რას მოგვითხრობს ფოტო


აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფოტო უნდა ყვებოდეს ამბავს, ასევე გასათვალისწინებელია რომ ფოტო შეიძლება ყვებოდეს ამბავსაც, არ იყოს ამბავი, მაგრამ მოჰქონდეს ემოცია, იქნება ეს ცრემლიანი თუ ღიმილიანი, იყოს უბრალოდ კომპოზიციურად კარგად გამართული ან იყოს ლამაზი ფოტო, just as it is ან ყველაფერი ერთად 😀

ფოტოჟურნალისტიკაში საქმე ცოტა სხვანაირად არის, სამწუხაროდ, ფოტო ყოველთვის ვერ გვიყვება იმ ამბავს, რაც ფოტოგრაფმა მთელი სულით და გულით აღბეჭდა, და რაც უფრო გადის წლები ფოტოზე ასახული მოვლენიდან, მით უფრო გაუგებარი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ამბავი , შემთხვევა ანუ ფოტო უფრო და უფრო მუნჯდება.

აქედან გამომდინარე,კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ფოტო თავად უნდა გვიყვებოდეს ამბავს და მას აღწერა არ უნდა სჭირდებოდეს.

 კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს კი არა და, კაი ფოტოს აღწერა არ უნდა სჭირდებოდესო . . .

რამდენჯერ გადმომიღია ძველი საოჯახო ფოტოალბომი, ძალიან საინტერესოა ძველი ფოტოები, მაგრამ გაუგებარი, ვინ არის ფოტოზე, რა ხდება, სად არის გადაღებული, როგორც კი ფოტოს უკანა მხარეს რამე ინფორმაციას დავინახავდი, უმალ ასმაგად საინტერესო ხდებოდა ფოტო.

თვალსაჩინოებისთვის გადავხედოთ ორიოდე ცნობილ მოვლენას და მათ ნაკლებად ცნობილ ვერსიებს.

მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე, რამდენიმე მეგობარს გავუგზავნე ქვემოთ მოცემული ფოტო და ვთხოვე დაეხასიათებინათ, დაესათაურებინათ ანუ უბრალოდ ეთქვათ რას ხედავდნენ ფოტოზე.  საერთო ჯამში, ფოტო ასოცირდებოდა აქციასთან, ქალთა უფლებებთან, რაღაცის მოთხოვნასთან.

ფოტო კი უაღრესად ისტორიულ მოვლენას ასახავს, დგას 1957 წლის 4 სექტემბერი და ერთ–ერთი პირველი შავკანიანი სტუდენტი, ელიზაბეთ ეკფორდი ცდილობს კოლეჯში შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ უკან მოყვებიან აგრესიული ადამიანები, რომლებიც უყვირიან და არ სურთ მისი შეშვება კოლეჯში.   

ფოტოგრაფი უილ ქაუნთსი, ფოტო პულიცერის პრემიაზეც იყო წარდგენილი

ამ მოვლენის ამსახველი ფოტო, რომელიც ჩემი აზრით თემასთან უფრო მეტ ასოციაციებს გამოიწვევდა, არის დონ სტარკის 1957 წელს გადაღებული ფოტო – ფოტოზე დოროთი ქაუნთსი პირველად მიდის კოლეჯში 

თემასთან ახლოს და მოვლენის ამსახველი უფრო ეს ფოტოა, ჩემი აზრით, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც დამუნჯდება ალბათ.

ეს კი ფრენკ ფურნიეს მიერ გადაღებული ფოტოა, რომელმაც ფოტოჟურნალისტიკაში პრესტიჟული ჯილდო World Press Photo of the Year დაიმსახურა

ვთანხმდებით, რომ ფოტო უაღრესად სულისშემძვრელი და ემოციურია, 1985 წელს, კოლუმბიაში ვულკანი ამოიფრქვა, 13 წლის ომაირა ნანგრევებში მოყვა, ვერ ამოიყვანეს და 3 დღიანი წვალების შემდეგ გარდაიცვალა, ვერავინ შეძლო დახმარება.  ფოტო გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრეა გადაღებული.

ამბავს და ისტორიას კი რაც შეეხება, ამ მოვლენის ეს ორი ფოტო უფრო მრავლისმთქმელია, ჩემი აზრით რასაკვირველია

და რას არ სჭირდება აღწერა? 

აი ამას, აქ აღარ არის საჭირო რა მოხდა, როგორ მოხდა, სად მოხდა, გადარჩა თუ არ გადარჩა, პრობლემა და ტკივილი არის სრულიად გლობალური

არც ამას

ფოტოს ავტორი მაქს აგილერა–ჰელვეგია, პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა, ჟურნალში “LIFE” , 24 კვირის ნაყოფს დასჭირდა ოპერაცია ხერხემლის დეფექტის აღმოსაფხვრელად.  ბავშვის სახელია Sarah Marie Switzer. სიმართლე გითხრათ აქამდე არ დავინტერესებულვარ ამ დეტალებით.  და მგონი ზედმეტიც არის.

თუ საქმე არ გვაქვს ფოტორეპორტაჟთან (რომელსაც ასევე უნდა აღწერა), სადაც ათიდან ათი ფოტო ამ მოვლენის ამსახველია, ფოტოჟურნალისტიკაში აუცილებელია/სავალდებულოა აღწერა თუ რა მოვლენას ასახავს ფოტო, რადგან ეს არის დოკუმენტალისტიკის მიმართულება, ხდები ისტორიის კოლაბორატორი და როგორც მინიმუმ თავიდან უნდა აიცილო შეცდომაში შემყვანი და წინააღმდეგობებით აღსავსე მსჯელობა.

Advertisements

11 comments on “რას მოგვითხრობს ფოტო

  1. მე ის ორივე ფოტო ვიცი, შვკანიანებს კოლეჯებში სიარულს რო უპროტესტებდნენ :დ და ის ვულკანის ამბავი რატომ მახსოვს რომ უფრო ახლანდელია? :შ

  2. ეგ ცნობილი ფოტოა.
    კიდევ მეორე ქალი, რომელიც ავტობუსში ზის თეთრებისთვის განკუთვნილ ადგილას.

    • მასიურად ცნობილი არ არის, ეგეც არ იყოს ეს ცნობილობა გვერდზე რომ გადავდოთ და ისე შევხედოთ – ძნელია

      • ძალიანაც კარგია, ძნელი თუა. ძნელი იმიტომაა, რომ რასიზმის პრობლემა დაძლიეს და წარმოდგენაც ძნელია მანდ რა ხდება.
        აი 100 წლის შემდეგ ნახავს ვინმე დავით ისაკაძის და ზაზა ბურჭულაძის ფოტოს და ვერ გამოიცნობს რა ხდებოდა…
        ან 200 წლის შემდეგ…
        ჰო, კაი – 300ის.

  3. სვავის და ბავშვის ფოტო საკმაოდ ტრაგიკულია თავისთავად. მაგრამ ავტორსაც წილად ხვდა თავისი უბედურება – რამდენადაც ვიცი, ბავშვი ვერ გადაარჩინეს, ძალიან მშიერი იყო და ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები იყო დაწყებული.
    ამ ყველაფრის გამო კი ავტორმა რამდენიმეთვიანი დეპრესიის მერე თავი მოიკლაო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s