კოღო ბუზებო, ლიბერალებო


პრინციპში იმდენი ითქვა წერას არც ვაპირებდი, მაგრამ ჟურნალ ლიბერალის სახელით დადებულმა გაურკვეველ აზრ–იდეა დატანებულმა ვიდეომ მაიძულა.

როგორც იტყვიან ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ჰოდა მივყვეთ თავიდან:

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი  

არც მეტი არც ნაკლები ნინო რობაქიძის ბლოგით „წესიერად !“ – სადაც ავტორი ჰყვება სწორედ იმ დღეზე, როდესაც პარკში ვიზიტით იმყოფება პრეზიდენტი:

ისე, როგორც არ შეიძლება პარკში ფოტოაპარატის შეტანა, როცა იქ პრეზიდენტია. —- სწორედ ამიტომ შესასვლელში ყველას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მხოლოდ მათ უშვებდნენ პარკში, ვინც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს შესახედავად მოსწონდათ. მოკლედ იმ საღამოსფეისკონტროლიგავიარე და პარკში მოვხვდი, მაგრამ სეირნობის რა გითხრათ. ჯერ სანამ პარკში პრეზიდენტი იყო, ყურში ტელეფონის შნურიანი დაცვის თანამშრომლები მთელ პერიმეტრზე იდუმალი საფრთხის მომასწავებლად მოძრაობდნენ“ 

აქ როგორც მინიმუმ ავტორს წარმოდგენა არ აქვს უსაფრთხოების ზომებზე, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტს არ აქვს მნიშვნელობა ეს მიშა იქნება თუ გრიშა. უსაფრთხოების წესებია ასეთი, რომელიც ზოგ ადგილას შეიძლება გაცილებით მკაცრი იყოს, ვიდრე ეს ლიბერალის ბლოგერს წარმოუდგენია.

„რიყეზე არსად არ არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ადამიანებს აცნობებდა, რომ პარკში დამონტაჟებულ ხის მერხზე მხოლოდ ისე შეიძლება ჯდომა, როგორც სკოლის მერხთან ან ისე, როგორც ეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მოსწონთ.“ 

ვეთანხმები რომ ეს არ არის სასიამოვნო, აღნიშნულს მეც გამოვეხმაურე ჩემი პოსტით, თუმცა არც მე პირადად და არც ჩემ რომელიმე მეგობარს პირადად არ შექმნია მსგავსი პრობლემა რომელიმე პარკში, არც რიყის პარკში სადაც ლიბერალის ბლოგის წერის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავით. და რამდენად არის შემდგარი ფაქტი ბლოგში აღწერილი ამბავი ეს კიდევ საკითხავია, არ არსებობს არც ფოტო, არც ვიდეო, არც აუდიო ჩანაწერი რომელიც რამენაირად დაადასტურებდა ან წესიერად ჯდომის, ან ლუდის დალევის აკრძალვის (შემდგომში აგორებული) ან კოცნის აკრძალვის ფაქტებს.

სტატიის ბოლოს ავტორი წერს „რიყის “ყველაზე თანამედროვე და დასავლური სტანდარტების” პარკში კოცნაც აკრძალულია და დაცვის მრისხანე თანამშრომელი ამ აკრძალვის სისწორეს ასე ასაბუთებს: “აი, მე რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გამომევლო, ეს ხომ არ მომეწონებოდა?!”

აქედან ძალიან გაუგებარია სტატიის ავტორი და მისი მეგობარი კოცნაობდნენ, ვიღაც სხვა შორი ახლოს  მყოფი წყვილი კოცნაობდა ან საერთოდ კოცნაობდა თუ არა ვინმე.

ამას წინად მახსოვს როგორ გადმოვინაცვლეთ ღია კაფედან, შიგნით ოთახში, რათა იქ მოკოცნავე წყვილისთვის 1) ხელი არ შეგვეშალა და 2) არ მესიამოვნებოდა ვახშმობის დროს ვიღაცების გადაფსკვნილი ენების და გაწელილი დორბლის ყურება.  ეს ისე.

ანუ იდეაში გამოიკვეთა ცუდი ტენდენცია – „მოვედი, დავწერე და დავაშეარე“, არკვიეთ ახლა მტყუან–მართალი. რა დავწერე, რა ფაქტებზე დაყრდნობით ეს უკვე არ არის საინტერესო. ერთი მერცხლის პრინციპი ამ შემთხვევაში კარგად მუშაობს. სკანდალური პოსტი გამოცხვა, დაშეარდა უხვად და აიტაცეს.

რა მოჰყვა? 

სასწრაფო და სახელდახელო აქცია – ჩამოთვლილი რამდენიმე „აკრძალვიდან“ – ლუდის დალევის აკრძალვა, სკამზე წამოპლაკვის აკრძალვა და კოცნის აკრძალვიდან – შეირჩა კოცნის აკრძალვის გაპროტესტება, ალბათ იმიტომ რომ  კოცნა პირდაპირ ასოცირდება  „თანამედროვე და დასავლურ სტანდარტებთან” რაც თავის მხრივ (ისევ ავტორს დავესესხები :D) „რიყის “ყველაზე თანამედროვე და დასავლური სტანდარტების” პარკში არ უნდა იკრძალებოდეს.

600 დასწრების მოსურნე ჰყავდა აქციას, მაგრამ მოხდა „საოცრება“, მოვიდა დაახლოებით ასი ადამიანი, ხოლო ამ 100 მოსეირეს შემოურთდნენ ლოკალურად არსებული მოსეირეები, ჰო დამავიწყდა მეთქვა რომ 100 მოსეირიდან ასე 90 იყო მოსეირე – ჟურნალისტი, რომელიღაც არხიდან ან ისე მოყვარულები ვიდეო თუ ფოტო კამერებით. სიმართლე გითხრათ არ ველოდი ამდენ ჟურნალისტს ტელევიზიიდან, რადიოდან, ჟურნალ-გაზეთებიდან და ა.შ. წარმოდგენა არ მქონდა თუ ასეთი გამოხმაურება ჰქონდა ამ მოვლენას მანამდე ან აქციის დროს. რაც აქციის დროს ხდებოდა ბაგრატიონმა კარგად ჩამოარაკრაკა, ასე რომ თავს არ შეგაწყენთ.

მოკლედ აქცია შედგა იმ დოზით, რაც საკმარისი იქნებოდა კარგი, ეფექტური უკუეფექტის გამოსაყვანად, ახლა შთაბეჭდილება მრჩება რომ წყვილებისკენ მიმართული კამერები და მათი პატრონი ჟურნალისტები (თუ whatever) ფიქრობდნენ და წუხდნენ არა იმაზე რომ რაღაც, სრულიად თვითნებურად იკრძალებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (არ არ იკრძალებოდა, ვინ იცის), არამედ ფიქრობდნენ თუ რა „მაგარ“ ვიდეოებს, ფოტოებს დადებდნენ, რამდენი მნახველი ეყოლებოდა აღნიშნულ ვიდეობს და რაოდენ ბევრი და მრავალფეროვანი კომენტარი დაიდებოდა. შესაბამისად ყველამ კარგად ვიცით, რაც უფრო უარყოფითად არის შეკრული სიუჟეტი (თუ რაც არის) მით უფრო რეიტინგული და მოთხოვნადია იგი.

აქვე დავუბრუნდები თავში ხსენებულ ვიდეოს და ვიტყვი, ლიბერალი, რომლის ბლოგერმაც წამოიწყო აღნიშნული კამპანია და ასე ვთქვათ „გული შესტკიოდა“ აღნიშნულ აკრძალვებზე, აქციის შემდეგ დებს სრულიად საპირისპირო, ნეგატიურ, უკუეფექტების მქონე ვიდეორგოლს.

წესით და რიგით (რომელიც არ გვაქვს), ჟურნალი ლიბერალი რომელიც მხარს უჭერს (ან უნდა უჭერდეს) ლიბერალურ ღირებულებებს, ამ აქციას, ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, არ უნდა ათავსებდეს მისი სახელით ასეთ კონტროვერსიულ ვიდეოს, რომელიც დანამდვილებით მოიტანს უარყოფით შედეგებს.

ურემის გადაბრუნება

ამის შემდეგ ირკვევა რომ „ქუჩაში ლუდის სმასა“ და „პარკებში კოცნას“ 27 წლის წინანდელი კანონი კრძალავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 171–ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“. – აქ ჯობია ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რატომ არ არის 27 წლის წინანდელი კანონი განახლებული, შეცვლილი და რას გულისხმობენ “საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში“? დამეთანხმებით, ეს უკანასკნელი ძალიან სადავო საკითხია. ზოგისთვის მუხლზე ერთი თითის ზემოთ მოკლე კაბაც ზნეობის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს, ლუდის დალევაზე, სკამზე წამომპლაკვაზე, ხელის გადახვევაზე და კოცნაზე აღარ არის საუბარი.

ამ სტატიის კითხვის დროს კი უნებურად თვალი გამოკითხვისკენ გამექცა, „მიიჩნევთ თუ არა, რომ ონლაინ კონფერენციით გიგი უგუალავამ წინაასაარჩევნო კამპანია დაიწყო?“ ნუ, რა ვიცი, ეს ისე მაინც ყოველი შემთხვევისთვის . . .

ვინც თვლის რომ ეს აქცია იყო კოცნისთვის, გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ კოცნას და იყო მოწოდებითი ხასიათის (როგორც ბევრმა ჩათვალა) მათთვის რაიმეს ახსნას უბრალოდ აზრი არ აქვს, არც გავირჯები.

პ.ს. ბიბისი გვატყობინებს: მოსკოვში კოცნა აკრძალეს საზ. თავშეყრის ადგილებზე

ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის, ჯერ ისევ იქ ხართ მეგობრებო.

ვირტუალურ, ოდენ თამამ და აქტიურ პროტესტის მსურველებს კი მოვუწოდებ, დაჯექით სახლში, არაა თქვენი საქმე პროტესტი, რომელიც ვერანაირად დიდი აბლაბუდის ფარგლებს ვერ სცდება!

Advertisements

5 comments on “კოღო ბუზებო, ლიბერალებო

  1. ანუ შენ გინდა თქვა, რომ ეს აქცია გადაუმოწმებელ ინფორმაციას შეეწირა?

    აბა მაშინ პოსტ სკრიპტუმის სიუჟეტი მოდელირებული იყო?

    • პოსტ სკრიპტუმი ალბათ ამ პოსტის შემდეგ იყო.
      აქციის ივენთი და მთელი ეს ტალღა გაკეთდა ამ პოსტის შემდეგ. თორემ მერე კიდევ ბევრმა დაწერა და ბევრი რამე დაემატა (აღმოჩნდა რომ ვიღაც ტიპი დააჯარიმეს ლუდის ბოთლის გამო რუსთავში) ნუ ესეც გაუგებარი ფაქტია. და ვიღაც ერთი გოგო წერდა მგონი ისიც ჟურნალისტი, რომ ლეპტოპი დაიდო მუხლებზე და დაცვამ სთხოვა გასწორებულიყო. აი ეს სამი შემთხვევაა რეალურად ცნობილი 🙂

    • და აქცია რომ არ იყო ორგანიზებული და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ასეთი ფეილი, ეს კიდევ ცალკე თემაა, უბრალოდ ამაზე ძალიან ბევრმა დაწერა და აღარ გავამახვილე ყურადღება.

  2. ვირი წავიდა, ვირი მოვიდა, კაცად ვერ იქცა თვით ქების მადლით…

    ისე, ეგ არა და საპროტესტო მეორე ნაწილი დავტესტე თავად – ლუდის სმის ამბავში და არვის დავუჯარიმებივარ. ფოტოებიც მაქვს 🙂

    • ჰო ლუდის სმაც დავტესტე და არავის დავუჯარიმებივარ. მგონი მართლა მახათის საყრელ ნიუსებს წერს ეს ხალხი რა. ყველა ინტერნეტ პუბლიკაცია თითქმის დრონი.გე და პრესა.გე–ს სტილშია 😀 ნუ სხვადასხვა ფორმებით 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s