უჩვეულო წიგნის ფესტივალი – 2012


წიგნის წლევანდელ ფესტივალზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სხვადასხვა საგამომცემლო სახლების სტენდები, მოკრძალებული ფასდაკლებები და ბევრი ხალხი.

აქვე ერთი შენიშვნა: ორიოდე სტენდის გარდა არსად არ იყო ბარათით გადახდის საშუალება . . .

ხალხმრავლობა შეინიშნებოდა პალიტრა L–ის სიახლოვეს, ნორმალური ფასდაკლებებით და სატვირთოების მიმდებარედ, დიდი ხნის ლოდინისგან დამაშვრალი ხალხით, რომელთაც მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები სურდათ.

მეც მოვაგროვე სახლში ტელეფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების სქელტანიანი და მრავალენოვანი ინსტრუქციები, ასევე სკოლის ძველი წიგნები, ჟურნალ–გაზეთები, რვეულები და სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის დროს შემორჩენილი ასლები (A4).

რიგში ჩავეწერე 160–ე ნომრად, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და პირდაპირ პავილიონისკენ გავეშურე.

აქვე მომიწია “მაკულატურის” შეთვალიერებაც, ადამიანებს ტომრებით ჰქონდათ მოტანილი სხვადასხვა ნაწარმოებები, ზოგი ტომეულებადაც, აქა–იქ iსეთი წიგნებიც დავლანდე, რომლისთვისაც ნებისმიერი ჩვენთაგანი სახეს მოიხევდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, წიგნები, რომელთა ფასიც ბუკინისტებთან  7–15 ლარამდე მერყეობს, თუ მეტი არა.

პალიტრა L ერთ–ერთი საუკეთესო კომმპანიაა ამ მიმართულებით, თუმცა “სამაკულატურე” ნუსხაში ნამდვილად არ იყო ისეთი წიგნები, რომლისთვისაც ისევ წიგნის მიტანა ღირდა.

გარდა ამისა, საერთო წონიდან აკლებდნენ ყდების წონას და ამის გამო დაიწყეს ყდების მოხევა და ისე ჩაბარება.

 

დამატებით საკითხავი

სხვა ფოტოები                                                                                       Paper Art 

 

 

 

 

ჩემი შენაძენი კი ასე გამოიყურება: 

“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” – ერიკ–ემანუელ შმიტი

“ავღანური დღიურები” –  დიანა იანსე

რენესანსის ეპოქის ხელოვნება (კატალოგი) – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

H2SO4 ხელახალი გამოცემა

და 2 წიგნი “ეს სამყაროა” სერიიდან ბავშვებისთვის საჩუქრად

Advertisements

12 comments on “უჩვეულო წიგნის ფესტივალი – 2012

      • მე დამეზარა გადარჩევა, ვერც მოვიფიქრე, რა უნდა მეპოვა ისეთ, რომ ჩამებარებინა.
        ნუ იწყვეტთ გულს, არ უნდა იმ ხალხს ის მტვრიანი და გაყვითლებუი წიგნები, უნდათ ახალი. კარგი შანსია. სამაგიეროდ პალიტრა ჩაიბარებს და იქ მიხვდებიან თითეულის ფასს და რაც საჭირო იქნება, გადაარჩენენ, იმის ხელში მოხვდება, ვისაც მართლა უნდა და სჭირდება. აბა რა აზრი აქვს ახლანდელი პატრონების თაროზე გდებას, თუ იქ არავის სჭირდება?

        აი ყდებს რომ ახევენ, ეგ მართლა ცუდია, გადარჩევამდე ვერ მიაღწევს ესე იგი მთელი 😦

    • ეგ არ მინახავს, თორე გული წამივიდოდა…. წივილ–კივილს ვერ გავმართავდი, წიგნს პატრონი ჰყავს, მაგრამ ასეთ რამეს მშვიდად ვერ ვუყურებდი… მე ჩემი ქსეროქსებიც კი მენანება და ხალხი მაინ რიდს აგდებს :/
      რისი ღირსები არიან, ეგენი?!

  1. არა ვინ დაიწყებს მაგის გადარჩევას, მითუმეტეს ყდებმოხეულის.
    თან ხომ გეუბნები იქ იმ სიაში ისეთი მართლა არაფერი იყო, რომ ამდენი ტომეულები ჩაებარებინათ.
    გარდა ამისა, ბუკინისტებთან რომ მიეტანათ ეს ტომრები უფრო მეტს აიღებდნენ თანხობრივად, პალიტრას წიგნებსაც იყიდიდნენ და დარჩებოდათ კიდეც 😀

  2. მე კლიენტმა მაჩუქა თავისი წიგნი. ჩემის აზრით ყოვლად უინტერესო ლექსებით გატენილი წიგნია. მაგრამ ისიც კი ვერ გავიმეტე იქ წასაღებად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s