ასავალ–დასავალი


“მთავარი ის კი არ არის რა გწამს, არამედ როგორ გწამს” – კნუტ ჰამსუნი

ყველაფერი დაიწყო იმით რომ გაზეთმა “ასავალ–დასავალმა” აწ უკვე “ასავალ–ასავალმა” , ტრიუმფალურ თუ გამარჯვების სპეცნომერში, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები – სახელები, გვარები, დაბადების თარიღები და მისამართები გამოაქვეყნა.

დღევანდელი აქციის მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი გახდა.  აქციისთვის შეკრება დაგეგმილი იყო გაგარინის მოედანზე, მაგრამ რადგან ადრე მივედი, მე და ჩემი მეგობარი პირდაპირ რედაქციისკენ გავემართეთ.  იქ უკვე დაგხვდა აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც საუბრობდნენ ასავალ–დასავალის თანამშრომლებთან, მღვდლებთან და რამდენიმე გარეშე სუბიექტთან.

გაზეთის ერთ–ერთი თანამშრომელი და პერიოდულად სხვა გაურკვეველი სუბიექტები კივილ–წივილით და ძარღვების დაბერვით იხსენებდნენ: როგორ ებრძოდა 25 წელი კომუნისტებს, რომ ამ სიების გამოქვეყნებით წამების პრევენციისკენ გადაიდგა ნაბიჯი, რომ ჩვენ გიგი თევზაძის და პაიჭაძის სტუდენტები ვართ, რომ დედა უნივერსიტეტს აუპატიურებენ, რომ ილიაუნი ბორდელია, რომ მათ ჰქონდათ ამ მონაცემების გამოქვეყნების უფლება, რადგან ეს ინფორმაცია საჯაროა, რომ პატიმართა წამების შესახებ მხოლოდ ისინი წერდნენ და ყვიროდნენ და სხვა არავინ, რომ ეს და რომ ის, მოკლედ ითქვა მრავალი სისულელე, არაფერი რეალური და არგუმენტირებული.

აღსანიშნავია ის რომ ჯანსაღ დებატში არც ცდილობდნენ შემოსვლას, მხოლოდ ნერვიულად ყვიროდნენ და კიოდნენ, ჩვენი მიზანი იყო საპროტესტო აქცია და არა ჩხუბი და სიტუაციის გამწვავება.

სამწუხაროდ, რადგან აქციისთვის მითითებული იყო შეხვედრის ორი ადგილი, მეორე ნაწილი შემოგვიერთდა საკმაოდ გვიან, ამასობაში ამ ადამიანებს მიეცათ გული და უფრო იყარეს ჩანგლები, დაინახეს რა ჩვენი სიმცირე.

ხოლო როდესაც ეზოში ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილიც შემოვიდა, ისინიც შეშფოთდნენ და დაიწყეს რეკვა დამხმარე ძალასთან.

ამბავი იყო ისე, რომ ეს მღვდლები და ახალგაზრდა ბიჭები (ზოგი ოცნების მაისურით) იქ დაგვხვდა უკვე, ხოლო ნაწილი მერე შემოუერთდა.

საბედნიეროდ, მძაფრ შეხლა–შემოხლას ადგილი არ ჰქონია, მათი დიდი მონდომების მიუხედავად.

და სამწუხაროა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვისკენ მიმართული აქცია, გადაიფარა რელიგიური საკითხების გარჩევით და ამჟამინდელი ხელისუფლების ლანძღვით.

დღეს გავიგე პირველად სიტყვა პრივილეგირებული მღვდელი  (?)

დღეს პირველად ვნახე მღდველის (ჟარგონს გამოვიყენებ) კაჩაობა (?)

დღეს პირველად ვნახე მღვდელის გარშემო, მისი თანმხლები სუბიექტების კაჩაობა და ვილკების თხრა, სადაც მღვდელი ხმას არ იღებდა გასაჩერებლად/გასაშველებლად (ერთ–ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით), პირიქით  ამწვავებდა სიტუაციას.

ცუდი ის არის, რომ წარსული კი არ ბრუნდება, წარსული აქ იყო, არსად არ წასულა; უფრო უარესიც, ამ წარსულს ვკვებავდით, ვზრდიდით, ვაფინანსებდით ჩვენივე ჯიბიდან და ვუქმნიდით სასათბურე პირობებს;

ცუდი ის არის, რომ როგორღაც მოხდა (ნეტავ როგორ) და გვყავს მოძველბიჭო მენტალიტეტის სასულიერო პირები

და ცუდი ის არის, რომ ამ სასულიერო პირებმა გამოზარდეს რაღაც უცნაური ტიპები, რომლებსაც თვალებში არ აქვთ სიცოცხლე, არ აქვთ იუმორის გრძნობა, არ ესმით არც ხმადაბალი, არც ხმამაღალი ლაპარაკი, რომელიც უთქმელად, უსიტყვოდ მოდის რქებით როგორც კი რომელიმე სასულიერო პირი დაუსტვენს და გაიტანს ყველას და ყველაფერს სულ რომ ქრისტე შეხვდეს გზად.

ვარ აბსოლუტურ შოკში, უკიდურესად გაოგნებული, აქამდე არც მმკ–სთან და არც რამე მსგავსთან ასე პირისპირ შეხვედრა არ მქონია, არც ასეთი გამგელებული და გაცოფებული ახალგაზრდა ბიჭები არ მინახავს, რომელიც უცერემონიოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს.

აღარ ჩამოვთვლი რას და როგორ . . .

ჩემთვის დღევანდელი დღე იყო პირადი ტრაგედია, და ეს რაც დღეს ვნახე, არ არის არც დღევანდელი და არც გუშინ გამომცხვარი ამბავი, ეს ჩვენს გვერდით ვითარდებოდა და იმუხტებოდა როგორც ბომბი.

სხვა ქვეყანაში და სხვა საზოგადოებაში ეს გაზეთი დიდი ხნის წინ უნდა იყოს დახურული, რაც ეგ ახდენს ქსენოფობიის და ჰომოფობიის ტირაჟირებას.

პ.ს. ეს არ არის ჩემი რელიგია და ჩემი ოცნება, თქვენია? ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.

პ.პ.ს. და იმ ხალხს მინდა მივმართო, რომელიც კითხულობს აქამდე სად ვიყავით, ან სხვა რამეებს (უფრო მნიშვნელოვანს) რატომ არ ვაპროტესტებდით და ასე შემდეგ – ჩვენ ვაპროტესტებთ, აი თქვენ იკითხეთ გაუნძრევლად რომ ზიხართ ერთ ადგილზე და სხვისგან ელოდებით თქვენი  მოვალეობის შესრულებას.

 ეს ყოველი შემთხვევისთვის წაიკითხეთ – მღვდლების ვინაობა – ვაჟა ფშაველა

ამ ფილმს ყოველი შემთხვევისთვის უყურეთ

“სულელების სოფელი”

Advertisements

18 comments on “ასავალ–დასავალი

  1. გაზეთი “ასავალ-დასავალი” რედაქციის ოფისთან დღეს, სტუდენტების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
    “დღეს, 3 ოქტომბერს, “ასავალ–დასავალის” რედაქციასთან მოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ სტუდენტები და აპროტესტებდნენ “ასავალ–დასავალში” გლდანის მე–8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, მათ შორის იმ ჯალათების სიის გამოქვეყნებას, რომლებიც დღემდე აგრძელებენ პატიმრების მიმართ ძალადობრივ და არაადამიანურ მოპყრობას. მათ მფარველობას უწევს ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების სისტემის დღევანდელი ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში, რომლის გვერდითაც კვლავაც დღემდე საქმიანობენ ჯალათობაში მხილებული თანამშრომლები.
    ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც 7 თუ 8 აჟიტირებული ადამიანისაგან შედგებოდა, იქცეოდა აგრესიულად და ცდილობდა “ასავალ–დასავალის” თანამშრომელთა პროვოკაციაზე წამოგებას. რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ პატრულს გამოიძახებდნენ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე აჟიტირებულ ახალგაზრდას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა, მათ დასახმარებლად რედაქციასთან გამოცხადნენ ნინია კაკაბაძე, თეო ხატიაშვილი და ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით დაკავებული სხვა პირები. მათ მოჰყვა მთვრალი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც სცადეს პროვოკაციის გაგრძელება, ასევე, მიმართეს ფაშისტურ მეთოდს და “ასავალ–დასვალის” ახალი ნომერი დაწვეს.
    საბოლოო ჯამში, მოსახლეობისა და სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა სიტუაციის იმგვარად განმუხტვა, რომ აჟიტირებულმა სტუდენტთა ჯგუფმა, მათმა ზედამხედველებმა და მთვრალმა ახალგაზრდებმა ვერ შეძლეს დაგეგმილი პროვოკაციის განხორციელება, რაც, ჩვენი ვარაუდით, უნდა გამოხატულიყო პატრულის გამოძახებასა და “ასავალ–დასავალის” რამდენიმე ჟურნალისტის დაპატიმრებაში.
    ნიშანდობლივია, რომ “ასავალ–დასავალის” რედაქციასთან მოსულ აგრესიულ ჯგუფს შეუერთდნენ “ნაცმოძრაობის” კოორდინატორი ქალბატონები, რომლებიც მათივე მეზობლებმა ამოიცნეს!
    “ასავალ–დასავალის” რედაქცია აცხადებს, რომ გლდანის მე–8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სიის გამოქვეყნებით არ დაგვირღვევია არანაირი კანონი, არ გაგვიკეთებია არანაირი მოწოდება. ამ სიის გამოქვეყნების მიზანი გახლდათ საზოგადოების ინფორმირება იმ ჯალათების შესახებ, რომლებიც დღემდე რჩებიან სააკაშვილის რეჟიმს დაქვემდებარებულ სასჯელაღსრულებით სისტემაში და აგრძელებენ პატიმრების წამებას. ჩვენი მიზანი სწორედ წამების პრევენციაა და არა ახალი ძალადობის წახალისება, რაზეც ე.წ. პროტესტანტები აპელირებენ, რითაც ისინი, ნებსით თუ უნებლიედ, გამოდიან სააკაშვილის რეჟიმის იმ ჯალათების დამცველებად, რომლებიც დღემდე აგრძელებენ თავიანთ დანაშაულებრივ საქმიანობას.
    რედაქციასთან მოვარდნილი აგრესიული ჯგუფის ქმედებებს “ასავალ–დასავალი” აფასებს თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მცდელობად. ასევე, დღის განმავლობაში რედაქციაში გაისმა არაერთი სატელეფონო ზარი, რომელიც შეიცავდა აშკარა მუქარას, როგორიც არის რედაქციის აფეთქება, გადაწვა და ა.შ.
    მოვუწოდებთ ე.წ. უფლებადამცველებსა თუ ჟურნალისტური ეთიკის “მამებს”, ობიექტურობას მოუხმონ და ნუ აპელირებენ დემაგოგიური არგუმენტებით. ასევე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ობიექტურად გააშუქონ მომხდარი ფაქტი და ნუ შეუწყობენ ხელს არასწორ ინტერპრეტაციებს”, – ნათქვამია “ასავალ-დასავალის” რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  2. “ცუდი ის არის, რომ როგორღაც მოხდა (ნეტავ როგორ) და გვყავს მოძველბიჭო მენტალიტეტის სასულიერო პირები

    და ცუდი ის არის, რომ ამ სასულიერო პირებმა გამოზარდეს რაღაც უცნაური ტიპები, რომლებსაც თვალებში არ აქვთ სიცოცხლე, არ აქვთ იუმორის გრძნობა, არ ესმით არც ხმადაბალი, არც ხმამაღალი ლაპარაკი, რომელიც უთქმელად, უსიტყვოდ მოდის რქებით როგორც კი რომელიმე სასულიერო პირი დაუსტვენს და გაიტანს ყველას და ყველაფერს სულ რომ ქრისტე შეხვდეს გზად.”

    კი, ძალიან ზუტად ბრძანებთ. სწორედ ამიტომ, ამ ხალხს მცირერიცხოვანი აქციებით აზრს ვერ შეაცვლევინებ. მოძველბიჭო მენტალიტეტის სასულიერო პირებს ძნელია იურიდიული საზომებით მიუდგე.

    ხოლო გაზეთს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ უნდა ვცადოთ, ხელისუფლებას მოვთხოვოთ კანონით იმოქმედოს და „ასავალ დასავალის” უზნეო, საზოგადოებისათვის ძალიან საშიში საქმიანობა გამოიძიოს. ეს უნდა გაკეთდეს მიუხედავად იმისა, რომ წარმატების შანსი ცოტაა – თურმე ეს ბოღმისა და გესლის მთხეველი გაზეთი ყველაზე მაღალტირაჟიანია საქართველოში!

  3. გამოხმაურება: სამამულო წარმოების რელიგია « drawings + illustrations

  4. გამოხმაურება: სამამულო წარმოების რელიგია « Posters, cd and book covers, etc.

  5. გამოხმაურება: სამამულო წარმოების რელიგია « drawings + illustrations

  6. გამოხმაურება: სამამულო წარმოების რელიგია « Posters, cd and book covers, etc.

  7. აუფ, ისევ ეს ,,ჯოს!” ორი ღამეა რომ არ მაძინებს!
    ასე ადვილად არ მოგვარდება ის ბოღმარაც ხალხშია დაგროვილი. ისევ არსებობს ის ,,აქსიომა”: ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია.
    ამათ არ იციან ეტყობა რა ხდება. მარტო ბიძინას გამარჯვება (მომკალით და მე ესეც კაი გვარიანი სპექტაკლი და თვალებში ნაცარი მგონია) ჰგონიათ მთავარი და ვისგანაც ოდნავი წყენა ახსოვთ, სამაგიეროს მიზღვით ემუქრებიან.
    მამალი ყივის, განთიადი კი შორსაა ჯერ ისევ.

  8. ამას ბრბოს დავარქმევდი მე პირადად, იმ მხარეს, რომელიც წარმოადგენს ასავალ-დასავალის ეგრეთწოდებულ დამცველებს
    ამდენს როგორ ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ქმედება იგივე ძალადობისკენ მოწოდებაა და სხვა არაფერი, რა დააშავა იმ ჯალათების დედამ, მამამ, ცოლმა ან შვილებმა, მინიმუმ რატომ უნდა გირიყონ ისინი საზოგადოებიდან? მე დარწმუნებული ვარ რომ მათ ისევე შესძრავდათ ის კადრები როგორც სხვა რიგით მნახველს…
    ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ არ ვარ ახლა ბევრის წერის განწყობაზე…
    სასულიერო პირების მაგრად გამკვირვებია, რა ლოგიკით ამართლებენ მაგ გაზეთის რედაქციის ქმედებას..

  9. გამოხმაურება: “გასხივოსნებული” “ბრძენი” ქართველი “მორწმუნეები” | Georgian Dreamer

  10. გამოხმაურება: 2012 in review | Litterator's Blog

  11. გამოხმაურება: სამამულო წარმოების რელიგია | drawings + illustrations

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s