Before and After


“გლეხი ისევე ყარდა, როგორც მღვდელი, ხელოსნის შეგირდი კი ისევე, როგორც ხელოსნის ცოლი. მთელი თავადაზნაურობა ყარდა, მეფეც კი ნადირივით ყარდა და დედოფალს ზამთარ–ზაფხულ ბებერი თხის სუნი უდიოდა. მე–18 საუკუნეში ბაქტერიების გამხრწნელი ზემოქმედების შეჩერება ჯერ კიდევ არ შეეძლოთ. ამგვარად არ არსებობდა ადამიანის რაიმე საქმიანობა – გინდ აღმშენებლური და გინდ დამანგრეველი, არ იყო არც ერთი გამოვლინება ახალჩასახული თუ მიმავალი ცხოვრებისა, ეს სიმყრალე თან რომ არ ხლებოდა”

პატრიკ ზიუსკინდი “სუნამო”  

რატომ გამახსენდა ეს პასაჟი არ ვიცი, მაგრამ იყოს წამძღვარებასავით, არ მიშლის ხელს.

2011 წლის 23 ნოემბერს გახლდით გამოფენაზე “გამქრალი თბილისი”, სადაც “Before/After” სტილში წარმოდგენილი იყო თბილისის ფოტოები – ანუ თბილისის სხვადასხვა შენობები გაქრობამდე და შემდეგ, გამოფენილ სურათებს გაოცებული ვათვალიერებდი, “აი ეს შენობა – მოიცა და ეს აღარ არის აქ?” ვერც კი წარმომედგინა თუ თვალსა და ხელშუა ასე სწრაფად ქრებოდნენ შენობები, ბევრი ადგილი ვიცანი, უფრო ბევრი ვერ ვიცანი იმდენად დიდი ხნის იყო. როგორც წესი, ასეთი შენობები შემოღობილია, აქა–იქ ხარაჩოებსაც დალანდავთ, თუმცა სინამდვილეში ის ნელ–ნელა ინგრევა, ნაცვლად იმისა, რომ ასევე ნელ–ნელა მისი რეკონსტრუქცია მოხდეს; ტიპიური პოზა, რაღაცის კეთების იმიჯი, აი დაახლოებით ისეთი, სტუმრად მისულს მზა ხაჭაპურით, რომ გიმასპინძლდებიან, მაგრამ ჰოლში თავზე ფქვილწაყრილი რომ შეგეგებებათ დამხვდური.

არა, აი რა მოხდება ერთ დღეს იტალიაში, რომ თქვან: “კოლიზეუმი მოძველდა, დავანგრიოთ და ახალი კოლიზეუმი ავაშენოთ, ხასხასა ფერებით . . .”

დღეს, გუდიაშვილის მოედნის ჯერია, მოედნის გარშემო მდებარე შენობების ბედი გაურკვეველია, უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საარაკო ავსტრიული პროექტი გამოჩნდა, რომელსაც მერიამ ფიცხელ უპასუხა და ფერად–ფერადი ნახატები გამოფინა თავის ვებ–გვერდზე – აი ასე გავაფერადებთ გუდიაშვილის მოედანსო, თუმცა რეალურად არაფერი, ნახატი ნახატად რჩება, ხოლო როდესაც საქმე დიდ ქალაქში ძველი, ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ეხება, საჭიროა შესაბამისი, დეტალური პროექტების წარმოდგენა, რასაც ორგანიზაცია “თბილისის ჰამქარი” ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

სიძველე ნიშნავს სიძველეს და არა თავიდან აშენებულ ახალ შენობებს, სიძველის ეფექტით! მარტივია, რომ გადახედოთ  სხვა ქალაქებს, ყველა მათგანში არის ქალაქი ქალაქში, ანუ ძველ, მსუბუქად რეკონსტრუირებულ ქალაქს, გარს არტყია ახალი და განვითარებული ქალაქი.

ეს არ არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, არც ახირება “მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია” არამედ ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.

როგორც ზემოთ ვახსენე, უკვე დიდი ხანია გუდიაშვილის მოედნის თემა ტრიალებს, თუმცა ჯერ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა დაიწყონ აღნიშნული შენობების გამაგრებითი/სარეკონსტრუქციო და არა დანგრევითი და ჩამოშლით სამუშაოები, როგორც სჩვევიათ ხოლმე (ლეონიძის ქ. 2).

გუდიაშვილის მოედნის გადარჩენის ფარგლებში, 15 იანვარს უკვე მესამე აქცია მოეწყო, სამივე აქციაზე გახლდით, ყოველ აქციაზე უფრო და უფრო მატულობს ხალხი, ბოლო აქცია კი განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო, თვითორგანიზების კვალობაზე შესანიშნავად ორგანიზებული, დაწყებული წიგნების და ფირფიტების გაყიდვით, დამთავრებული  პოეზიით, მუსიკით და როგორც იტყვიან და როგორც სინამდვილეში იყო, აქციას დედის რძეც რომ არ აკლდა ისე!

 პ.ს. 29–ში გელით ისევ, რათა ერთხელაც, აქვე, ახლო მომავალში არ მოვხვდეთ გამოფენაზე “გამქრალი თბილისი” და არ ვნახოთ “Before/After” ფოტო წარწერით, “აქ იყო გუდიაშვილის სკვერი”, ქვეშ კი ფოტო მიწისქვეშა პარკინგით და მიწისზედა შუშაბანდით.

2006–2008წწ 

2006–2011 (ლერმონტოვის ქ. 8)

(c) Litterator’s Blog

სხვა ფოტოები იხილეთ აქ .

Advertisements

3 comments on “Before and After

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s