ედგარ პოს მისტიკა


ავტორი გვიამბობს თუ როგორი გასაოცარი გრძნობით იყო შეთვისებული მორელასთან, როგორ აქცია მორელამ საზოგადოებას ზურგი და ბედნიერი გახადა იგი.

მორელა ფრიად განსაწავლული და ნიჭიერი ქალი იყო, მან გააცნო ავტორს უამრავი მისტიკური ლიტერატურა. მაგრამ ცოტა ხანში მას შეზარდა მორელას ხმა, ცივი თითები, სევდიანი თვალები . . . მორელა ხვდებოდა ამას, მაგრამ არაფერს ამბობდა, უთქმელობით კი ნელ–ნელა ილეოდა.

ავტორს ძლიერ შეებრალა მეუღლე, მაგრამ არ მალავდა, რომ მის სიკვდილს ელოდა და ღიზიანდებოდა რომ ეს პროცესი ასე ჭიანურდებოდა . .

არაერთხელ მოიხმო მორელამ სასთუმალთან, უთხრა რომ კვდება, მაგრამ მაინც იცოცხლებს, ხოლო სული რომ გაეყრება მათი შვილი იცოცხლებდა.

“I am dying, yet shall I live.”

ავტორს აუხდა მისი სიტყვები, დედის სიკვდილამდე დაიბადა ბავშვი.

პატარა გოგო რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო ემსგავსებოდა დედას არა მარტო გარეგნობით, არამედ აზროვნებითაც. მამამ შვილი დაუმალა საზოგადოებას, ისინი არასოდეს საუბრობდნენ დედაზე. სახელიც კი არ დაურქმევია და “ჩემს შვილს” და “ჩემს გოგოს” ეძახდა. თუმცა ბავშვის მონათვლისას მამას უეცრად აღმოხდა – “მორელა” და ბავშვმაც გასცა პასუხი – “აქ ვარ!” საგვარეულო სამარხის შავ ფილებზე გადავარდა. ის მოკვდა, თავისი ხელით წაიღო მამამ შვილი და დიდხანს საწყალობლად იცინია, როდესაც პირველის ნაკვალევსაც ვერ მიაგნო, როცა საძვალეში მეორე მორელა ჩაასვენა.

მორელა – 1835

Advertisements

4 comments on “ედგარ პოს მისტიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s