მე, ბლოგერი ანუ ინტერვიუ ვირტუალურ მესთან


ინტერვიუ 1
– რა? ბროკერი?
– არა, ბლოგერი
– ბლოკერი?
– დაყრუვდი? ბ ლ ო გ ე რ ი ! ვაჰ
– და რას ნიშნავს ეგ?

ინტერვიუ 2 (სარფის ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი)
კადრში შავ მაისურიანი ბლოგერები შემოდიან
რატომ შავი მაისური? (დაგვიანებული შეროსთოუნობის აღსანიშნავად)
იქვე ნაცრისფერი BMW ჩვეულებისამებრ ამუხრუჭებს და მურთაზები ჩატეხილი ხმით კითხულობენ:
– რა ხდებააა? რამე აქციაა?
– ექსკურსიაა
– თქვენ ვინ ხართ?
– ბლოგერები?
– რა ხაააართ?
– ბლოგერები
– და რას ნიშნავს ეგ?

თითქმის ყველა დიალოგი საკითხის ირგვლივ ამ კითხვით მთავრდება.

ინტერვიუ 3 (ვირტუალურ მესთან) 

დიდი ხანია ბლოგი გაქვთ?

მე ქვეცნობიერად ვარ ბლოგერი 2007 წლიდან, უფრო კონკრეტულად კი ფოტო ბლოგერი, ქვეცნობიერად იმიტომ, რომ წარმოდგენაც არ მქონდა ამის შესახებ. უბრალოდ ჩემ ტელეფონს ჰქონდა ფუნქცია To Blog სურათების გადაღების შემდეგ და მეც ვუშვებდი, როგორც მერე აღმოვაჩინე Blogspot-ზე.

როგორ გაიგეთ ბლოგის მნიშვნელობა?

ზუსტად არ მახსოვს, Fეისბუქის საშუალებით, ლინგვისტუსი დავიმეგობრე, აღმოვაჩინე რომ ჰქონდა თავისი საიტი, რომელსაც ინტერესით ვკითხულობდი (მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რომ ეს საიტი, იყო მისი ბლოგი და ყველას შეეძლო იგივეს გაკეთება).

თქვენ როდის სცადეთ?

მოკლედ, ვუტრიალე აქედან იქედან ლინგვისტუსის ბლოგს, ისე როგორც კოშკს, რომელსაც კარი არ აქვს და მივაგენი გვერდის ბოლოში წარწერას: ”Blog At WordPress.com”, გადავედი და დაიწერა მაგიური სიტყვები: ”Get your own WordPress.com account in seconds” – ასე შევქმენი ბლოგი 2010 წლის 19 იანვარს.

დავუბრუნდეთ ბლოგინგის დღეებს, შარშან არ ჩანდით, ბლოგი კი გქონდათ, რატომ?

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, ალბათ უფრო პოსტ ფაქტუმ გავიგე სურათებით, უმრავლესობას არ ვიცნობდი და თან ისეთი ღვაწლმოსილი, ტოპ ბლოგერები მიდიოდნენ, მე როგორ შევბედავდი . . .

წელს როგორ მოხვდით?

პროექტი გავაგზავნე, რომელიც პოსტი უფრო იყო ვიდრე პროექტი, თუმცა გასაგებად იყო მითითებული რისი გაკეთება მინდოდა ამ პროექტით.

კონკურსი იყო?

არა, ვინც გააგზავნა პროექტი ყველა მოხვდა

სერთიფიკატები?

სერთიფიკატებიც ყველას გადაეცა

რა დაგამახსოვრდათ ბლოგინგის დღეებით?

ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მაღალმთიანი აჭარა, ლამაზი ბუნებით, ხალხით, კუთხისთვის დამახასიათებელი შტრიხებით.

რას იტყვით პროექტების შესახებ?

ბევრი საინტერესო პროექტი წარმოადგინეს, კარგი რამ შეიძლება გამოვიდეს თუ წამოიწყებენ

რა ბედი ეწიათ შარშანდელ პროექტებს?

ჩაილურის წყალი დალიეს

ახლაც იგივეს ელით?

ახლა დროებით დამბები გვაქვს აშენებული

რაც შეეხება სხვა ბლოგერებს? ”ვინც აქ უნდა იყოს და არ არის” სადღეგრძელოთი შემოიფარგლეთ?

არა, რა თქმა უნდა, შარშანაც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ, სახელწოდება არის მეტად ყოვლისმომცველი და პრეტენზიული, ქართული ბლოგინგის დღეები 2010, 2011 არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ 10, 15, 20 ან 30 ბლოგერს. ეს იგივეა რომ თბილისობა აღვნიშნოთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე და დანარჩენი ქალაქი აინუნშიც არ ჩავაგდოთ.

და როგორ წარმოგიდგენიათ ეს დღეები?

არ არის აუცილებელი სერთიფიკატები, პროექტები, გეგმები, იდეები, მაინც არ ხორციელდება, ან თუ ხორციელდება შუა გზაში სულს ღაფავს, ალბათ გავაკეთებდი რაღაც Open Air ან არტგენის მსგავს მასშტაბურ ივენთს, სადაც თითოეული ბლოგერი განურჩევლად ყველაფრისა, შეძლებდა თავისუფლად მოსვლას და დასწრებას, ყოველგვარი კონკურსების, პროექტების და გაწევ-გამოწევის გარეშე.

ასეთი მასშტაბური მოვლენა, ასობით ბლოგერით უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს როგორც ტრადიციული, ისე ახალი მედიის მხრიდან, შესაბამისად შედეგიც უფრო საინტერესო იქნებოდა.

ანუ უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა?

კი, ასე მგონია, ასევე გაიზრდებოდა კომპანიების მხრიდან დაინტერესება და აღარ გამოაცხადებდნენ ბლოგერის ვაკანსიას, სადაც ბლოგერისგან სრულყოფილად ითხოვენ IT skills და კიდევ სხვა უამრავ რამეს . . .

ამბობენ , რომ ბლოგერი იგივე თავისუფალი ჟურნალისტია, ასეა?

მე, თავისუფალი ვარ

რაში გამოიხატება ბლოგერული თავისუფლება?

ყოველთვის ვწერ იმას რაც მინდა, სადაც მინდა და როდესაც მინდა

და არ გიფიქრიათ, რომ ვინმეს გაანაწყენებთ?

კი, მიფიქრია, მაგრამ ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას გაეცინება, ვიღაცას გაუხარდება . . .

Advertisements

15 comments on “მე, ბლოგერი ანუ ინტერვიუ ვირტუალურ მესთან

  1. “- ბლოგერები?
    – რა ხაააართ?” >>>>> ეეე ეს მე და სანი ვიყავით ვისაც ჰკითეს… არადა რა კარგი ბიჭები იყვნენ 😦
    კარგი იყო :))))) ძალიან განსხვავებული და ორიგინალური :)))) კარგი ხარ 🙂

  2. “რა დაგამახსოვრდათ ბლოგინგის დღეებით?” – მეგონა დილის 6–საათს გაიხსენებდი :დ და ისევ გაგვლანძღავდი :დ

    • მე არ დამიტესტავს 🙂 საერთოდ არ ვახსენებ ბლოგ(ები) თუ მაქვს. 🙂 მაქსიმუმ 5 ადამიანი იყოს, მეგობარ-ახლობლებიდან და ისიც თავად მომაგნეს მე არ მითქვამს 🙂
      მაგრამ როგორც ბანკირმა, მახსოვს რომ ბროკერი რაა ხალხი სამში არ იყო. და ჩემი მეგობარი, რომელიც ბანკის დილერი იყო, ხალხს პარტიის ლიდერი ეგონა 🙂

  3. ბლოგერი არ არის ჟურნალისტი..

    შეიძლება ტიპი გადასარევად წერდეს ბლოგ პოსტებს, მაგრამ ერთი რიგითი ჟურნალისტური სტატიაც ვერ დაწეროს..

    ასე რომ…

      • მე ჟურნალისტურ პუბლიკაციას ვგულისხმობ და არა პოსტს.

        ის ვთქვი, რომ ეს ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.

  4. პირველი ბლოგინგის დროს იყო მგონი ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა რომ დაცხეს. 🙂

    ისე, მინიმუმ 10 ბლოგერი მაინც ვიცი, ვისაც წერა ეხერხება და სათქმელსაც ისე ამბობს რომ გაიგებ ადამიანი და კითხვისასაც არ ჩამოგეძინება.
    ჟურნალისტი რამდენი გვყავს ეგეთი არ ვიცი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s