ტაქსის მძღოლი 18+


– გამარჯობა

– გაგიმარჯოს

– დიდ დიღომში რამდენად წამიყვანთ?

– 10 ლარად

– რვად?

– კარგი, 9 იყოს

სუფთა და გაღუღუნებულ წითელ ტაქსში ვჯდები, მძღოლი ისეთი გაბარიტების იყო, ჭერს თავს ურტყამდა.

– ახლა გარეთ -2 გრადუსია, დიდ დიღომში ალბათ -3 ან -4 მაინც იქნება.

– უფ, კი, როგორ არა!

– აქ მუშაობთ თქვენ?

ისევ +18 სპექტაკლის შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და მოკლედ მოვჭერი: “დიახ, აქ ვმუშაობ”

პაუზა

– თუ საიდუმლო არ არის, რაზე მუშაობთ? – მორიდებით მკითხა მძღოლმა და გულმა მიგრძნო მინიმუმ 1 დიპლომიან ტაქსის მძღოლს ვესაუბრებოდი.

– თარჯიმანი ვარ

– ძალიან კარგი

აქ გამახსენდა, რა კარგად თარგმნიდა დათო გაბუნია სპექტაკლს, ალბათ უფრო კარგად ვიდრე წერდა და ალბათ იმაზე უფრო კარგად ვიდრე, რომელიმე პოლიტიკოსის ან კუტუნიოს თარჯიმანი გადათარგმნიდა – ზუსტად და სწორად.

– რა ენის თარჯიმანი ბრძანდებით?

– ინგლისურის

– მე ჩემს შვილს ვასწავლი ინგლისურს, მერე შემრცხვა, რომ არ ვიცოდი და მეც დავიწყე სწავლა, ჩემს ცოლთან ერთად.

– ძალიან კარგი (ისევ ვმეორდები გიგი დედალამაზიშვილივით)

– ამას წინათ, ორი მასწავლებელი დამემგზავრა, აი, უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანეს ისინი

– აჰა

– რა მაგარი იყო იცი (იცინის) ისინი ქართულად მელაპარაკებოდნენ, მე ინგლისურად, სამივე ვამტვრევდით.

– ვაააჰ, ვამბობ და გულში ვფიქრობ, რა მაგარია ინგლისურის მცოდნე ტაქსის მძღოლი (მაგრამ რად გინდა, მაინც ყველა ისე უყურებს ტაქსის მძღოლობას, როგორც დროებით სამუშაოს)

– სკულტე კარგია? – მეკითხება მძღოლი, სკულტე მაქვს, თავის აუდიოკასეტებით

– კი, საკმაოდ ნორმალურია თქვენთვის, კარგი და მარტივია დამწყებთათვის.

– კასეტები გავაციფრულე, ახლა მანქანაში ხმის გამაძლიერებელს ვიყიდი და აქ მოვუსმენ ხოლმე

ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, განა რა არის საოცარი ამაში, ინგლისურს სწავლობს, დარწმუნებული ვარ კბილებსაც იკეთებს. (აი, რა შუაშია?)

– ამას წინათ, ასეთი რამ შემემთხვა, ჩემთვის ვიდექი სვეტაფორთან, უკანა სარკეში ვხედავ, რომ ორი ქალბატონი, გააჩერებს ერთ ტაქსს, მეორე ტაქსს, მესამე ტაქსს, ყველა მიდის, ვიფიქრე რა ხდება, მივედი, თურმე ტურისტები იყვნენ ისრაელიდან და ერთი სიტყვა არ იცოდნენ ქართულად.

– ჯობია აქეთ ჩაუხვიოთ, შუქნიშნებს მაინც ავცდებით.

– ჰო, მართალი ხართ, შევყევი ლაპარაკს, სანაპიროთი ჯობია.

– კი, ნამდვილად

– ხოდა, მეკითხებიან ეს ქალები, OLD SHOP, OLD SHOP, ვიფიქრე ახლა, OLD ძველია, SHOP -მაღაზია, ხოდა ეგრევე მივხვდი რა, რო მშრალ ხიდზე უნდოდათ წასვლა, ეგ არ არის OLD? ხო ეგ არის? –  მეკითხება მძღოლი, სიცილით

– კარგად მიხვედრილხართ.

– ჰოდა, აი ასე მივიყვანე მშრალ ხიდზე, ასეთი კურიოზებიც ხდება ხოლმე, მაშ.

– ისე, სამხედრო ვარ, 16 წელი ვმსახურობდი და ახლა ტაქსის მძღოლი ვარ, ხოდა ინგლისურს ვსწავლობ ახლა, სულ ტაქსის მძღოლი ხომ არ ვიქნები.

ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით.

– აქ ხელმარცხნივ გამიჩერეთ თუ შეიძლება, ვეუბნები და 10 ლარიანს ვაწვდი

– ახლავე

– იყოს ხურდა არ მინდა

– ჰაჰაჰ, მადლობა და ისე, რომ იცოდე, საიდანაც წამოგიყვანე იქიდან აქამდე 15–20 კილომეტრია, მეუბნება მძღოლი.

– კი, ვიცი, მადლობა . . . ყოველდღე მანქანით დავდივარ

– აჰაჰ, კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ და მიდის.

P.S. არადა არ ვიყავი სამსახურში, მე რუსთაველზე არ ვმუშაობ, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ  სცენაზე, 18+ სპექტაკლზე ვიყავი, სადაც ვნახე კოცნები, ლიფიანი ძუძუები, ნიფხვიანი და უნიფხვო ჭუჭუები და. და რა, ა, ჰო, აკაპელა შესრულებული FEELINGS

Advertisements

14 comments on “ტაქსის მძღოლი 18+

    • გმირთა მოედანზე უხვევდა გაგარინით და პეკინით აპირებდა წასვლას, არადა სანაპიროზე ლაგუნასთან ჩაუხვევდა, სად არის ბევრი შუქნიშანი, ერთი ლაგუნასთან, ერთი შუაში და ერთიც ვეფხიდა მოყმის ძეგლთან არის 😀

      • აა, მეთქი ვეფხი და მოყმის ძეგლიდან წახვედით სანაპიროზე, ჩერეზ დიღმის მასივი და რამე.. როცა გელოვანით გამზირით უკეთესია :დ

  1. გამოხმაურება: ექსპერიმენტული შეხება (18 +) | არეული ბლოგი

  2. რავი, წერაშიც არა მიშავს 🙂

    პ.ს. ყველაზე მაგარი რეცენზიაა, რაც ამ სპექტაკლზე წამიკითხავს. არ ვხუმრობ. მადლობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s