ჩემი ახალი ტელეფონი


სულ ახლახან, ჩემს ძველ, 6 წლის წინანდელ ტელეფონს შეველიე, დაფნის გვირგვინი დავკიდე გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო ადგილი მივუჩინე კარადაში.

აი ისიც, 3.5 პx კამერით,  კარგი დამრტყმელი და კარგი პურისმჭამელი ბიჭი იყო, ნორმალური ფოტოებით, ყოველ შემთხვევაში გადაუდებელ თუ გადმოდებულ სიტუაციებშიც კარგად უმკლავდებოდა დაკისრებულ მოვალეობას.

 ახალ ტელეფონს, რაც შეეხება მადარდებდა თაჩი, თუმცა დაახლოებით 1–2 კვირაში შევეჩვიე.

რატომ ავირჩიე სწორედ ეს ტელეფონი?

რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

– Android OS, v2.3.4 (Gingerbread), შესაძლებელია განახლდეს v4.0

– ნორმალური პროცესორი – 1.4 ghz Scorpion,  512 მბ RAM

– შიდა მეხსიერება – 320 მბ

– მეხსიერების ბარათ – 8 გბ

– ფოტოკამერა 8.1 მეგაპიქსელი (3264×2448 )

– ვიდეოკამერა HD  (720p-30 fps) + განათებით

– Sony Mobile Bravia Engine

და ა.შ.

სლაიდშოუ

ჰკლიკეთ აქ – ჩემი გადაღებული ფოტოები

პირველი ვიდეო ტესტი  

(თბილისი ცენტრალი)

სტუდენტების აქცია 

Advertisements

21 comments on “ჩემი ახალი ტელეფონი

    • მეც ასე მეგონა, მაგრამ ახლა სხვა ვეღარ წარმომიდგენია, მამაჩემის ტელეფონი ავიღე და ეკრანზე ვუცაცუნებდი ხელს, სანამ მივხვდი რომ სხვა ტელეფონი იყო 😀

      • მესმის მშვენივრად. იქსპერია სერიოზული კონკურენტია ნოკიას ახალი მოდელებისათვის ^^

        6 წელი ერთი ტელეფონი, საღოლ რა ერთგული ყოფილხარ :დ :დ :*

        მეც შევუერთდები მილოცვებს კიდევ ერთხელ… საჭიროა კარგი ტელეფონი, აბა რა, მარჯვენა ხელივით არის, ჩემთვის საერთოდ ორგენაიზერის ფუნქცია აქვს ტელეფონს :დ :დ

    • ჰო, 6 წელი, ტელეფონიც კარგი გამძლე აღმოჩნდა და ამ დრომდე ფუნქციებიც მაკმაყოფილებდა, თუმცა სიტუაციამ მოითხოვა, კარგი ფოტო/ვიდეოკამერა და კიდევ უამრავი სხვა სიკეთე, ისევ სონიამ მიშველა 😀

      შენც დაგეწეროს მალე ასეთი პოსტი ❤

  1. ოპელვექტრობის ზეიმი რო იყო საქართველოში, მაშინ ხუმრობდნენ – გაყიდე ოპელი იყოდე მანქანა. 🙂
    გაყიდე სეონიერიქსონი, იყიდე მობილური გეტყოდი, მარა დაგვიანებულია 🙂

    • კაი ხანი ვერ შეველევი ამ ტელეფონს, ნუ 6 წელი ამან გაქაჩოს არა მგონია, საკმაოდ ნაზია ამისთვის, მაგრამ ვნახოთ 😀

  2. გამოხმაურება: მოქალაქე ჟურნალისტი: ინფორმაციის წყარო « Litterator's Blog

  3. გილოცავ თამო.
    მშვიდობაში, წარმატებაში, ჯანმრთელობაში და სხვა მრავალ სასურველ შენაძენში.

    ამ ტელეფონზე მეცინება. :)))
    ერთ ადამიანს აქვს და მაგიტომ.

    ხოდა მე ცემთვის არ მომწონს. მე უფრო მაგარი ტელეფონები მიზიდავს. (სიტყვა “მაგარი” ნახმარია მისი ძირითადი მნიშვნელობით, და არა “ძერსკი”-ს მნიშვნელობით.) ანუ უფრო მამაკაცურები მომწონს.

  4. ჩემთვის*

    აუ, სენსორს როგორ შეეჩვიე???
    ამ კითხვას ყველას ვუსვამ, რადგან ის ტელეფონი, რომელიც მე მიზიდავს, სენსორულია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s