ნაწილობრივ). ამით დამთავრდა ჩემთვის ბონდი.
    ახლა რაღაც სხვას იღებენ. ცუდი არაა, მაგრამ ბონდი აღარაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s