ევროპარკი თუ ნახალპარკი


ფეისბუქზე სხვადასხვა კომპანიების გვერდების მართვა რომ სერიოზული პრობლემაა უკვე არაერთხელ დაფიქსირდა ბევრი თვალსაჩინო მაგალითით.

დღეს კი ყველაფერი ერთი შეხედვით “უწყინარი” სტატუსით დაიწყო, რამაც გამოიწვია კიდეც ჩემი კომენტარი, იხილეთ სკრინშოტი:

მოხერხებული და არ ვიცი მოუხერხებელი გვერდის ადმინიც კი, ერთ–ერთი მომხმარებლის სრულიად საფუძვლიან/ლოგიკურ შეკითხვას მეტ–ნაკლებად, კორექტულად  პასუხს გასცემდა.

რაც ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა, აღნიშნული კითხვა სხვა ადამიანებსაც გაუჩნდათ, დაწერეს კომენტარები, დასვეს კითხები მათაც და აქ დაიწყო თავდავიწყება, ევროპარკის გვერდის ადმინისტრატორს აეშალა კდემა და მოსილება, აღიარა მხოლოდ ჰეტერონორმატიული წყვილები, უკუაგდო გეი წყვილები და წუნი დასდო ჩვენს უხამს შეხედულებებს და რჩევებს.

მოგვიანებით ადმინისტრატორმა დაუშვა დიდი შეცდომა – დაიწყო კომენტარების წაშლა, კომენტარების რომელიც იდებოდა კორექტულობის ფარგლებში, უფრო მოგგვიანებით კი დაბლოკა დაახლოებით ათამდე ადამიანი, შეიძლება მეტიც, მათ შორის ჟურნალისტები და ბლოგერები – რითაც საბოლოო განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს და კომპანიის გვერდს.

ოქროს წესი არსებობს ასეთი: გვერდის ადმინისტრატორმა არ უნდა დაიწყოს პირადი მესიჯების დაპოსტვა კომპანიის სახელით.

ცოტა ხნის შემდეგ უკვე გამიჩნდა შეგრძნება რომ ამ ადამიანს რაღაც პირადი გაუცხოება ჰქონდა ჩემთან, მან ანუ ევროპარკმა აღნიშნა რომ მიცნობს, მოიკითხა ჩემი თანამშრომლები სახელებით და ევროპარკი მეკითხება თუ რა გამიჭირდა ისეთი რომ 20 ლარს ვთხოულობ?

ვერაფრით გავიხსენე რა კავშირი შეიძლება მქონოდა ევროპარკთან? რა პირადი ურთიერთობები უნდა მქონოდა ევროპარკთან, რომელსაც აღმოჩნდა რომ არ  მოსწონს ჩემი რელიგიური შეხედულებები, რომლის შესახებ ბევრი იცის და ევროპარკი მთხოვს შესწორება შევიტანო ფეისბუქ პროფილში, თუ კი მე მომწონს გოგონები Interested in გრაფაში men ჩავასწორო შესაბამისად.

თბილისი პატარაა, ევროპარკიც შესაბამისად, ვიღაცამ დაწერა გვერდის სავარაუდო ადმინისტრატორის სახელი და გვარი და აქ გამინათდა გონება, აღმოვაჩინე რომ ჩემს გვერდით მდებარე სანოტარო ბიუროში მყოფი სტაჟიორი ამავდროულად არის ევროპარკის იურისტი.  აქვე ისიც აღმოვაჩინე რომ სანოტარო ბიურო ითავსებს ჭორბიუროს ფუნქციებსაც, რასაც ალბათ აღნიშნული სტაჟირების კურსი უდავოდ ითვალისწინებს.

უფრო სწორად მხოლოდ ამას ითვალისწინებს და არა ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან ადექვატურად საუბარს.

პ.ს. ევროპარკისგან დავსაჩუქრდი იმით რომ არცერთ ფილიალში არ შემიშვებენ და ბონუსად ჩემ სურათს გამოაკრავენ ფილიალებში, რომლის აღების ნებართვაც ჯერ არ აუღიათ.  😀

პ.პ.ს ამის შემდეგ გვერდს ვინც ალაიქებდა და მე ვყავდი მეგობრებში, გვერდზე შესვლისთანავე ბლოკავდა ადმინისტრატორი.

სხვა საკითხავი ამავე თემაზე: მითხარი ვინ მართავს შენს “ფეიჯს” და მე გეტყვი ვინ ხარ შენ

იხილეთ დანარჩენი სკრინშოტები უკომენტაროდ.

გავანებეთ თავი მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ ევროპარკი წერს კომენტარს და მოიკითხავს ჩემ სამუშაო ადგილს და აქვე მასაჩუქრებს კიდეც 😀

საყვარელო თამუნა შეგიძლია იამაყო იმით რომ ვერასოდეს ვეღარ შემოხვალ ევროპარკში . . . . . .


როგორ გამიჭირდა რომ 20 ლარს ვიხვეწები  და სად ვიხვეწე არ ვიცი ოღონდ

პროფილის შესწორების მოთხოვნა 🙂

ფოტოების გამოკვრის შესახებ

აქვე ბოლო კომენტარიც იხილეთ

Advertisements

69 comments on “ევროპარკი თუ ნახალპარკი

  1. გამოხმაურება: მითხარი ვინ მართავს შენს “ფეიჯს” და მე გეტყვი ვინ ხარ შენ | In my (not) humble opinion

  2. კარგად წაუვათ ბიზნესი :დ ფეისბუქზე რეკლამა უკვე “ჩაგრავს” ტუნდაც სატელევიზო რეკლამას, რადგან აქ მეტ ინფორმაციას იღებს მომხმარებელი…
    აი იქ, როცა კიტხს, რატომ გვჩაგრავთ? – უნდა ეპასუხა, რომ წესები ასეთია, მას არ მოუგონია და დააყენებდა საკითხს ადმინისტრაციასთან… 🙂
    მისი პირადი შეხედულებები და ქადაგება არავის სჭირდება სარეკლამო გვერდზე… ისაუბროს თავის გვერდზე, რამდენიც უნდა 🙂 ბოლოს და ბოლოს, დაქალებს უნდათ იქნებ ერთ ფასში შესვლა 😉
    ეჰ, როდის ისწავლიან სერვისს??? 🙂

  3. “ვიღაცამ დაწერა გვერდის სავარაუდო ადმინისტრატორის სახელი და გვარი და აქ გამინათდა გონება, აღმოვაჩინე რომ ჩემს გვერდით მდებარე სანოტარო ბიუროში მყოფი სტაჟიორი ამავდროულად არის ევროპარკის იურისტი.” :თავშიხელებისშემორტყმა: o_O

  4. დედაჩემი იცნობს უამრავ ჟურნალისტს და ამაზე კარგი თემა რა გინდა?!
    მოკლედ ამაზე ძალიან ბევრი ჟურნალი დაწერს.
    თან კომენტარი წამიშალეს. : O
    არც კი ვიცი რა ვთქვა!

    • რაც ბევრი დაწერეს მით უკეთესი, უნდა შეიგრძნონ მედიის ძალა 🙂
      არ შეიძლება მსგავსი ჰომოფობორიური განცხადებები არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რა არის

      • ჩათვალე,რომ სამსახური დაკარგა.
        ახლა დავუკავშირდი ჩემი ნათესავია ჟურნალისტი კავკასიაში და ეგეთ თემებს ეძებს ზუსტად 🙂
        რამდენიმე ჟურნალშიც დაწერენ სავარაუდოდ.
        აი გავოგნდი რა,ასეთი არაფერი მინახავს.

  5. გამოხმაურება: როგორ არ უდნა მართო ფეიჯი « კნუტის ბლოგი

  6. გამოხმაურება: ევროპარკი ცუდია – ანუ როგორი არ უნდა იყოს Page-ს ადმინი.. | Revaz's Blog

  7. გამოხმაურება: ადმინისტრირება ქართულად :) « Barcelonisimo's Blog

  8. აი ის ძუნძგლიანი დედაკაცი ევროპარკის სახელით რომ წერს უნდა გაიყვანო სადმე და ისეთი უნდა გაძუყნო კაცის სახელი რომ შესძულდეს და ლეზბიანკობა დაიწყოს

    რესპეკტები ლეზბოებს დაქალი მყავს.)) და პედორასტებს ხო ეგ სუ სხვა საკითხია

  9. ვინ ვისთან და როგორ დადის, ნებისმიერის პირადი საქმეა. უბრალოდ ყველა ერთბაშად მოწამეობას ნუ დაიბრალებთ, მარტო იმიტომ, რომ ვიღაც ერთმა ძუნძგლიანმა ადმინისტრატორმა გამართულ პასუხს თავი ვერ მოაბა. ნუ ქმნით ყველაფრისგან დაძაბულობას. საცა გინდათ იქ იარეთ, დანარჩენი დამსვენებლები გააფრთხილეთ და – ბევრი ბავშვებით დადის. უკეთესი იქნებოდა, ამ პარკს გამოცხადებული დღეები მიეძღვნა უმცირესობებისთვის და ვისაც უნდა, ბავშვებსაც მოიყვანს. სხვა დღეებში ჩვეულებრივ და კეთილად იგრძენით თავი ბანალური ეპატაჟის გარეშე.

    • რასაკვირველია პირადი საქმეა და ევროპარკის ადმინისტრატორიც პირად საკითხებს არ უნდა შეეხოს.
      მოწამეობას არავინ იბრალებს, უცებ აგიხსნი ყველაფერს, ჩემი კითხვა და კიდევ ბევრი სხვა ადამიანის კითხვა სწორედ მისმა სტატუსმა გამოიწვია. მე თუ წავიდოდი იდეაში, მე წავიდოდი წყვილში მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მეწყვილე მამრობითი სქესის ადამიანია, რა ვქნა მამრობით სქესს ვანიჭებ უპირატესობას 🙂 მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გოგო გოგოსთან ერთად თუ წავიდა ან ბიჭი ბიჭთან მე ისინი უნდა ვლანძღო 🙂

      ადმინისტრატორს შეეძლო ეთქვა მარტივი რამ: “იცით ამ შაბათ–კვირას ასეთი აქცია გვაქვს, მომდევნო შაბათ კვირის აქციას შევათანხმებ ადმინისტრაციასთან” ან “მომდევნო შაბათ–კვირას იქნება უბრალოდ 1+1 აქცია” და ნუ დააკონკრეტებდა საერთოდ სქესს. ვინ ექაჩებოდა.

      • მაგაზე ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ადმინისტრატორი არასწორედ მოქიცა. მაგრამ მისი ოპონენტებიც გამომწვევები იყვნენ, თითქოს თვითონ იქმნიან პრობლემებს და შემდგომ მთელი ხმით ყვირიან, არიქა მჩაგრავენო.

    • რა ვიცი, ვფიქრობ, მისვლაზე და ასე შემდეგ კი არა, ადმინისტრატორის ქცევაზეა აქცენტი გაკეთებული 🙂 დაძაბულობა თუ არ შეიქმნება, ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის.

      • 🙂 ანუ ჭრილობას მარილი თუ არ დააყარე არ მოშუშდება? კი ბატონო, ეგეც მეთოდია. მაგრამ უფრო უმტკივნეულო გზებიც ხომ არსებობს?

      • dgk კითხვა იყო აბსოლუტურად უმტკივნეულო რომელიც შეიძლებოდა ასევე უმტკივნეულოდ გადაჭრილიყო და არ მოჰყოლოდა ეს ალიაქოთი 😀
        ჩვენ შევეშვით, ყველამ შეწყვიტა წერა, მერე მოგვიანებით ისევ აკომენტებს და უკვე კითხულობს პირადად ჩემს ამბებს, და უმრავლესობის კომენტარს შლის. ბოლო ნაწილში ძირითადად მე, თარჯიმანთა ბიურო და თანამშრომლები იყვნენ პროგრამაში.

    • და რა შუაშია ბავშვები? თქვენ გგონიათ რომ რა, ერთსქესიანი წყვილები აუზზე ცურვის და გარუჯვის გარდა სხვა რამეს გააკეთებენ მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული ორიენტეცია აქვთ?
      მსგავსი მორალური მიდგომით საერთოდ არ უნდა წაიყვანოთ ბავშვი აუზზე, რადგან რა იცით რას გააკეთებს იქ ჰეტერო წყვილი? დადორბლილი ბიჭები რომ აშტერდებიან საცურაო კოსტუმებში მოსიარულე გოგოებს ეს ჯობია?

      • Good point! ყველა ფიქრობს თავისი გარყვნილების შესაბამისად (თუ როგორ არის ეგ გამოთქმა) 😀 😀

  10. წავალ ერთი შევისეირნებ ამ გვერდზე, მგონი დალაიქებულიც არ მაქვს, იქნებ რამე შარს გამოვკრა ხელი ❤

  11. სამარცხვინოა რა…..ისე, რატომღაც ვერ ვნახულობ ამ გვერდს, თორე სიამოვნებით დავკავდებოდი ცოტა ხნით ტროლინგით 🙂

  12. ისე, კომენტარების მოდერაციას რომ გამორთავდე, ურიგო არ იქნებოდა! დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე ამდენი საუბრის შდეგ, ცოტა შეუსაბამოა!

    • სპამების გამო, და ისე რაც დაიწერა ყველა კომენტარი მოდერირებულია აბსოლუტურად, იყო აქ ერთი–ორი განსხვავებული კომენტიც

      ახლა ცოტა ხნით გავაუქმებ მოდერაციას რომ არაფერი თქვან

  13. და იმის გარკვევას როგორ აპირებდნენ მართლა წყვილია ის ორი ადამიანი თუ უბრალოდ მეგობრები არიან ??? იქნებ წავიყვანე ვინმე ჩემი ნაცნობი და წყვილი ვართ მეთქი აბა დაგვიმტკიცეთო მეტყოდნენ თუ როგორაა საქმე ? :)))))))))))))))))) მაგრამ ისე ის ჰომოფობი ადმინისტრატორი უბრალოდ ცუდად აგიგდიათ. პროვოკაცია ქვია მაგას :))))))))) ხოდა ეგეც წამოეგო. ვინც მანდ კომენტარები დაწერა ლეზბოები ვართო ყველანი არიან გეები არიან ? :)))) თუ გული შესტკივათ დაჩაგრული უმცირესობების გამო და ამიტომ ნიღაბი ჩამოგლიჯეს ამ ჰომოფობიურ აქციას ? :)))))))))))))) მოკლედ რა. “პაკაზუხობაა” სამწუხაროდ აქეთ მხარესაც. გეი უფლებებს იცავენ თურმე გვერდის მტარვალი ადმინისგან რომელმაც ეს აქცია სპეციალურად გეეების დისკრიმინაციისთვის წამოიწყო :)))))))))))))))))))

    • მეც ავტომატურად ეგ კითხვა გამოჩნდა და დავსვი საკმაოდ კორექტულად, სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. და იქნებ მე დაქალი ვიგულისხმე მართლაც და არ შეიძლება დაქალთან ერთად წავიდე სადმე? რა ლოგიკაა ვერ ვხვდვები

      ზემოთ დავწერე კიდევ ვიმეორებ, თუ კი ვაშლის გამყიდველს იცავ, ეს იმას არ ნიშნავს რომ შენც ვაშლის გამყიდველი ხარ. და კიდევ ყოველთვის არსებობს თავის დაძვრენის და გვერდის ავლის საშუალება, რაც ადმინს უნდა გამოეყენებინა კიდეც, თუმცა ავარდა და პირადი შეხედულებების ფრქვევა დაიწყო ამის ნაცვლად . 🙂

      ათასნაირი ადამიანი დაწერს პეიჯის ვოლზე, ზოგი ინტრიგანია, ზოგი ხუმრობს, ზოგი იწვევს ძალით, ზოგს მართლა აინტერესებს და ა.შ. გვერდის ადმინი ამისთვის მზად უნდა იყოს.

  14. ჰაჰა ეხლა წავიკითხე თამო : ))) კარგი პოსტია ვიხალისე, მაგრამ არ მიკვირს – ჯერ ჯერობით მენტალიტეტი ისევ მყარად ინარჩუნებს პოზიციებს…. მე შენს ადგილას პირდაპირ ევროპარკის პიარ მენეჯერს მივმართავდი წინადადებით “თქვენ *** ხო არ გაქვთ” : ))) ანდა უფრო მეტად პროვოკაციული და საცოდავი სიტყვებით, თუ როგორ ჩაგრავენ მომხმარებლებს და ა.შ. და ბოლომდე გავასწორებდი მიწასთან, ამ პეიჯის ადმინი კაი გაფრთხილებასაც მიიღებდა და ყველანი კმაყოფილები იქნებოდნენ …. : ))))

    • პიარ მენეჯერიც ეგ არის 😀 😀 თელავში პარკი რომ გახსნეს მაგას ჩამოართვეს კომენტარიც 🙂 და თან იურისტი ამავე კომპანიის

  15. დიახ, პროცოკაციული კითხვები იყო, გეთანხმებით. ჰოდა, წამოეგო კიდეც. ეგეთები სულ უნდა წამოიგო

  16. ვაიმე ჩემმა მეგობარმა დაუწერა რომ”
    რატომ არ ირთვება ყველა სასრიალო ერთად? თუ განრიგია შეგიძლიათ სასრიალოების განრიგი შეგიძლიათ მითხრათო?
    და ამ ადმინმა ლუკა თქვენ პრეტენზიებს მივეჩვიეთო უკვე არადა პირველად დაპოსტა და რა პრეტენზია გამოიხატება?
    თან ზუსტად იმ დღეს ვიყავით მე და ჩემი დაქალი და საოცრება იყო 15 კამერა:დ და რიგები და კიდევ როცა ძლივს ვიშოვეთ(ღიპიან კაცებს დიდი ხანი რომ ვებრძოლეთ) ვიღაც მაშველი მოვიდა მომეცითო და ვიღაც გოგოებს მისცა ნუ აი აქ გამოვლანძღე რასაცქვია:დდ და მოკლედ ევროპარკს გამწარებულმა დავუწერე Killer-პოსტი და ამის შემდეგ ბანი მოგვცა და ჩვენც კარგად მივარეპორტეთ:დ

    • თქვენც კარგი ამბები გადაგიტანიათ 😀 მოკლედ გამოდის თავის ფუნქციას და დანიშნულებასაც ვერ ასრულებს რიგიანად, რაღაც ძალიან ბაქიბუქობენ და აუზში წყალი არის? 😀 😀

  17. დიდი ხანია ევროპარკი აღარ მომწონს დამტვრეული ქოლგებისა და შეზლონგების გამო, გადასავლები წყლის დუშიც მხოლოდ პირველ წელს მუშაობდა გარეთ, არც ის მომწონს წყლით სავსე პარკში გადამხმარი და გასათიბი ბალახი რომ ყელყელაობს… ამ პოსტმა ხომ დააგვირგვინა 😦 სოფლის ორღობეა თუ დედაქალაქის გასართობი პარკი?

    • მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რაც ტვ–ში მაქვს ნანახი არასასიამოვნოა და სურვილიც არ გიჩნდება წასვლის. მარტო ფერადი პლასტმასის ტუბები ხომ არ არის საქმე, აუზზე პირველ რიგში სისუფთავე და წესრიგია მნიშვნელოვანი

  18. გამოხმაურება: ევროპარკი ისევ ცუდია « anna's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s