მამლის ყივილამდე


დილა ან მამლის ყივილით ან რომელიმე მეზობლის ვირის ყროყინით იწყება, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც ბაბო ლოგინიდან დიდი ხნის ამდგარია, წყაროდან ორი გზობა წყალი ჩამოტანილი აქვს და ეზოში ფაციფუცობს. ეზოს შემდეგ, სახლს მიადგება, ჯერ ერთი ოთახი, მერე მეორე, მესამე, შემდეგ მეორე სართულს აუყვება ნელი ნაბიჯით და ბუტბუტით, თუ რის გაკეთებას აპირებს, რომელ აბლაბუდას მოხსნის და რომელ ფარდას გარეცხავს პირველ რიგში, ბოლოს კი გემრიელ ლუკმად უზარმაზარ შემოსასვლელს იტოვებს მოსარეცხად. წყალი კი უკვე მრავალგზის ჩამოტანილი აქცს წყაროდან.  ეზოში ხომ წყალი თითქმის არასოდეს მოდის, არც არავის სთხოვს დახმარებას, სულ უნდა ყველაფერი თვითონ გააკეთოს ჯიუტად. ასე სიჯიუტით გაახარა ერთადერთი ლიმონის ხეც, დიდ მწვანე ქვაბში ჩარგული, რამდენჯერ ვუთხარით არ იხარებს თქო,  იმდენჯერ უფრო გაჯიუტდა, ზამთრობით შეფუთავს და შეაქვს ხოლმე იმოდენა მიწით სავსე ქვაბი მარანში, ზაფხულობით ისევ გამოაქვს, ჩვენ კი როცა ვსტუმრობთ ყოველთვის გვხვდება ლიმონიანი ჩაი.

ვნერვიულობდით როცა პაპა გარდაიცვალა, როგორ შეძლებდა მარტო ცხოვრებას, ამ ყველაფრის მიხედვას, შეძლო და თან როგორ, დიდი სიჯიუტით, ვინ თქვა მარტოობას დეპრესია მოაქვს, მხოლოდ დიდი სიჯიუტე და იმუნიტეტი, გააკეთო უფრო მეტი ვიდრე აქამდე შეგეძლო ან ვიდრე აქამდე აკეთებდი, იყო უფრო ძლიერი, მერე რა რომ წლები გემატება და „ძალა გელევა“, ამ სიჯიუტით, ყოველთვის რა დროსაც არ უნდა ვესტუმრო ბაბოს მხვდება გაწკრიალებული სახლი, ცხელი კერძი, წყლით სავსე სათლები, დახუნძლული ვენახი, ბაღჩაში ქორფა მწვანილები და გარშემო რა თქმა უნდა ბაბოს საყვარელი ვარდისფერი ვარდები.

ამ ყველაფრის შემყურე ვხვდები ერთ რამეს, ეს ადამიანი იყენებს ყველაფერს რაც აქვს, უფრო მეტიც, იყენებს იმას რაც არ აქვს და იმასაც, რაც ექნებოდა კიდევ სამჯერ 85 წლის განმავლობაში რომ ეცხოვრა.

Advertisements

8 comments on “მამლის ყივილამდე

  1. ბებიები და ბაბუები ზოგადად ძალიან მევასებიან. იმდენი რამის მოყოლა შეუძლიათ… და ბევრ ახალგაზრდაზე გაცილებით შრომისმოყვარეებიც არიან, ჩემდასამწუხაროდ :დ :დ

      • მეეეც ეგრე ვარ…

        მაგრამ მისგან ნასწავლი ბევრი რამე გამომადგა, ფაქტიურად ჩემი საქმე თუ რამე გამომივიდა მასთან მთაში გატარებული დროის დამსახურებაა და შემდეგ უკვე მამაჩემის.

  2. ბებიაჩემიც მაგიჟებდა ხოლმე :/
    მთელს სოფელში 3 ადამიანი რჩებოდა ხოლმე ზამთარში და ისიც ერთერთი იმათგანი იყო და სულ მარტო უვლიდა თავს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s