პრესის თავისუფლება და სხვა მითები


ქართული მედია, ქართული ფეხბურთის მსგავსად მერამდენედ უნდა გავასვენოთ, უკვე სათვალავი ამერია; იქნებ უბრალოდ ჯობია გარდაცვალების წლისთავი აღვნიშნოთ ხოლმე, თუმცა კონკრეტულად საიდან უნდა ავითვალოთ, ესეც არ ვიცი . . .

დღეს, რიგით 837468374628346–ე აქცია იყო, აქცია, სადაც, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი “გამშუქებელი” და “მაყურებელი” იყო, ვიდრე პრესის თავისუფლებისადმი და ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციების მონაწილეები.

ერთ მხარეს 20–25 , პლაკატებით აღჭურვილი აქციის მონაწილე, ხოლო მეორე მხარეს შემოკრებილი მხარდამჭერთა არმია, პლუს გამშუქებელი ხალხი, ზოგი ტელევიზიიდან, ზოგი რადიოდან, ზოგი ისე თავისთვის, თუმცა საბოლოოდ, მაინც ყველა თავისთვის.

ერთ–ერთმა მონაწილემ, რამდენჯერმე, რუპორითაც მოუწოდა გარშემომყოფთ ორიოდე ნაბიჯი გადმოედგათ და აქციას შემოერთებოდნენ.

არ ქნეს, იდგნენ და იდგნენ, გვიყურებდნენ და გვიყურებდნენ.

ზოგი გამვლელი დაცინვით, ზოგი გაურკევევლი მიმიკით, ზოგი “ამათ მოცლიათ” სახით და ა.შ.

ჰოდა, რაც უფრო მრავლად იქნება მაყურებელი და გამვლელი ასეთი სახეებით და დამოკიდებულებებით, მით უფრო შეიზღუდება მედია (თუმცა, რაც არ არის რა უნდა შეზღუდო) და მით უფრო გაიზრდება საპატიმროებში გარდაცვლილთა, ნაცემ–ნაბეგვთა, დაავადებულთა და გაუბედურებულთა რიცხვი.

ესეც ფოტოები დღევანდელი აქციებიდან:  

ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშრებული აქცია პარლამენტის წინ

პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილი აქცია შოთა რუსთაველის ძეგლის წინ

ეს ჩვენ ვართ, აქციის მონაწილეები

ჩვენი “გულშემატკივრები” 

THE გამშუქებლები 

P.S. ამ აქციებზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სოციალური მედიის ხიბლი და ინფორმაციის მობილური გადაცემის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა. ფაქტობრივად, ორივე აქციის პირდაპირი ფოტო რეპორტაჟი გავაკეთე. 

Advertisements

20 comments on “პრესის თავისუფლება და სხვა მითები

  1. მგონი უკვე ის დრო დადგა საქართველოში, “გამშუქებლები” რომ უფრო მეტნი არიან ხოლმე, ვიდრე აქციის მონაწილეები.
    Which is not good

    • სადაც მე ვყოფილვარ, ყველა აქციაზე ასეა, თუ რაღაც მასშტაბურად ორგანიზებულ მიტინგებს არ ჩავთვლით.

      თუმცა ამ პატარ–პატარა აქციების პრობლემა შეიძლება იყოს ასევე ის, რომ არ არის კარგად ორგანიზებული და ძირითადად სპონტანურად იგეგმება სოციალური ქსელების დონეზე

  2. “ქართული მედია, ქართული ფეხბურთის მსგავსად მერამდენედ უნდა გავასვენოთ, უკვე სათვალავი ამერია;” ბოდიში მოიხადე 😀 ფეხბურთი ალაგ-ალაგ სულს იბრუნებს ხოლმე. მედია – არა.

      • ხო, ნელნელა ვრწმუნდები. :)))
        კიდევ რაღაცეები მინდა დავუმატო, დავხვეწო, მეც ვისწავლო რა რა არის და ნუ მოკლედ.
        დიდი მადლობა.

        შენს ბლოგს რაც შეეხება, კარგი პოსტები გაქვს. ყოველ ახალ პოსტზე არ შემოვდივარ, მაგრამ გუგლ რიდერში მაქვს ჩაგდებული და ერთიანად რამდენიმე პოსტს ვკითხულობ ხოლმე.

      • დიდი მადლობა ❤ რიდერი ვორდპრესსაც აქვს, Follow ბლოგებს ხედავ აქვე, ასევე თემატურად შეგიძლია ამოირჩიო 🙂
        ძალიან ადვილია, მალე შეეჩვევი

  3. უი, რიდერი თუ ჰქონდა, არ ვიცოდი. რა კარგია. ნუ თუმცა გუგლის რიდერსაც არ ვუწუნებ არაფერს.
    კი, კი, ძალიან მომწონს უკვე.

  4. რიდერი კი არა ნამდვილი სოციალური ქსელი გახდა. 🙂 კომენტარებს ჩატის ფუნქცია აქვს, ფოლოვინგია, ლაიქებია, შეარინგია და რავი რა აღარ აქვს. 🙂
    ჯერ მთლად ფეისბუქი ვერ არის, მაგრამ ლინქედინს გადაასწრო :):)

    • ლინქედინი რა ბედენაა, მაგას ლინქდინი ჰქვია :))
      ხოდა აბა მეც მანახეთ რიდერი სადაა და როგორაა. ანუ ფოლოვერობის გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი???
      ფეისბუქზე დეაქტივაცია გავაკეთე გუშინ. ცოტა ხანი მინდა დავისვენო ქაოსისგან. სიმსვიდე მინდა. სიმშვიდისთვის კი ჩემი ბლოგი და სხვისი ბლოგები კარგი გამოსავალია, აგრეთვე წიგნები, სეირნობა, ადამიანებთან მეტი დროის გატარება, ფიქრი და ა.შ. ზოგჯერ ეს აქტიური ფბ-იც დამღლელია. კი მენატრება უკვე ფბ, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მირჩევნია. ნუ იმედია, ვისაც დავჭირდები, ის მიპოვის. მილიონი მეილი მაქვს, ყველას რეგულარულად ვნახულობ, მათ შორის kate@k84u.com-ს და თუ რამეა, ცოცხალი ვარ.

  5. ადამიანებთან მეტი დროის გატარება, ფიქრი და ა.შ.

    Homo homini lupus est 🙂
    ფიქრისგან კიდე თავი მტკივდება ხოლმე, ამიტომ ვერიდები.

    • ვიცი ეგ ლათინური გამონათქვამი და ზუსტად იმიტომ, რომ Homo homini lupus est, მინდა, ეს lupus-ი სხვა იყო თუ მე ვიყავი, გავარკვიო. ხო, ბევრი ფიქრი მავნებელია, მაგრამ ხომ მაინც საჭიროა.

    • ეგ არ ვიცი, იმუშავებს თუ არა, მაგრამ მგონი სჯობს ისევ გუგლ რიდერში დავრჩე. იქ უკვე ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s