Posted in ლიტერატურა, ჩემი ჩანახატები

ამერიკა აბოყინებს (პიესა ერთ მოქმედებად)


შეიძლება არც პიესაა და არც ერთ მოქმედებიანი,

მაგრამ ასე მინდა რომ ერქვას, ჟღერს . . .“

 

მოქმედი პირები: ქალი და მამაკაცი, საუბრობენ მაგიდასთან (ჯერ წყნარად)

 

კაცი – რა ხდებოდა მანდ?

ქალი – რა ვიცი, ისეთი არაფერი ამერიკელ მწერლებს შევხვდით

კაცი: ყლეები ეგენი

ქალი : რას ერჩი ?  (უკმაყოფილო ტონით)

კაცი: რა რას ვერჩი, უნდა მოკვდნენ ეგენი, რა უქნეს მუსულმანებს, გაწყვიტეს, მაგ ყლეებმა

(წამოხტებიან, გადადიან ყვირილზე)

ქალი: ვერ გეტყვი, რომ მათ პოლიტიკაზე ვგიჟდები, მაგრამ ხალხი რა შუაშია, ბევრი ამერიკელი ვიცი, ვინც წინააღმდეგია მსგავსი პოლიტიკის, ძალადობის, ომების

კაცი: ყველა უნდა გაჟუჟო, მეზიზღებიან

ქალი: მე არ მეზიზღებიან, მე მიყვარს ხალხი, მათი ისტორია, ლიტერატურა, მუსიკა, ზოგადად კულტურა

კაცი: რა კულტურა აქვთ მაგათ? ნუ მაგიჟებ (უფრო უწევს ხმას)

ქალი: ის რაც აქვს ყველა ერს და ის რაზეც ვერ მოახდენს გავლენას პოლიტიკა და პოლიტიკოსები

კაცი: რა კულტურა, სუფრაზე რომ აბოყინებენ ეგ არის კულტურა?

ქალი: შენც დააბოყინე რა პრობლემაა

კაცი: რომ მოვჯვა სუფრაზე?

ქალი: უბრალოდ თქვი რომ გეჯვია და გადი

კაცი: ან აბოყინებენ ან აკუებენ, მაგათი კარგი მოვტყან, მაგათზეა მთელი ერაყის, ირანის, ავღანეთის სისხლი

ქალი: და გინება კულტურაა?

კაცი: დიახ, კულტურაა

ქალი: ჰოდა, მოგიტყან ეგეთი კულტურა, ნახვამდის!

(ქალი გადის და ისმის მძლავრი აფეთქების, შუშების მსხვრევის ხმა)

კაცი: რა ხმა იყო?

ქალი: ამერიკამ დააბოყინა მგონი

(ახლა უკვე მართლა გადის და ისმის კარის ჯახუნის ხმა)

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

6 thoughts on “ამერიკა აბოყინებს (პიესა ერთ მოქმედებად)

  1. აუჰ… – ეს რაც შეეხება პიესას

    და პირველად მეძლევვა შანსი გამოვთქვა პროტესტი:

    ყოველთვის მეგონა რომ “მეჯმია” და “მეფსმია” არის არასწორი ფორმები “მეჯმება” და “მეფსმება” არის სწორი…

    ვერ ვიტან ამ სიტყვებს, სადღაც ქვეცნობიერის დონეზე, მაგრამ აქ მოვიკრიბე ძალა და დავწერე.

    პატივისცემით.

    1. პიესაა 🙂 ანუ მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც რაღაც (ვიღაცის) ყოველდღიურობიდანაა აღებული და ყველა გამართული ქართულით მეტყველებსო არ მითხრა ახლა 😀

      პ.ს. ამაზე არც უნდა გაგემახვილებინა ყურადღება 🙂

დატოვე კომენტარი