მარკ ტვენი – 176


“ტომ სოიერის თავგადასავალი” – ამ წიგნით ვცდილობდი თანატოლი მეზობელი ბავშვისთვის კითხვა შემეყვარებინა, რატომღაც მეგონა, როგორც მე შემიყვარდა სკოლის პერიოდში სამჯერ წაკითხული წიგნი, ისე შევძლებდი ანალოგიური გადამეცა მისთვისაც. არაფერი გამოვიდა, ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

საბავშვო წიგნი, საბავშვო საკითხავი, დღემდე ასეთად აღიქმება ეს წიგნი, თუმცა დრო გავა და ბავშვობაში წაკითხული წიგნების ხელახლა წაკითხვა გიწევს უნივერსიტეტში და შესაბამისად აღქმაც სხვანაირია.
XIX საუკუნის 60–იან წლებისთვის ამერიკულ ლიტერატურაში რომანტიზმის ნახევარსაუკონოვანი ბატონობა დასრულდა. ამერიკულ ლიტერატურულ ისტორიაში ახალი  – რეალიზმის ერა დაიწყო .
ამერიკული რეალიზმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი მარტო რომანტიზმისგან არ აღმოცენებულა, მის ფორმირებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ხალხურმა ზეპირმა შემოქმედებამ, აფროამერიკელების და ფრონტიერების ფოლკლორმა, იუმორისტულმა თქმულებებმა.
ასეთია იმ რეალიზმის ზოგადი თავისებურებები, რომელმაც ასახა ამერიკული ყოფა–ცხოვრება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.
მარკ ტვენი კრიტიკული რეალიზმის ერთ–ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. იგი 12 წლის დაობლდა, შემდეგ სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად, სადაც ჯამაგირს არ აძლევდნენ, მხოლოდ საჭმელს და ძველ ტანსაცმელს. მომავალმა მწერალმა ბევრი ხელობა გამოიცვალა, ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მდინარე მისისიპის სანაოსნო გემებზე ლოცმანობა იყო, ამ დროისთვის სემუელ კლემენსი უბის წიგნაკში ინიშნავდა ყველაფერს, რასაც ისმენდა სკეტჩებს, გამონათქვამებს, ამბებს, თუმცა მწერლობაზე მაშინ არ ფიქრობდა.
დაახლოებით 30 წლის ასაკში, მარკ ტვენი აქვეყნებს პირველ მოთხრობას “მხტუნავი ბაყაყი”, რაც თავად ავტორს დიდად არ მოსწონდა და სწყინდა, რომ ხალხმა აღტაცებით მიიღო. გავიდა თითქმის 10 წელი და 1876 წელს გამოცემულმა წიგნმა მას ნამდვილი მწერლის სახელი მოუტანა. ეს იყო ‘ტომ სოიერის თავგადასავალი”, ასეთი პოპულარულობა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ცნობილი რომანის შემდეგ არცერთ წიგნს არ ღირსებია.
მთელი წიგნი გაჯერებულია ავტორისეული იუმორით, რაც თითქმის ანელებს იმ სოციალურ სიმძაფრეს, რაც “ტომ სოიერში” იგრძნობა და რითაც 10 წლის შემდეგ დაწერილი ‘ჰეკლბერი ფინია” გამსჭვალული.
ამ ათ წლიან ინტერვალში მარკ ტვენის მსოფლმხედველობა უფრო ჩამოყალიბდა, მის კალამს მეტი პოლიტიკური სიმძაფრე შეემატა და თუ “ტომ სოიერი” გარეგნულად მაინც უწყინარი, ყოველგვარი პოლიტიკისგან განზე მდგარი ნაწარმოები ჩანს, რომანში “ჰეკლბერი ფინი”, უკვე გულუბრყვილო მკითხველისთვისაც თვალშისაცემია ავტორის აშკარა მიდრეკილება, პოლიტიკური და სოციალური სიმძაფრე, არსებული მდგომარეობის მხილება და სასტიკი კრიტიკა. შემთხვევითი არ არის, რომ ოფიციალური წრეები მეორე ნაწარმოებს ასე აღტაცებით აღარ შეხვდნენ, გაილაშქრეს კიდეც მის წინააღმდეგ.
აშკარად შეიგრძნეს, რომ ეს აღარ იყო უწყინარი ხუმრობა, ამჯერად ავტორი დაუნდობლად გამოდიოდა რასობრივი დისკრიმინაციისა და ყოველგვარი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ის ცალკეული მანკიერებები, რომელიც “ტომ სოიერში” რბილად და შეფარვით იყო ნაჩვენები, 10 წლის შემდეგ მთელი სიშიშვლით და პირდაპირობით გამოააშკარავა მწერალმა.
გაკრიტიკებულია აღზრდის მანკიერი წესი (მაგალითად, როდესაც ტომი სკოლას ციხეს ადარებს); არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტვენის ისტორიულ ნაწარმოებებში დაგმობილია წარსულის იდეალიზაცია, რაც უოლტერ სკოტიდან მოყოლებული მოდად იყო ქცეული და ასევე მწარედ დასცინის და აკრიტიკებს ცხოვრების ყალბ რომანტიზაციას და სენტიმენტალიზმს.
მ. ტვენის მოთხრობა–ზღაპარი “უფლისწული და მათხოვარი” აგებულია ისტორიულ მასალაზე. მისი სატირა, რომელიც ერთი შეხედვით წარსულისკენ არის მიმართული, სინამდვილეში ეხმიანება მის თანამედროვეობას. მწერალს ამით სურდა ეჩვენებინა ნამდვილი სახე და მნიშვნელობა მეტისმეტად მძიმე კანონებისა. მწერალმა შუასაუკუნეების ინგლისში მისი თანამედროვე ამერიკა შეიცნო, როგორც ინგლისელი, ისე ამერიკელი მუშებისათვის ექსპლუატატორებმა სისხლიანი კანონები შეიმუშავეს. ზღაპრულმა ფორმამ მწერალს საშუალება მისცა ესაუბრა ყველაზე მწვავე, აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემებზე.
ტომ კენტი რომანში სამართლიანი ახალგაზრდა მმართველია, რომელიც გმობს სისხლიან კანონებს და ორგანულად დაკავშირებულია ხალხთან. რომანის სტრუქტურა და შინაარსი ემსახურება ერთ ძირითად იდეას, რომ მმართველი ძალა დაკავშირებული უნდა იყოს ხალხთან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მას არსებობის უფლება და არ გადაიზრდება დესპოტიზმსა და ტირანიაში.
ტომ კენტი სიღარიბის უფლისწული ხდება სახელმწიფო მმართველი და კარგადაც ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, მერე რა რომ სახელმწიფო ბეჭდის მნიშვნელობა არ იცის და მხოლოდ კაკლის დასამტვრევად იყენებს. გარდა ამისა ნაწარმოებში კარგად არის აღწერილი ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიდუხჭირე, დაბალი კლასების უძლურება, ჩაგვრა, მაღალი კრიმონოგენური მდგომარეობა.
თითქმის არ დარჩენილა, იმ დროინდელი ცხოვრების არცერთი მანკიერი მხარე, რაც ტვენს არ გაეკრიტიკებინოს, მაგრამ თვითონ მაინც არ მიაჩნდა საკმარისად ეს კრიტიკა და უფრო მეტის მოსურნე იყო.
მისი ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ნაწარმოები “ავტობიოგრაფია”, ასე იწყება: “ამ ავტობიოგრაფიას, რომ ვწერ, ერთი წუთითაც არ მავიწყდება, რომ სამარიდან გელაპარაკებით. ეს ნამდვილად ასეა:  წიგნი რომ გამოვა, მე ცოცხალი აღარ ვიქნები, მირჩევნია მკვდარმა ვილაპარაკო, ვიდრე ცოცხალმა, მეტად სერიოზული მიზეზის გამო: სამარეში უფრო გულახდილი ვიქნები.”

Advertisements

2 comments on “მარკ ტვენი – 176

  1. მეც ვიფიქრე პოსტის დაეწერა, მაგრამ მარქ თვეინს დავარქმევდი და ვერვინ მოხვდებოდა ვიზეა პოსტი… ჰოდა გადავიფიქრე.
    არადა მთელი ამერიკული ლიტერატურა მის მხრებზე დგას, თუ ფოლქნერს დავუჯერებთ.
    ისე სოიერს ფინი მირჩევნია. და უფრო გვიანაც წავიკითხე.

    აი ეს ტერმინი კრიტიკული რეალიზმი კი არ მომეონს 🙂
    Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s