Posted in QuickPress

სოციალური მედიის დღე – 2011 (თბილისი)


წელს უკვე მეორედ, 30 ივნისს მსოფლიოში აღინიშნება სოციალური მედიის დღე, ამ დღეს დაგეგმილ შეხვედრებს და აღნიშვნას არც შარშან დაკლებია საქართველო და წელსაც მიუხედავად ბევრი კრიტიკული აზრისა თუ წინააღმდეგობისა სოციალური მედიის დღის აღსანიშნავი წვეულება შედგება დღეს – 30 ივნისს, ლისის ტბაზე, LISI LAKE LOUNGE, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 93 მონაწილე ქვეყანა, 600+ შეხვედრის ადგილით და ათასობით მონაწილით.

დასწრების მიხედვით ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

1. ნიუ იორკი, აშშ

2. სან პაულო, ბრაზილია

3. ბარსელონა, ესპანეთი

4. სანტა ანა, აშშ

5. ანტვერპენი, ბელგია

6. ბუენოს აირესი, არგენტინა

7.ატლანტა, აშშ

8.ბოსტონი, აშშ

9.ფილადელფია, აშშ

9. ჩიკაგო, აშშ

10. სან ფრანცისკო, აშშ

როგორ მივიღოთ მონაწილეობა? ნებისმიერი სახით, იქნება ეს Offline თუ online რეჟიმი, იყავით მაქსიმალურად სოციალურები ❤

1) დააფიქსირეთ შეხვედრის სურვილი აქ – ლინკი

2) უყურეთ პირდაპირ ჩართვებს სხვადასხვა ქალაქიდან – ლაივსტრიმი ბარსელონა, დუბაი, ედინბურგი, ნიუ იორკი და ა.შ.

3) ტვიტერზე აქტიურობისას გამოიყენეთ ჰაშტაგი #smday 

4) ეწვიეთ smday.com დატოვეთ კომენტარი, რას აკეთებთ, რას აპირებთ ამ დღის აღსანიშნავად

5) ატვირთეთ ვიდეოები იუთუბზე, ფოტოები flickr-ზე და ა.შ.

უფრო წარმატებით აქტიურობისთვის გთავაზობთ (ვინც არ იცით) hootsuite.com სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, შეგიძლიათ გახსნათ სოციალური მედიის რამდენიმე არხი და წარმატებით და აქტიურად გამოიყენოთ ისინი.

ასევე გაგაცნობთ ჩემ ყოველდღიურ გაზეთს  SOCIAL MEDIA  თემატური გაზეთის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, ეწვიეთ paper.li , აირჩიეთ სასურველი თემა, სფერო და შექმენით თქვენი გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სოციალური მედიის სხვადასხვა არხიდან თქვენთვის შეკრებს სიახლეებს, თქვენს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ.

მცირე სტატისტიკა სოციალურ მედიაში 

გაიგეთ უფრო მეტი – mashable.com

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

8 thoughts on “სოციალური მედიის დღე – 2011 (თბილისი)

  1. მე წასვლამდე დავწერე ორი პოსტი, ერთი ქართულად, ერთი ინგლისურად 😀 პლუს სტატუსები განვაახლე ტვიტერზეც და ფეისბუქზეც, სხვამ რა ქნა? 😀 გარდა იმისა რომ ბოღმა განაახლა? 😀

    1. ვინ მე???
      პოსტი არ დამიწერია, მარა არც ბოღმა გამიახლებია. 🙂
      თან Facebar-ში ვიყავი – გარკვეულწილად ფეისბუქის საპატივცემულო სახელი ქვია. 🙂

      1. არაა შენ არა 😀 ზოგადად ვიძახი 😀 ესე იგი სოციალური მედიის დღე ორ ადგილას შედგა გუშინ?

        პრინციპში ვინც პროტესტს გამოთქვამდა აქტიურად მასაც შეეძლო შეხვედრა, საქართველოს ბანკს და სვითის ავტორიზაცია კი არ აქვთ ამ დღეზე.

        ერთ ქალაქში და ერთ ქვეყანაში რამდენიმე შეხვედრა იმართება ხოლმე 😀

  2. ა… ეგ არ ვიცი…
    მე საერთოდ პოსტებიდან გავიგე რომ აღინიშნა. 🙂

    არა ფეისში არაფერი არ აღნიშნულა. უბრალოდ ეგრე ქვია ბარს და სმაილიკი აქვს ლოგოდ. 🙂 ასე რომ ალუზიაა… თუმცა, სხვამხრივ ჩვეულებრივი ბარია.

დატოვე კომენტარი