სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი


ახლა დავბრუნდი ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტიდან (თუ რაც ჰქვია) ნუ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული მაგრამ ბევრი ახალი შესასვლელ-გასასვლელია დამატებული, მსუბუქი მანქანები ძალიან მარტივად გადადიან, მძღოლი მანქანიდან არც გადმოდის (დავესწარი პირადად რამდენიმე მანქანის გასვლას) , რაც შეეხება ტურისტების მიმოსვილას, როგორც თურქეთისკენ, ასევე საქართველოს მიმართულებით, ესეც ძალიან გამარტივებულია უკვე და სწრაფად ხდება ხალხის გაშვება, ვინაიდან დაემატა შესაბამისი ტექნიკა ბარგის/ტვირთის შემოწმებისთვის; როგორც საბაჟოს თანამშრომელმა მიპასუხა, ახლა სათითაო ჩემოდანი აღარ მოწმდება, (ეს ჩემთვის საინტერესო კითხვა იყო, ვინაიდან შარშანწინ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა როგორც საზღვრის გადაკვეთისას, ისე გადმოკვეთისას, სათითაოდ ამოწმებდნენ პირად ნივთებს და ჩემოდნებს), რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა.

პუნქტი სრულად არ არის ამოქმედებული, ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასასრულებელი და ისევ მიმდინარეობს მშენებლობა გარშემო პერიმეტრზე.

 

ეს ფეისბუქზე სტატუსად მინდოდა მაგრამ აღარ დაეტია და ბლოგზე წამოვიღე 😀

 

 

Advertisements

5 comments on “სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

  1. ექსკურსიაზე იყავი? 🙂

    მე ერთი წლის წინ გადავედი მანქნით და მაშინ უკვე ძალიან გამარტივებული იყო… და მსუბუქ ავტომობილებს ცალკე უშვებდნენ არა ავტობისების და ჩელოჩნიკების რიგში – ასე რომ ეგრევე გადავედით 🙂

    • ჰო ექსკურსია იყო 😀 მაშინ უკვე დაწყებული იყო გამარტივება ალბათ 😀 განსაკუთრებით ზანგების კომენტარის შემდეგ 🙂 ახლა ჯერ კიდევ დასამთავრებელია

  2. და გონივრული ეჭვი? :დ
    გამარტივებული რომაა, ეს მეორე მხრივ არ მომწონს, ადვილად გაეპარებათ ვინცხა ცუდი ძია :დ

    • ვერ გაეპარებათ იმიტომ რომ სკანერზე ტარდება ყველაფერი, ხელის ბარგიდან დაწყებული ავტომობილებით დამთავრებული

  3. გამოხმაურება: georgian blogging days 2011 « anna's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s