არა ფალსიფიკაციას თუ?


ფალსიფიკაცია თუ მსგავსი შეფუთვა?

საქართველოს კანონი სურსათის და თამბაქოს შესახებ ფალსიფიკაციას ასე განმარტავს (მუხლი I, პუნქტი თ):

)ფალსიფიკაცია – პროდუქციის წარმოებისას ან/და რეალიზაციისას მისი გაყალბება, ჭეშმარიტი (ნამდვილი) პროდუქციის შეცვლა ყალბით;

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, მუხლი  I,  პუნქტი ღ)

ფალსიფიკაცია —  სურსათის შემადგენლობის,  მახასიათებლების,  ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;

აქედან გამომდინარე, როდესაც ცნობილი ბრენდის იმიტირება ხდება, ორივე შემთხვევა სახეზეა, როგორც ფალსიფიცირება ასევე მსგავსი შეფუთვა, პრინციპში ერთი მეორიდან გამომდინარეობს, რადგან შეუძლებელია ერთი ბრენდი  ორ პროდუქტს უშვებდეს მცირეოდენი ცვლილებით  და ერთნაირად ხარისხიანი პროდუქტით/კონტენტით, ანუ იმ კონტენტით რის შემადგენლობაზეც, წარმოშობაზეც და ხარისხზეც პრეტენზია აქვს აღნიშნულ ბრენდს.

როგორც წესი ცნობილი ბრენდის იმიტირება, სხვა “კომპანიის” მეშვეობით ხდება, რომელიც ასეთი იმიტაციით ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას და ხშირ შემთხვევაში მის შეცდომაში შეყვანას, რადგან მომხმარებელს მიაჩნია რომ ყიდულობს სწორედ ისეთი ხარისხის და თვისებების პროდუქტს რაც მის ცნობიერებაში სწორედ ამ ბრენდთან ასოცირდება.

მომხმარებლის თვალი როგორც წესი პოპულარული სასაქონლო ნიშნებით ტყუვდება.

რას ნიშნავს სასაქონლო ნიშანი და რომელი კანონი არეგულირებს სასაქონლო ნიშნების კანონიერ ბრუნვას ქვეყანაში? 

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ
მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი

 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ -_ საქონელი).

2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები;  ციფრები;  ბგერები;  გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან  შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

3. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად.

შემდეგ შემთხვევებში არ რეგისტრირდება სასაქონლო ნიშანი: (მუხლი 5)

ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

ანუ სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება თუ იგი უკვე საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის იდენტურია, შესაძლებელი ხდება მასთან აღრევა ან ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

ერთი შეხედვით ეს კანონი იცავს მომხმარებლის უფლებებს და არეგულირებს პროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ შემთხვევაში კი ყველაზე სადავო – სასაქონლო ნიშნების საკითხს.

ასევე აღნიშნული რეგისტრაცია სავალდებულო არ არის თუმცა, ამავე კანონის (იხილეთ ზემოთ) მე–3 მუხლის, მე–4 პუნქტის შესაბამისად “საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად.”

 როგორც ხედავთ შეფუთვაზე დატანილ თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ეცადეთ შეძლებისდაგვარად დააკვირდეთ შეძენილ პროდუქციას, რათა შეიძინოთ ზუსტად იმ ბრენდის  პროდუქტი, რომლისგანაც შესაბამის ხარისხს და შემადგენლობას ელოდებით.  სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებთ მოსალოდნელ შედეგს (სამკურნალო წამალი, საკვები პროდუქტი, თამბაქო, ალკოჰოლური, სამშენებლო მასალები, ტანსაცმელი და ა.შ.), რაც კარგი არ იქნება არც თქვენი ჯანმრთელობისთვის და არც თქვენი ჯიბისთვის.

ფალსიფიცირებული წამლების პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლებით, განსაკუთრებით დიდია გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის განკუთვნილი პრეპარატების გაყალბების მაჩვენებელი.

კანონი ვრცლად

სხვა სურათები

ნოკლა 😀

ცნობილი უალკოჰოლო სასმელები

Advertisements

3 comments on “არა ფალსიფიკაციას თუ?

  1. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მანამ არ მუშაობს, სანამ მთავარი, ორიგინალის მწარმოებელი სათითაოდ ყველას წინააღმდეგ არ იჩივლებს და არ დაამტკიცებს, რომ ნამდვილად მისი პროდუქციის მსგავსი იწარმოება და მას ფინანსურ ზიანს აყენებს. ამიტომაცაა რთული ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. რიგ შემთხვევებში ბრენდებს უბრალოდ კონკურენტად არ მიაჩნიათ 20 დოლარიანი შანელი და დოლჩე გაბანა, რადგან 20 დოლარიანი მყიდველი მაინც ვერასდროს იყიდის ორიგინალს.

    • ჰო და საქართველოში თუ არის მაგალითი ასეთი ჩივილის? მე არ მსმენია.

      ჰო კონკურენტი არ არის მაგრამ როგორც მინიმუმ კომპანიის სახელზე და პრესტიჟზე მაინც მოქმედებს.

  2. რაღაც-რაღაც ზომებს მიმართავენ ხოლმე, თუმცა ნაკლებად და უფრო პიარისთვის. ჟურნალისტური გამოძიებები ფინანსდება მაგალითად. არის ფილმი თუ როგორ მზადდება ლაკოსტ ჩინეთში. ლაკოსტს და ჩინეთს დიდი კონფლიქტი ქონდათ და მაშინ გადაიღო ლაკოსტმა, მაგრამ თუ ძალიან სერიოზული გაწევ-გამოწევა არ მოხდა, ბრენდების რეაქცია ფალსიფიკაციაზე ძალიან მოკრძალებულია.
    არ ჩივიან. მარტივი მიზეზის გამო, რაც ეკამ თქვა – ზიანი ასეთი პროდუქციისგან ნაკლებია – თუ შენ ყიდულობ ლაკოსტს, 10 დოლარად, მაშინ როცა ნამდვილი ღირს 90 იცი, რასაც ყიდულობ და შენ არ ხარ ლაკოსტის კლიენტი, ამიტომ ფალსიფიკაცია და ნაღდი პროდუქცია სხვადასხვა სეგმენტზეა და არ კონკურირებს. თუ ეგ ფალსიფიკატი გაქრება, ნაღდს მაინც არ იყიდი, და შესაბამისად ფირმას ამით არც არაფერი შეემატება – ამიტომ შენ ფირმა გკიდია იმას კი შენ კიდიხარ, როგორც კლიენტი და თავში ქვა უხლიაო – ასე ფიქრობს და ამასთან ბრძოლაზე ფულის ხარჯვას ერიდება.
    ის აქციები, როცა ფალსიფიკატს ანადგურებენ ბულდოზერებით და ა.შ. ბრძოლა კი არა უფრო ბრენდის პიარ-სტრატეგიის ნაწილია.
    საშიში სხვა რამეა – როცა ბრენდის სრული იმიტირება ხდება და გასაყიდი ფასიც მსგავსია. ამით ბრენდი მართლა ზარალდება, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრად მცირეა.
    🙂
    ეს ძალიან მოკლედ : )
    აი ისე http://wp.me/pBTza-cB

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s