მცნება V – მოიპარე


მცნება V -არაფერია ორიგინალური

მოიპარე ყველაფერი რაც გაამძაფრებს შენს შთაგონებას და ასაზრდოებს შენს ფანტაზიას. აიღე ძველი თუ ახალი ფილმებიდან, მუსიკიდან, წიგნებიდან, ნახატებიდან, ფოტოებიდან, პოემებიდან, სიზმრებიდან, ყოველდღიური საუბრებიდან, არქიტექტურიდან, ხიდებიდან, ხეებიდან, ღრუბლებიდან, წყლიდან, სინათლიდან და ჩრდილებიდან.  მოსაპარად აირჩიე მხოლოდ ის, რაც პირდაპირ ეხმაურება შენს შინაგან სამყაროს.  თუ ამას გონივრულად გააკეთებ, შენი ქმნილება (და ნაქურდალი) ჭეშმარიტი იქნება; ჭეშმარიტება კი ფასდაუდებელია; ორიგინალურობა არ არსებობს. და ნუ შეგვაწყენ თავს ქურდობის შენიღბვით  – უბრალოდ ისიამოვნე ისე, თითქოს შენი შექმნილია.  და არასოდეს დაგავიწყდეთ ჟან ლუი გოდარის სიტყვები: “მნიშვნელოვანია არა ის თუ საიდან მოგაქვს, არამედ ის თუ საით მიგაქვს”

ჯიმ ჯარმუში, 2004 წელი 

ამ თარგმანის შთაგონების წყარო 😀

მაგრამ მოპარვაც არის და მოპარვაც, რაზეც ჯარმუში საუბრობს ეს სხვა სახის მოპარვაა, მოიპარე, გადაამუშავე და შენებური ხედვით, შენი რაკურსით წარმოადგინე, დაგვანახე რაღაც ახალი კუთხით და არ გვაგრძნობინო რომ ეს მოპარულია, რომ ეს ზუსტი ასლია ერთი ერთში.

იდეების დამთხვევა, რომ დავიძინეთ ორივეს ერთნაირი სიზმარი გვესიზმრა და დილით რატომღაც ორივემ ჩაი დავლიეთ, სხვა თემაა და ამას მე ვერ განვიხილავ აქ.

ფილმებშიც, კლიპებშიც, რეკლამებშიც შეიძლება დაემთხვეს კიდეც ბევრი რამ, თითქმის ყველა ექშენ ტიპის ფილმში ერთი ტყვიით კვდება მოწინააღმდეგე და არცერთი ტყვიით ის ვისკენაც მაყურებლები ვართ, თითქმის ყველგან გაქანებული მატარებლიდან ან მანქანიდან მეორე მატარებელში ან მანქანში ვიღაც ხტება, და ასე შემდეგ, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

განსხვავება მათ შორის კი სწორედ, რაც ზემოთ აღვნიშნე განსხვავებული ხედვაა, განსხავებული დადგმა, მიდგომა . . . იდეა შეიძლება და ხშირად ასეც არის რომ ერთნაირია. აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ.

კარგ მაგალითად გამოდგება ფილმის “выкрутасы” შემთხვევა; ვინც ვნახეთ ყველას ერთსულოვნად გაგვახსენდა ქართული ფილმი “ფეოლა” და არც შევცდით; ფილმის გადაღების დაწყებამდე რეჟისორ გაბრიაძეს მოლაპარაკებები ჰქონდა ქართულ მხარესთან სცენარის შესყიდვასთან დაკავშირებით. მოლაპარაკება ვერ შედგა (ზუსტი მიზეზი არ ვიცი) და იდეა უბრალოდ წაიღეს და ისე წაიღეს, რომ ვერაფერს მოედავები, შესანიშნავად შეფუთეს და გააკეთეს ფილმი, რომელმაც მარტის მდგომარეობით $12,391,856 მოიტანა.

მე არ ვცდილობ გავამართლო ამ რეკლამების შემსრულებლები, პირიქით, თუ კი არის და აქვთ იმის ტექნიკური შესაძლებლობა რომ ასეთი კარგი ხარისხის რეკლამები შეასრულონ, თუნდაც ზუსტი ასლი, რომელიც მასებზე მუშაობს, რატომ გაუჭირდათ იდეის ფორმირება/ტრანსფორმირება და რატომ არ ექცევა სათანადო ყურადღება რეჟისურას.

მაგრამ დამკვეთმაც ხომ უნდა მოითხოვოს? თუ კი დამკვეთი ზუსტი კოპირების შემთხვევაშიც იხდის ფულს, მაშინ დამეთანხმებით, რომ ზედმეტ ჭმუნვებზე და იდეების ტრანსფორმირებაზე თავს არავინ შეიწუხებს.  ეს არის და ეს.

Advertisements

7 comments on “მცნება V – მოიპარე

  1. გულისამრევია. მე პირადად სონი ბრავიას რეკლამა არ მქონდა ნანახი და საქართველოს ბანკის ეს ფერადი ვიდეო ძალიან მომწონდა. ვიფიქრე, არიქა დაიწყეს მაღალი გარჩევადობის რეკლამების გადაღება–მეთქი. მაგრამ… : (

    ვიღაც ამბობდა, დაკვეთა ხშირ შემთხვევაში ასლის გაკეთება არისო.

    ვღელავ ამ თემაზე. მე მაპატიეთ. რეკლამის თემა ჩემთვის მნიშვნელოვანია. : )

    • ანუ მეც მაგაზე მაქვს აქცენტი რომ ტექნიკურად აქვთ შესაძლებლობა მაღალი ხარისხის რეკლამები გადაიღონ, მაგრამ აკეთებენ ზუსტ ასლს, დაკვეთის შესრულებაც ამასთან ასოცირდება მათთვის ალბათ.

  2. მცნება მეშვიდე – არა იპარო.. მეხუთე სხვა არის, თუ შენ რა იგულისხმე უკვე აღარ ვიცი : (

    ისე, ამ რეკლამებს რომ ვუყურებ, ზოგ მომენტებზე გავბრაზდი. რა ვქნა, ზუსტი კოპიოები არ მიყვარს, თუ გადაიღე, ისე მაინც გადაიღე, რომ რამე შენი ჩაამატო, თორე მასე გამოდის სერიული წარმოება : (
    პ.ს. ბოლო რეკლამას რაც შეეხება, საქ ბანკის, აი პირველადვე რომ ვნახე, გულმა მითხრა რომ ქართული არ იყო, უბრალოდ ხმა ექნება თქო ქართული დადებული.. აი ასეც ვიცოდი რა… ვიცოდი რო მოპარული იყო.. :/

  3. როცა ეს ვნახე, პირველ რიგში იმით დავინტერესდი, იცოდნენ თუ არა დამკვეთებმა ეს ამბავი. როგორც მითხრეს იცოდნენ და დიდ უხერხულობასაც ვერ ხედავენ ამაში.
    არის სხვა პრობლემაც, ხშირად დამკვეთი ეუბნება რეჟისორს, რომ „აი ასეთი კლიპი უნდა” და თუ პირდაპირ პლაგიატთან გვაქვს საქმე, მაშნაც კი არ იბერტყავენ ყურს.
    მაინც არ უნდა გააკეთო, არა აქვს გამართლება პლაგიატს.

    • რა თქმა უნდა პლაგიატი ტეხავს. და დამკვეთი შესაძლოა ეუბნება კიდეც, მაგრამ რეჟისორი ვიღაცის ტაკიტუკზე რომ იწყებს მუშაობს, იქ ვეღარ მიიღება სათანადო პროდუქტი.
      მე ისიც ვერ დავადგინე ქართველი რეჟისორები აკეთებენ თუ არა ამას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s