ღმერთები და არქეოლოგები


არქეოლოგიაზე ორი რამე მახსენდება, პირველი, ბავშვობაში, სოფელში ახალ კარტოფილს როგორ ვიღებდი და სათითაოდ, ფრთხილად, მოპარული კოსმეტიკური ფუნჯით როგორ ვასუფთავდებდი და მეორე, კერამის წიგნი, “ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები”.

ალბათ ყველა არქეოლოგი დამწყები თუ გამოცდილი ოცნებობს მოხვდეს ამ ადგილზე, ან არა მხოლოდ არქეოლოგი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია და გატაცებულია მითოლოგიით, ანტიკური ხანით და არც არის გასაკვირი, ხმელთაშუა ზღვის და პამფილიის რეგიონში მიწის ზემოთ ახლა უკვე ნანგრევების სახით თუ მიწის ქვემოთ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი რამდენიმე ანტიკური ქალაქი მდებარეობს.  შესაბამისად რაც უკვე, პერგეს, პატარას, მირას, ასპენდოსის და ა.შ. გათხრების შედეგად მოპოვებულია სწორედ ანტალიის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში არის დაცული, რომელიც მოიცავს 13 საგამოფენო დარბაზს. ამ დარბაზებში 5000–ზე მეტი ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი, ხოლო დაახლოებით 25000–30000 მუზეუმის საცავებში ინახება.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმ დროისთვის მოპოვებული საგანძური საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან იტალიელებმა, რომლებსაც იმ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდათ ანატოლიის ტერიტორია, მოისურვეს არქეოლოგიური ნიმუშების იტალიაში გატანა. თუმცა გამოჩენილმა თურქმა მხატვარმა და არქეოლოგმა – ოსმან ჰამდი ბეიმ,  თავი აღნიშნული საგანძურის დამცველად, კურატორად გამოაცხადა და იგი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელიც შეეცადა მუზეუმის დაარსებას, ჯერ ალაადინის მეჩეთში, მოგვიანებით ივლი მეჩეთში; ამ ადამიანის დაარსებულია ასევე ანტალიის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც;

საბოლოოდ, მუზეუმი დღევანდელი სახით 1985 წლამდე არ გახსნილა, მუდმივი სამუშაოების, რესტავრაციების და ცვლილებების გამო.

დარბაზი ბავშვებისთვის 

1883 წელი, ოსმან ჰამდი ბეი, არქეოლოგიური გათხრები ნემრუთში, ზევსის ქანდაკების თავი 

ქანდაკებების დარბაზი

სარკოფაგების დარბაზი

 

სხვა ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე 🙂  

Advertisements

10 comments on “ღმერთები და არქეოლოგები

  1. მე კიდე მანდ არ ვარ ნამყოფი – ასე რომ თანაბარ სიტუაციაში ვართ 🙂

    ჰო პროფილი გავააქტიურე და კონტაქტები დასერჩა და რექვესთები დააგზავნა. ახლა ვარკვევ სად გააგზავნა და ვაფშენც რა ხდება 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s