ღია პოსტი ბიძინას


თქვენი არ ვიცი და მე ცოტა არ იყოს გული დამწყდა, ჩემს ერთ მეგობარს თუ ვენდობი, თითქმის 18 გვერდიანი (!!!) წერილი წავიკითხე და არცერთი სიტყვა ქართველ ბლოგერებზე და ბლოგოსფეროზე!

არც ლანძღვა, არც ჭკუის დარიგება, ბლოგის ყიდვას და საუკეთესო (?) ბლოგერების შემოკრებას ვინ ჩივის!

მაგრამ წყენას გულში ხომ არ ჩავიდებ, ეს რა ბლოგერის საკადრისია (!)

ყველაფერს ბიძინა ხომ არ შემოგვთავაზებს?

ერთხელ ჩვენც ხომ უნდა შევთავაზოთ რამე?

ან ხომ არ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ? იყიდე-გაყიდე, რა ქარვასლაა?

ჰოდა ასე, ბატონ ბიძინას სრულიად უსასყიდლოდ (a.k.a უსასყიდლოდ!!!) ვთავაზობთ ღია წერილების პორტალი – letters.ge , სადაც განთავსდება მისი ღია თუ დახურული წერილები, ასევე მისი წერილების ადრესატების, დუელანტების თუ ტრუბადურების საპასუხო პასკვილები . . .

წერილები მოხშირდა, მოცულობაც ნელ–ნელა იზრდება, პუბლიკა “нехватка”-შია და თვალებდაჭყეტილი ელოდება მორიგ წერილს, ან იქნებ რომანს . . .

ჯერჯერობით ერთი დადებითი თვისება აქვს ამ წერილებს, კითხვა დაიწყო ხალხმა!! ზოგმა ფიქრიც! დააკვირდით როგორ შემოგვაპარა, ჯერ პატარა წერილი, მერე ცოტა გაზარდა მოცულობა, მერე ცოტა კიდევ, ნელ–ნელა წიგნებზეც გადავა ხალხი ალბათ.

თქვენი არ ვიცი და მე ბევრი ვიფიქრე სად წაგვეღო ამდენი წერილები, წაკითხვისთანავე დაწვი ან გაუგზავნე 15 მეგობარს აქ არ გამოგვადგება.

ამიტომ ასეთი რამე მოვიფიქრე, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით, ერთად განვახორციელოთ ქართული ოცნება.

ტრადიციას არ დავარღვევ და მეც ამ სურათს დავურთავ 🙂

Advertisements

25 comments on “ღია პოსტი ბიძინას

  1. დაკვირვებით არ წაგიკითხავს თამო ეგ წერილი მანდაც ახსენა . ამ რამდენიმე წლის წინ კაი სქელი წიგნია გამოსული სადაც ჰაგიოგრაფიულადაა აღწერილი “საქმენი საგმირონი ბიძინასაი”

  2. …ბლოგერები თორემ რაიმე საქმეს აკეთებთ რა რომელიმე ლაყბობის გარდა…რაიმე რეალურის გაკეთება რომ დაგჭირდეთ და მოგთხოვონ ქვეყნისთვის ალბათ ჩაიფსამთ და აქ კიდევ ვითომ დიდი გმირები ხართ და არჩევთ ბიძინას …ჰო არის “საგმირო” საქმეები ზუსტადაც, ყოველ შემთხვევაში სხვა ნებისმიერი თანამედროვე ქართველთან შედარებით…

    • რეალური არ უნდა “მოგვთხოვონ” რეალურის გაკეთების სურვილი უნდა გაუჩნდეს ადამიანიას ბუნებრივად (ეს ისე სხვათაშორის) ამ ლოგიკით მოცემულ მომენტში მთელი ერი ჩაფსმულია (ესეც სხვათაშორის)

      ბლოგერის მნიშვნელობაც განვმარტო? 🙂

  3. არ წამიკითხავს ეგ წერილი. რჩეული ადგილები მოვისმინე და იქედან დავასკვენი რომ ბლოგოსგერო დაგვაიგნორა. 🙂
    ჰოდა… მე უფრო სიურეალისტური სცენარი მქონდა… ბიძინა და ბლოგოსფეროზე პოსტიც დავწერე კინაღამ, მაგრამ დამეზარა…

  4. რა ტვინი გატყანით ამ ბიძინათი კი არა და ჰო 🙂
    ბლოგერებისთვის და ცუკერბერგისთვის არ დაუწერია ეგ, მასებისთვისაა დაწერილი. საქართველოს მოსახლეობიდან 1000 კაცს ვერც ისე დააბოლებს შენი V for Vendetta მიმართვა.

    პ.ს. ისე, კარგი რამეები ილაპარაკა. საღოლ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s