უახლესი ფორმაციის ჟურნალისტის იდეალი


„იდეალურ ჟურნალისტს, როგორც კარგ ვირს, შეუძლია ყურები გააპარტყუნოს, როცა ზურგს უკან შოლტის ხმა ესმის. საჭიროა მას ჰქონდეს ძაღლის ყნოსვა, რომ დროზე აიღოს გეში, საიდან მოდის შემწვარ–მოხრაკულის სუნი, ჰქონდეს ფოცხვერის თვალი, რომ მყის დალანდოს, ვინ ეცილება ლუკმაში, ან ვინ შეიძლება შეეცილოს; თხუნელასავით მოიმკვდარუნოს თავი, როცა საფრთხე ემუქრება;  იაროს ისეთი ცვალებადი და უხმაურო ნაბიჯით, რომ ვერავინ შეამჩნიოს, რა ღრმად შეტოპა;

თუ იდეალურ ჟურნალისტს ეტყვიან, ღრმად შეგიტოპავსო, საჭიროა, მან კიბორჩხალასავით, ცხრაფეხასავით დაიხიოს უკან. ამისთვის უნდა იცოდეს გველივით სრიალი, ხვლიკივით იცვლიდეს კანს შესაფერ დროსა და ადგილზე . . .

ვინ მიაღწია ჩვენში ჟურნალისტის ამ იდეალს?

თუ ნამუსზე ხელს არ ავიღებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ  აღწერილ ნიშნებს ყველაზე მეტად უახლოვდებიან მხოლოდ ორნი „მოსკოვსკიე ვედომოსტი“ და „ნოვოე ვრემიას“ პატრონები. მხოლოდ ერთი უნარი აკლია „მოს.ვედ“-ს  . . ., რაც სამაგიეროდ აქვს „ნოვოე ვრემიას“: მაიმუნობის უნარი, – მხიარული იერი მისცეს ყველაზე ბილწ, საზიზღარ ამბებს.“

 ————————

 ეს გახლავთ ამონარიდი სატირულ-იუმორისტული ჟურნალიდან, ამ და სხვა ანალოგიურ მასალებს 1882 წელს, საცენზურო კომიტეტმა, საგანგებო პოლიტიკური მოსაზრებით კონფისკაცია გაუკეთა.

რევოლუციამდელ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივად მონათლული მსჯავრდებული სატირა დღის სინათლეზე გამოვიდა დაახლოებით 88 წლის შემდეგ გ. ნიშნიანიძის  კრებულში ‘სიცილის არქივიდან“.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დღეს გამართულ პრესკონფერენციას სხვა ვერაფერი მივუსადაგე, გარდა თითქმის 130 წლის წინანდელი ამონარიდისა.

 პ.ს. „მოსკოვსკიე ვედომოსტი“ და „ნოვოე ვრემიას“  ნაცვლად ნებისმიერი ქართული მედია საშუალება ტექსტისთვის მორგებადი და ხრახნვადია.

Advertisements

3 comments on “უახლესი ფორმაციის ჟურნალისტის იდეალი

  1. თხუნელა თავს იმკვდარუნებს? ჰმ…
    ამაზე ის გამახსენდა, ელიზბარ ჯაველიძემ რომ თქვა თახვები თავს ისაჭურისებენ და საკუთარ ასოს მტერს ესვრიანო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s