Posted in ლიტერატურა

ბეოვულფი


 

რა არის ბეოვულფი?  

ბეოვულფი არის ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილი ყველაზე დიდი ეპიკური პოემა,  – ენა, რომელზეც საუბრობდნენ ანგლო–საქსურ ინგლისში, ნორმანების დაპყრობამდე.  ნაწარმოები შეიცავს 3182 სტრიქონს და მოგვითხრობს მთავარი გმირის ბეოფულფის საგმირო საქმეების, ურჩხულ გრენდელთან, გრენდელის შურისძიების წყურვილით ანთებულ დედასთან და საგანძურის მცველ დრაკონთან წარმატებული ბრძოლების შესახებ.

ამბავი ბეოვულფისა

ბეოვულფი, სამ აქტად წარმოდგენილი “ბოროტსა სძლია კეთილმან” ხაზის კლასიკური ნაწარმოებია.

თხრობა იწყება დანიაში – სამეფოში, რომელსაც ყოველდღიურად თავს ესხმოდა და მუსრს ავლებდა გრენდელი.

როგორც კი, გითების პრინცმა ბეოვულფმა შეიტყო მეზობლების მძიმე ყოფის შესახებ, თავის მეომრებთან ერთად, მათ დასახმარებლად ნავით გაეშურა.

ისე ხდება, რომ ბეოვულფი და გრენდელი უიარაღოდ შეებრძოლებიან ერთმანეთს და კლავს მონსტრს, მოაგლეჯს რა ტორს.

დანიაში დიდმა მხიარულებამ დაისადგურა; მაგრამ ვერ ისვენებს გრენდელის პირსისხლიანი დედა, რომელსაც შურისძიება სწყურია; იგი მოულოდნელად თავს ესხმის მეფის სასახლეს. ბეოვულფი ურჩხულს მიაგნებს მის წყალქვეშა სამფლობელოში და განგმირავს დაუნდობელ ბრძოლაში.

ქვეყანას სიხარული დაუბრუნდა, ბეოვულფი უხვად დააჯილდოვეს.

პოემის კულმინაცია 50 წლის შემდეგ დგება, როდესაც ბეოვულფი უკვე ხანშიშესულია.  ახლა უკვე გითების მეფეა და მისი სამეფო დგას საფრთხის წინაშე; მრისხანე დრაკონმა გამოიღვიძა, რომელიც აქამდე აურებელი სიმდიდრით სავსე საცავს იცავდა.

ბეოვულფი მიაგნებს დრაკონის სამფლობელოს, მოკლავს მას, თუმცა თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭრება.

პოემა სრულდება მეფის დაკრძალვით და საგმირო–სამგლოვიარო პროცესიით.

როდის დაიწერა ბეოვულფი?

ზუსტად არავინ უწყის, პირველად როდის დაიწერა ეს პოემა. ბეოვულფის მოქმედება გაშლილია მეეექვსე საუკუნის სკანდივანიის წარმართულ სამყაროში, თუმცა, ასევე შეიმჩნევა ქრისტიანული ტრადიციების გამოძახილიც.  ჩანს, რომ პოემა თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა და ყოველი მომდევნო ბარდი თავისებურად ცვლიდა, ვიდრე არსებული ეგზემპლარი არ შეიქმნა, ანგლო–საქსური ინგლისის უცნობ ადგილას.

რამდენი წლისაა ხელნაწერი?

ამ დროისთვის, ბეოვულფი შემორჩენილია ერთადერთი, შუასაუკუნეობრივი ხელნაწერის სახით, რომელიც ინახება ლონდონში, ბრიტანულ ბიბლიოთეკაში.

ხელნაწერზე თარიღი არ არის მითითებული, ამგვარად, მისი ასაკის გამოთვლა შესაძლებელია გადამწერთა ხელწერის ანალიზით. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ხელნაწერი შეიქმნა X საუკუნის ბოლოს, ზოგი ადრეულ XI საუკუნეზე მიუთითებს, სავარაუდოდ, მეფე კნუდის პერიოდში, რომელიც 1016–1035 წლებში მართავდა ინგლისს.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბეოვულფის ეგზემპლარი შეიქმნა XI საუკუნის დასაწყისში, შესაბამისად, გამოდის, რომ ხელნაწერი დაახლოებით 1000 წელს ითვლის.

ხელნაწერი

ბეოვულფის გარდა, ხელნაწერი ასევე შეიცავს შუასაუკუნეების სხვა ნაწარმოებებსაც: წმ. ქრისტოფერის ქადაგება, აღმოსავლეთის საოცრებები, ილუსტრირებული სასწაულებრივი ურჩხულებით და უფორმო მონსტრებით,  ალექსანდრეს წერილები არისტოტელეს და კიდევ ერთი, ძველი ინგლისური პოემის “ჯუდითი” არასრული ვერსია.

ამ კოლექციაში, ბეოვულფი ბოლოსწინა ნაწარმოებია, ხოლო მთლიანად კოლექციაზე ორი ანგლო–საქსი მწერალი (გადამწერი) მუშაობდა.

ვინ იყო ხელნაწერის მფლობელი?

ხელნაწერის ჩვენთვის ცნობილი პირველი მფლობელი იყო ლორენს ნოუელი, ძველი ინგლისური ენის პირველი მკვლევარი, რომლის სახელიც (1563წ) მითითებულია ხელნაწერის პირველი გვერდის თავში.

შემდეგ, ბეოვულფის ხელნაწერს ვხედავთ სერ რობერტ ქოთონის ცნობილ კოლექციაში, რომელიც ასევე ფლობდა ლინდისფარნის სახარებებს და თავისუფლების დიდი ქარტიის ბრიტანული ბიბლიოთეკის ორ ეგზემპლარს – ვიდრე გადავიდოდა მისი ვაჟის სერ თომას ქოთონის, შემდეგ კი შვილიშვილის – სერ ჯონ ქოთონის საკუთრებაში, რომელმაც ხელნაწერი თავის ქვეყანას უანდერძა. ქოთონის ბიბლიოთეკა, ბრიტანული მუზემის ერთ–ერთ სადამფუძნებლო კოლექციას წარმოადგენდა 1753 წელს, ვიდრე 1973 წელს მთლიანად ბრიტანული ბიბლითეკის ნაწილად არ იქცა.

რატომ არის ხელნაწერი დაზიანებული?

XVIII საუკუნეში, ქოთონის ხელნაწერები უსაფრთხოების მიზნით გადაიტანეს ვესტმინსტერში, ეშბერნამის (Ashburnham) სახლში.

1731 წლის, 23 ოქტომბრის ღამეს, სახლში ცეცხლი გაჩნდა, სამწუხაროდ ბევრი ხელნაწერი დაზიანდა, ზოგიერთი კი საერთოდ განადგურდა.

ბეოვულფი შედარებით გადაურჩა ხანძარს, მაგრამ მომდევნო წლების შეუსაბამო მოვლით და დაუცველობით, ხელნაწერს დიდი ზარალი მიადგა, ფურცლების ზედაპირიდან ასოები ქრებოდა და იცრიცებოდა. 1845 წელს, ჩარჩოებში მოათავსებული ხელნაწერი უაღრესად მოწყვლადია და ხელთ იპყრობენ მხოლოდ უდიდესი რუდუნებით და სიფრთხილით.

ბეოვულფის თანამედროვე ვერსიები

მიუხედავად იმისა, რომ ბეოვულფი შექმნილია ანგლო–საქსურ ეპოქაში, იგი კვლავ იპყრობს თანამედროვე აუდიტორიის ყურადღებას. პოემა საფუძვლად დაედო მრავალ ფილმს, სპექტაკლს, ოპერას, გრაფიკულ ნაწარმოებებს და კომპიუტერულ თამაშებს. უახლეს ვერსიებს შორის აღსანიშნავია მე-13 მებრძოლი (1999); ისლანდიურ-კანადური ერთობლივი პროდუქტი „ბეოვულფი და გრენდელი“ (2005); და ბეოვულფი (2007),რეი უინსთონის, ენთონი ჰოფქინსის და ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით.

ბეოვულფი ნათარგმნია მრავალ ენაზე, მათ შორის, თანამედროვე ინგლისურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ, იაპონურ, რუსულ, ტელუგუ, ქართულ და ა.შ. ენებზე.

საუკეთესო თარგმანად მიიჩნევენ ნობელის პრემიის ლაურეატის სიმუს ჰინის მიერ, თანამედროვე ინგლისურ ენაზე შესრულებული ვერსიას, ანგლო–საქსური ელფერის შენარჩუნებით. პოემის ეს თარგმანი გახდა წლის წიგნის ჯილდოს მფლობელი 1999 წელს.

––––––––––––––––––––––––––––––––

წყარო  – თარგმანი (С) 2012 

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

24 thoughts on “ბეოვულფი

  1. კარგი პოსტია და კარგი თარგმანი! ეჰ, სად იყავი მაშინ, დასავლეთ ევროპის ლიტერატურას რომ გავდიოდი, როგორ შემიმსუბუქებდი შრომას 🙂 🙂

    1. ჰოდა, მაშინ რომ არ ვიყავი, ამიტომ ვწერ ახლა, მეც ვწვალობდი და იქნებ ვინმეს გამოადგეს :რაკეთილივარ:

  2. და ნეტა რას ერჩოდა პატრონი ამ საწყალ კაცს ,,დათვი და მგელი”- რომ არქმევდა???!!! 😛

  3. ვახ, დავინტერესდი და აუცილებლად წავიკითხავ უახლოეს მოავალში. არც კი მიმიქცევია ყურადღება რომ ეს ნაწარმოები იყო, მე მხოლოდ კომპიუტერული თამაში მქონდა ზუსტად იმავე სცენარით და როგორ მიყვარდა 🙂

    1. კი კომპიუტერული თამაშებიც არის 🙂
      ფილმიც :))
      საინტერესოა კი და ქართული თარგმანიც არსებობს, საჯარო ბიბლიოთეკაში ნამდვილად, დიდი არ არის, ერთ დღეშიც წაიკითხავ

    1. ფილმიც მაქვს ნანახი 🙂 🙂

      ახლა კიდევ ვთარგმნი ბეოვულფზე, J.R.R Tolkien–ის სალექციო კურსს 🙂

      მაგარი რამეა, ოღონდ საკმაოდ ვრცელი

  4. xalxo prezentacia mak gasaketebeli a knight’s tale-ze da vinmem ramit mishvelet raa :d an mokle shinaarsi minda an dadebiti da uarkopiti mxarebi ro ikos chamocerili an rame egetiii.tu icit damexmareet plz

  5. პოსტი მართლაც კარგია :))) მაინტერესებს ამ პოების ელ.ვერსია არ არსებობს?

  6. გამარჯობათ.მოკლედ შუალედური გამოცდის საკითხი მაქ ასეთი: ინგლისური ლიტერატურის საწყისებთან_,,ბეოვულფი“… და ამის შინაარსი უნდა დავწერო თუ რაა ვერ გავიგე,,შეგიძლლიათ დახმარება?

Leave a reply to litterator კომენტარის გაუქმება