ეპიზოდები მონა ქალის ცხოვრებიდან


ჰარიეტ ჯაქობსი (1818–1896)

ჰარიეთ ჯაქობსი დაიბადა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, მაშინ როდესაც მონათმფლობელობა ჯერ კიდევ დუღდა; ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც სახეზე იყო ყველა სახის უთანასწორობა მდედრობით სქესთან მიმართებაში, და ორმაგი დატვირთვით შავკანიანი ქალებისთვის.

მომავალ მწერალს წერა–კითხვა თეთრკანიანმა ქალბატონმა ასწავლა (პატრონმა). კეთილი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ ჰარიეტი მიყიდეს თეთრკანიან ბატონს, რომელიც იძულებით ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს. მას გაექცა და თავი შეაფარა ასევე თეთრკანიან საყვარელს, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა და რომლებიც ჰარიეტის ბებიასთან იზრდებოდნენ.

“ნაკლებად დამამცირებელია საკუთარი “მე”–ს დათმობა, ვიდრე ძალადობის მორჩილება” – მოგვიანებით, გულახდილად წერს ჰარიეტი.

იგი გამოექცა მფლობელს და ხმები დაყარა, რომ ჩრდილოეთს შეაფარა თავი.

დაჭერის და მონობის უღელში დაბრუნების შიშით, ჰარიეტი თითქმის 7 წელი იმალებოდა, თავისი ბატონის ქალაქში, ბებიის სახლის ძალიან პატარა, ბნელ სხვენში.  ერთადერთი რამ, რაც სიცოცხლეს მატებდა იყო საკუთარი ხელით გახვრეტილი ჭუჭრუტანიდან თავისი შვილების ცქერა.

საბოლოოდ, მან ჩრდილოეთს შეაფარა თავი და დასახლდა როჩესტერში, ნიუ იორკში, სადაც ფრედერიკ დუგლასი გამოსცემდა ანტიმონათმფლობელურ გაზეთს “ჩრდილოეთის ვარსკვლავი”, სწორედ მის სიახლოვეს (სენეკა ფოლსში) მიიღეს ქალთა უფლებების კონვენციაც (სენეკა ფოლსის კონვენცია).

აქ ჰარიეტი შეხვდა და დაუმეგობრდა  ემი პოსტს – კვაკერ ფემინისტ აბოლიციონისტს, რომელმაც ურჩია ჰარიეტს დაეწერა ავტობიოგრაფია.

ეპიზოდები მონა ქალის ცხოვრებიდან ” გამოქვეყნდა 1861 წელს, ფსევდონიმით “ლინდა ბრენტი”, ლიდია ჩაილდის რედაქციით.

წიგნში ავტორი მძაფრად ამხელს შავკანიანი მონა ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას.

ჯაქობსის წიგნი, ისევე როგორც დუგლასის, წარმოადგენს მონათმფლობელური ნარატიული ჟანრის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ კოლონიური პერიოდიდან იღებს.

ჰარიეტ ჯაქობსის შესახებ სტატიის თარგმნისას, ფოსტაზე მომივიდა CNN ბლოგის შეტყობინება ახალი პოსტის შესახებ, საკმაოდ მძიმე სათაურით “ჰაიტის დაზარალებულთა უბედურებას გაუპატიურების შემთხვევებიც დაემატა” და კიდევ უფრო მძიმე ფოტოებით.

 მარი კენა მიშელი

ჰარიეტის და ჰაიტის ბანაკებში მცხოვრები ქალების ამბავი შეიძლება ძლიერ კავშირში არ იყოს ერთმანეთთან, მაგრამ ვფიქრობ, ძალადობა არ ცნობს ეპოქებს და იმ ფონზე, რომ დღეს ქალის როლი გაცილებით ძლიერია, აქვს უფლებები, არსებობს უამრავი ქალთა ორგანიზაცია თუ ზოგადად ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ეს ადამიანები კი კვლავ ასეთ პირობებში, დაუცველები და მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

მარი კენა მიშელის ამბავიც ტრაგიკულია. დედა მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში იპოვა გარდაცვლილი.

ღამით, ბანაკისკენ მიმავალ მარი კენას თავს დაესხა რამდენიმე მამაკაცი, სახეზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და გააუპატიურეს. 19 წლის ასაკში გოგონა დარჩა უიმედოდ და უმწეოდ.

ფოტოჟურნალისტმა, ნადაი ნიუჰაუსმა, თავის ფოტოობიექტივზე დეტალურად ასახა ათეულობით, ძალადობის (გაუპატიურების) მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის ცხოვრება – ცხოვრება, რომელიც საფუძვლიანად შეიცვალა მიწისძვრის შემდეგ.

CNN–ის ფოტოები – პირველ ფოტოზე მარი კენა მიშელი

Advertisements

One comment on “ეპიზოდები მონა ქალის ცხოვრებიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s