კულინარიული წიგნების წარღვნა


უახლეს რაკურსში, ყველაზე ნაყოფიერი 2003–2004 წლები ყოფილა სამზარეულოს შესახებ შედგენილი და გამოცემული წიგნების მხრივ, იმერული სამზარეულო, კახური სამზარეულო, სხვადასხვა კუთხის წეს–ჩვეულებებით, ტრადიციებით, ისტორიული მიმოხილვით და ა.შ.

რაც შეეხება, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოცემულ წიგნებს, მე პირადად ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

რამდენიმე დღის წინ შევიარე წიგნის მაღაზიების ერთ–ერთი ქსელის, ერთ–ერთ დიდ მაღაზიაში, მივადექი ჭერამდე აზიდულ განყოფილებას წარწერით – სამზარეულო.

თითქმის 30–40 წუთი დავყავი, სათითაო წიგნი ვფურცლე და ვათვალიერე, მათი უმრავლესობა გამოცემულია უცხოური პროექტის შესყიდვის და თარგმნის ხარჯზე (სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რაც შეეხება), მათ შორის ყველაზე პრაქტიკული ღირებულების მატარებელი პალიტრა L–ის გამოცემული მსოფლიო სამზარეულოს სერია აღმოჩნდა, ნაბიჯ–ნაბიჯ აღწერილი რეცეპტებით და შესაბამისი სურათებით, მსუბუქი, მარტივი და გასაგები, მეტ–ნაკლებად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, რჩევებით და მცირე ისტორიული რაკურსით, ამ უზარმაზარი სერიიდან იტალიური სამზარეულო გამოვაძრე და სახლში წამოვაცუნცულე.

ასევე მომეწონა, ერთი აგრონომის მიერ (დამავიწყდა სახელი) სქელტანიანი წიგნი საოჯახო მეურნეობაზე, დეტალურად ხილ–ბოსტნეულის მოვლა–მოყვანის და გამოყენების შესახებ.

სხვა დანარჩენზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნები არ არის განკუთვნილი საშუალო სტატისტიკური შესაძლებლობების მქონე მოყვარული თუ არამოყვარული კულინარისთვის, ცხადია ფინანსურ შესაძლებლობებს ვგულისხმობ.

ერთი საკმაოდ მძიმე და სქელტანიანი წიგნი ავიღე, თითქოს რეცეპტების სიმარტივით  და პრაქტიკულობით იწონებდა თავს, თვალი ერთ რეცეპტს ვკიდე და ვკითხულობ:

“ავიღოთ 5 ცალი ავოკადო . . . ”

[UPDATED] ამან გამახსენა ცნობილი, მოარული რჩევა–გამოთქმა, საბჭოთა პერიოდში გამოცემული ერთ–ერთი წიგნიდან (ტყუილად მიაწერდნენ ამ გამოთქმას ნინო ხოფერიას, ბარბარე ჯორჯაძეს ეკუთვნის):

“თუ სახლში საჭმელი არაფერი გაქვთ, აიღეთ წუხანდელი ვახშმიდან მორჩენილი ინდოური . . . ”  😀

და აღნიშნული წიგნი ღირდა, საკმაოდ ძვირი – 35 ლარი.

ამ წიგნების, განსაკუთრებით ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნების დათვალიერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნინო ხოფერიას “საოჯახო სამზარეულოს” შემდეგ ერთიანი, ყოვლისმომცველი, ძირისძირ დამუშავებული წიგნი კულინარიის შესახებ არ გამოცემულა და მინიმუმ ვერც ისეთ წიგნს მივაგენი, რომელიც გამოცემულია კულინარის მიერ, მოქმედი, პრაქტიკოსი კულინარის მიერ, რომელსაც აქვს საკუთარი თეორიები გამომდინარე თავისი გამოცდილებიდან.

აი ისიც, პრაქტიკული, მოხერხებული და საინტერესო ❤ სულ რაღაც 15 ლარად.  ამავე სერიიდან დიდი სიამოვნებით შევიძენდი იაპონურ და ტაილანდურ სამზარეულოს 🙂

სანელებლების შესახებ საინტერესო ინფორმაცია ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s