ქოსატყუილების და უდარდელების სამეფო


დღეს სახლში გახლდით და ორჯერ მომიხდა იმედზე, ქრონიკის ხან მოსმენა და ხან ყურება, ყურება იმ მომენტში, როდესაც ისეთი რაღაცეები გესმის, რომ საკუთარ ყურებს აღარ უჯერებ.

ორივე გამოშვება დაიწყო ცეცხლით და ნავთით, თუ რა ხდება ევროპაში, როგორი გლობალური ფინანსური კრიზისია, როგორ ამტვრევენ, ამსხვრევენ, ხალხს იჭერენ, სამსახურიდან უშვებენ, ხელფასებს უქვითავენ, შენობები დაწვეს და მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო აქციები, იტალიაში, აშშ-ში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში,  ესპანეთში და ა.შ.

ამის შემდეგ უმალ გადავდივართ ადგილობრივ ნიუსზე, საიდანაც ვიგებთ, რომ რუსთავში რუსთავ ქალაქობას აღვნიშნავთ, ვჭამთ, ვსვამთ და ვმღერით, მცხეთაში ღვინის და კულინარიის ფესტივალია, აქაც ვჭამთ, ვსვამთ და ვმღერით, შარდენზე ჩაის ფესტივალია, სადაც მხოლოდ ვსვამთ და ვფსამთ.

მაგრამ მთავარი ჭამა, სმა და ღრეობა კი არ არის, მთავარია რომ გვაქვს ციგურები და საციგურაო მოედანი, როგორც მინისტრმა თქვა მოვკრიფეთ 150 ათასი ტონა ყურძენი, რომლის 40 პროცენტი დაიწურა, ხოლო დანარჩენი წავიდა ხილად (!) გლეხმა დიდი შემოსავალი მიიღო დაკრეფილი ყურძნის საშუალებით და ისინი მომავალ წლამდე უზრუნველყოფილი იქნებიან. ამას ალბათ მხოლოდ ის ადამიანი თუ იტყვის ვინც კახეთში და უშუალოდ ვენახში მხოლოდ ფოტო და ვიდეორეპორტაჟის გასაკეთებლად სტუმრობს. არადა, მთელ გზაზე, რაც სოფლისკენ მივდიოდით, ადგილობრივი მაცხოვრებლები იდგნენ გარეთ და ელოდებოდნენ კლიენტურას ანუ კერძო პირებს, რომლებიც ისურვებდნენ მათი ყურძნის შეძენას და შესაბამისად მოკრეფას. სხვა შემთხვევაში ისინი ყურძენს ვერ კრეფდნენ, ვინაიდან არ იცოდნენ სად წაეღოთ ტონობით ყურძენი. ვინმე ჭკვიანი იტყვის, სახლისთვის დაეწურათო, კი მაგრამ სახლისთვის რამდენი უნდა დაწურონ? 5, 10, 15 და ა.შ. ტონა? ეს აბსურდია. რა თქმა უნდა მსგავსს ვერაფერს მოისმენთ საინფორმაციო საშუალებებით, ვერც იმას თუ როგორ გადაწყვიტეს საპარკეტე კაკლის ხეების დარგვა და პარკეტის წარმოების განვითარება იმ ადგილზე, სადაც ძირიდან თხემამდე მესაქონლეობა არის განვითარებული. არასოდეს არ ხდება ამ და სხვა ანალოგიური პრობლემების გაშუქება.

არა უშავს მთავარია ღვინო იყოს, კი იქნება იმდენი მოსავალი მოვიდა და მთელი წელი შეგვიძლია ჩვენც ჩავიხრჩოთ და სხვაც ჩავახრჩოთ ღვინოში, ცხოვრება ხომ ასე დუღს და გადმოდუღს, მერე რა რომ მხოლოდ ოთხკუთხედ ყუთში.

იტალიელები, ამერიკელები,  ბერძნები, ინგლისელები, ესპანელები და არა მხოლოდ, თუ უყურებენ ქრონიკას ან კურიერს შეიძლება აქ ჩამოვიდნენ, მშვიდ გარემოშიც იცხოვრონ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში; იქნებ როგორმე შეავსონ სასტუმროები, მაგრამ ექნებათ კი იმ უმუშევარ ან დაბალშემოსავლიან უცხოელებს ასეთი ფეშენებელური სასტუმროების ფული? რას შეგვწვდებიან ეგენი ჩვენ, მაგრამ აბა რა ჰგონიათ, გასაბრწყინებელ ივერიაში ცხოვრება და თან 5 ვარსკლავიან სასტუმროში, მუქთი ხომ არ იქნება?

Advertisements

5 comments on “ქოსატყუილების და უდარდელების სამეფო

  1. რამდენიმე დღის წინ ისეთი მეგობარი მიმტკიცებდა, ყველაფერი კარგად არისო, რომელმაც ბოლო 7 წელია გადამაყოლა 2003-ში წვიმაში დგომას შევარდნაძის გადასაგდებად და თავის წამოტკივებაზეც კი მაგას მახსენებდა.

    მოქმედებს ეგ შენი ცისფერი ყუთი და შ… თუ გინდა.

  2. ხანდახან მეც მიწევს სამსახურში წასვლამდე ქართული ჟურალისტიკის ორი უდიდესი და უდიადესი წარმომადგენლიდან (ნოდარ მელაძე, თამთა სანიკიძე) ერთერთის მოსმენა. მთლიანად, “ქრონიკის” საოცარი გუნდის საოცარი დაგვირგვინება არიან ეს წამყვანები. მეეჭვება, თვითონ მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრებიც კი ისეთივე გულმოდგინებით ადევნებდნენ თვალყურს მის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრულ სასამართლო პროცესს, ვიდრე ესენი. რასელისეული იაღოვაც კი არ ამბობს ეგეთ ხოხმა რამეებს, ესენი რო ამბობენ, დაიქცა და გაცამტვერდა მთელი მაღალგანვითარებული სამყარო, წაიღო ევროპა და ამერიკა ნაირნაირმა კატაკლიზმებმა, სიძვირემ, ნავთობის დეფიციტმა… მოკლედ, “ქრონიკა” ამბობს, რაღა ჩემ ფეხებს ელოდებით, გაახილეთ თვალები, საქართველო უკვე გაბრწყინდაოოო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s