მოქალაქე ჟურნალისტი: ინფორმაციის წყარო


ზოგადად, საქართველოში მოქმედი ტელეარხების საშუალებით ინფორმაციის მიღება რომ შეუძლებელია ეს ყველამ ვიცით (რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა), თუმცა  წუხანდელმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭირო დროს, გადაუდებელ სიტუაციებში ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში ვხვდებით. ე.წ. ნაციონალური არხები აშუქებენ მაშინ როდესაც მოესურვებათ და იმას რაც მოესურვებათ. ამაშიც ხშირად ვრწმუნდებით სხვადასხვა მოვლენების გაშუქების დროს (აქციები და ა.შ.).

ერთადერთი არხი, რომელიც წუხელ პირდაპირი ტრანსლაციით, ავად თუ კარგად აშუქებდა მოვლენებს ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილიდან, იყო რეალ TV.

საბედნიეროდ, ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მოედინებოდა სხვადასხვა სოციალური ქსელიდან, სადაც რიგითი მოქალაქეები, ასრულებდნენ რა თავის მოქალაქე–ჟურნალისტურ როლს, წერდნენ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო იმ უბნებში, სადაც ისინი უშუალოდ იმყოფებოდნენ.

FACEBOOK და FORUM.GE ასეთი ინფორმაციის უშრეტი წყარო იყო, ერთგვარი კოლექტორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა, რომელიც იდებოდა ტექსტური, ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალის სახით.

iReporter.ge  – ასევე ჩვეულ რიტმში, აქტიურად გვაწვდიდა ინფორმაციას, რისი მოპოვებაც იმ დროისთვის იყო შესაძლებელი; აქაც წერდნენ მოქალაქეები სხვადასხვა უბნიდან, ხოლო თავად iReporter–მა შემოგვთავაზა დილის 7–8 საათზე გადაღებული (იხ. ქვემოთ შესაბამისი მითითებით) ფოტოები.

დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც რამდენიმე სიტყვით გაუზიარა სხვებს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.

რა არის საჭირო ინფორმაციის სწრაფი გადაცემისთვის?

ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო გყავდეთ წამყვანი, ოპერატორი ან/და გქონდეთ ტელევიზია და ლაივტრანსლაციისთვის საჭირო აღჭურვილობა.

საკმარისია მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინტერნეტი, რომლითაც ლაივსტრიმის გაკეთებაც შეგიძლიათ და უბრალოდ ჩანაწერის ატვირთვაც სოციალურ ქსელებში. და თუ არ გაქვთ ინტერნეტი იმ მომენტში, არც ეგ არის პრობლემა თუ ცოტა მოგვიანებით ატვირთავთ ასეთ ძვირფას კადრებს.

მთავარია სიტუაციამ არ დაგაბნიოთ და მოახერხოთ იყოთ ინფორმაციის გადამცემი იქ, სადაც ამას არ/ვერ აკეთებს სხვა.

ასევე არ არის აუცილებელი გქონდეთ ძვირადღირებული ტელეფონი, ევროპის სახლში ჩატარებულ ერთ–ერთ ტრენინგზე, სადაც აქცენტი გაკეთდა სწორედ ინფორმაციის მობილურ გადაცემაზე, მაგალითის სახით გავიცანით გლობალვოისის ერთ–ერთი ბლოგერი– Guy Degen, რომელმაც საქართველოში ყოფნისას ნოემბრის მოვლენები გადაიღო და ლაივ სტრიმი გააკეთა NOKIA N82 მეშვეობით და როგორც აღნიშნავს ინფორმაციის მობილური გადაცემისთვის ხშირად იყენებს სწორედ ამ მოდელს.

ჩემი ახალი ტელეფონის საშუალებით ვიყენებ YOUTUBE–ს ან Qik–ს ვიდეობის ასატვირთად და გაზიარებისთვის (შესაბამისი აპლიკაციებით), ასევე დავტესტე ლაივსტრიმიც Qik–ის საშუალებით, დაბალი ხარისხია, მაგრამ ნორმალური, ფოტოებისთვის კი სოციალურ ქსელებს, ტვიტერს, Tumblr–ს და ფეისბუქს, ასევე pinterest–ს.

თუმცა ძველი ტელეფონიც არ მიშლიდა ხელს ოპერატიულობაში 😉

გადაღებულია გუშინ, დაახლოებით 11 საათის შემდეგ 

გაგარინის მოედანი, 12 მაისი, 23:00 სთ.

სხვა ვიდეოები და  ფოტოები ოპერატიული მოქალაქეებისგან 🙂 

ასე აშუქებდნენ საქართველოში მოქმედი ტელეარხები წუხანდელ მოვლენებს

დათო გოგიშვილის ფოტო

სხვა ფოტოები იხილეთ აქ 

 

და აქ   Ireporter.ge–ს ფეისბუქის გვერდზე  

P.S. სასარგებლო ლინკები

Bambuser – ვიდეო რგოლების გაზიარება მობილურიდან და ვებკამერიდან 

Qik – ვიდეობის გაზიარება, ლაივსტრიმინგი . . . 

NGOINABOX – უფასო საშუალებები ვიდეო, ფოტო ბლოგინგისთვის 

საინფორმაციო აქტივიზმი   

 რჩევები და მოწყობილობები მობილური ჟურნალისტიკისთვის გაი დეგენის ბლოგი

გაი დეგენის ვიდეოები  Qik–ზე

განსაკუთრებული მადლობა სამაშველო სამსახურს! ❤ 

Advertisements

5 comments on “მოქალაქე ჟურნალისტი: ინფორმაციის წყარო

    • იმედია უფრო გააქტიურდებიან სამომავლოდ, განსაკუთრებით რეგიონებში

  1. განსაკუთრებით რეგიონების გააქტიურება მინდა. იქ სასწაულ ინფორმაციულ ვაკუუმში სხედან. არაფერი არ იციან და არც/ვერც გებულობენ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ინტერნეტი იქ ისეთი გავრცელებული არ არის, როგორც დედაქალაქში. პლუს, ტელევიზიაც ფუფუნების საგანს წარმოადგენს. ან თუარადა მხოლოდ ნაციონალური არხები აქვთ.

    • აბსოლუტურად გეთანხმები, როგორც წესი ასეა 😐 და მერე მოარული ხმების ან ჭორის დონეზე იგებენ ყველაფერს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s