Inshallah, Kashmir: Living Terror – აკრძალული ფილმი


ოსკარის ნომინანტი აშვინ ქუმარისთვის ეს არ არის პირველი ფილმი, რომლის დიდ ეკრანებზე ჩვენება აკრძალეს ინდოეთში. 2010 წელს, ორმა ფილმმა „Inshallah, Football და „Dazed In Doon“  ვერ გაუძლო ცენზურის საბჭოს.  

9 თვე დასჭირდა 300 საათიანი მასალის 80 წუთამდე მონტაჟს და ამგვარად, რეჟისორის მორიგი ფილმი, იშვიათი და ძვირფასი კადრებით – „Inshallah, Kashmir: Living Terror “, 2012 წლის იანვარში დასრულდა. მას შემდეგ რაც ფილმმა სათანადო ცენზურის სერთიფიკატი ვერ მოიპოვა, რეჟისორმა გადაწყვიტა ფილმის ონლაინ სივრცეში გაშვება, რაც სიმბოლურად ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს – 2012 წლის 26 იანვარს დაემთხვა.

„ინდოეთის სახელმწიფო დროშის აღმართვის პარალელურად, ფილმის მნახველები ინტერნეტის საშუალებით შეიტყობენ ინდური დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ“ – განაცხადა რეჟისორმა.

ახალი დოკუმენტური ფილმი ქაშმირელების პირით მოგვითხრობს „თუ როგორ ჩაანაცვლა მათი თავისუფლება შიშმა და ინსტიტუციონალურმა ჩაგვრამ . . . ფილმი შედგება გულისგამგმირავი ისტორიებისგან, იმ სისასტიკის და ტერორის შესახებ, რომელსაც ინდოეთის შეიარაღებული ძალები და ანალოგიურად მებრძოლებიც (არალეგალური) ახორციელებენ“.

ფილმი ზუსტად პასუხობს შეკითხვას, რომელიც ხშირად გაღიზანებით უჩნდებათ დანარჩენ ინდოეთში მცხოვრებ ადამიანებს, „რა ჯანდაბა უნდათ ქაშმირელებს?“

„ფილმში იხილავთ და მოისმენთ ყოფილი და ამჟამინდელი მებრძოლების, ქაშმირის ყოფილი მმართველის ვაჯაჰატ ჰაბიბულაჰის, ნობელის ნომინანტი აქტივისტის ფარვეენა აჰანგარის (ორი ათეული წელი იბრძოდა იმისთვის რომ დაკარგული ხალხისთვის ყურადღება მიექციათ ანუ როგორც ის უწოდებს „იძულებითი გაუჩინარებები“), მებრძოლების მიერ გატაცებული ინდოელი წყვილის საუბრებს და ა.შ.

ყველაზე შემაშფოთებელი და კონტროვერსიულია სოფელ ქუნან ფოშფურას მაცხოვრებელი ინდოელი ქალების მონათხრობი, რომლებიც ინდოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გააუპატიურეს 1991 წლის 23 თებერვალს“.

„ფილმის მთავარი არსი არის ის, რომ ამ ქაოსში სწორედ უბრალო ხალხი იჩაგრება. ქალები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში დაკარგულ, დიდი ალბათობით გარდაცვლილ შვილებს, ქმრებს და ძმებს ეძებდნენ; დაუცველი ქალების გაუპატიურების ფაქტები და სხვა“.

„მთავრობებს სჩვევიათ გვიკარნახონ რას ვუყუროთ, რას მოვუსმინოთ და აიძულონ საზოგადოება მიმდინარე და ისტორიული მოვლენები მიიღონ იმ ვერსიით, რომელსაც ისინი სთავაზობენ“ – აღნიშნავს ინდოელი ბლოგერი პროტიკ ბასუ თავის ბლოგზე.

იხილეთ დოკუმენტური ფილმი სრულად 

UPDATED   

გუშინ დავდე ეს პოსტი და სამწუხაროდ, დღეს ფილმის სრული ვერსია თითქმის ყველგან გამქრალია, გთავაზობთ მცირე მონაკვეთს რაც შემორჩა 

Advertisements

One comment on “Inshallah, Kashmir: Living Terror – აკრძალული ფილმი

  1. აბა ინდურ ფილმებზე კიდე ვინმეს უხსენებია “ჯიმი ჯიმი აჯა აჯა” და იქვე ჩავქოლავ :დ

    ეს სერიოზული ფილმი ჩანს ^^ ვიცოდი რომ მსგავსის გადაღების შნო ჰქონდათ ინდოელებს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s