მოგ%*&#@თ კომედიად ქცეული ტრაგედია


ჯერ დავიწყებ იმით, რომ ამ ფილმისგან არაფერს ველოდი, უფრო სწორად ველოდი რენი ჰარლინის მიერ გადაღებულ ტიპიურ, სტანდარტულ, ამერიკულ ბოევიკს, თავისი სპეცეფექტებით, სისხლით, ტვინის ნთხევით და მსგავსი ფილმისთვის დამახასიათებელი სხვა შტრიხებით. ასე თუ ისე, ეს რეჟისორი ნაცნობი იყო ჩემთვის რამდენიმე ფილმით და დიდი ცოდნა და გამოცდილება არ უნდოდა იმას თუ რა ფილმი გამოვიდოდა. არაფერი დამიწერია აქამდე, რადგან ფილმი ნანახი არ მქონდა.
პირველივე კადრებიდან გულს შემომეყარა, სცენარის ძაფი ერაყიდან იწყება, სადაც მთავარი გმირი და სხვა ჟურნალისტები, რეპორტიორები სხედან მანქანაში,  ჩვეული &ლე იუმორის დემონსტრირებით; მათი დიალოგი დაახლოებით ასეთია, რომ აღარ უნდა ხალხს ამდენი ომი, მოსწყინდათ და მოდით სექსზე ისაუბრეთ, როგორია საგანგებო და გადაუდებელ ვითარებაში სექსი? ეკითხება უკან მსხდომთ ოპერატორი და თან კამერის ობიექტივს არ აცილებს მათ.
კარგი ნუ ტექსტი გავიაროთ, მაგრამ ფილმის ქართულმა გახმოვანებამ, აქამდე გახმოვანებულ ყველა ფილმს ”აჯობა” მარგალიტებით, ტაშტი ხმებით, წარმოიდგინეთ სისხლიანი, ბატალური სცენები, ბომბები, ტყვიები, ტანკები, ტრაგიკული მომენტები და ამ ყველაფრის ფონზე, რაღაც წიკვინა, სასაცილო ხმები, იმდენად სასაცილო, რომ პირველივე სცენაზე, რაც ზემოთ ვახსენე დარბაზშიც სიცილი გამოიწვია, მოკლედ, სახეზეა გმირებისთვის, მათი მდგომარეობისთვის, ხასიათისთვის, გარეგნობისთვის შეუფერებელი ხმები და თარგმანი. განსაკუთრებით კომიკურია პრეზიდენტის გახმოვანება, იმდენად არასერიოზულ შეხედულებას აძლევს, გაშარჟებული როლი უფრო გამოდის ვიდრე რამე სერიოზული, დაძაბული . . . წარმოიდგინეთ ენდი გარსია, რაღაც ტრაგიკიკული სახით, მანერებით, მოძრაობით, რომელსაც ერთვის რაღაც გაუგებარი და აბსოლუტურად შეუფერებელი სასაცილო ხმა.
სულ ორიოდე სცენა იყო, სადაც ცრემლი მომადგა თვალზე, ისიც მაშინ როდესაც ეს ავადასახსენებელი გახმოვანება არ ედო და იყო რაღაც მუსიკა ფონად ან ომის ხმები.
მრავალი სისხლიანი მოვლენის, დაძაბულობის შემდეგ, არაჰაეროვნად და საკმაოდ უხეშად გადავდივართ პარლამენტის წინ, პომპეზურ, ტაშფანდურა სცენაზე, ანუ ჩნდება შეგრძნება, განსაკუთრებით კი გარეშე თვალისთვის, რომ ომი მოვიგეთ, მახსოვს მაშინაც აკრიტიკებდნენ და მძიმე სანახავი იყო პარლამენტის წინ რაღაც გაუგებარი ზეიმი, როდესაც ჯერ კიდევ მიდიოდა აქა-იქ ყრუ ბრძოლები, როდესაც ჯერ კიდევ სადღაც -სადღაც დაფანტულმა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება იყო, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმება დაიდო, როდის როდის გამოაღწია იქედან ხალხმა და ადგილობრივი, აქა-იქ შემორჩენილი მოსახლეობისგან იგებდა, რომ ოფიციალურად ცეცხლი შეწყდა; იდგა რაციების ანუ  ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა, 11 თუ 12 აგვისტოს დაბრუნდა ჩემი მეგობარი, დაფანტული ნაწილები, რომლებმაც როგორც ზემოთ აღვნიშნე არ იცოდნენ, არ იყვნენ საქმის კურსში თუ რა ხდებოდა რეალურად და კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას.

აღარ დავწვრილმანდები და არ შევეხები ქორწილის სცენას, რომელიც უფრო რაღაც ტურისტული მიზნებისთვის შექმნილი საქართველოს პრომო უფრო იყო ვიდრე ფილმის დრამატურგიის ამოსავალი წერტილი.  მთელ ფილმში ყველაზე არადაექვატური შემსრულებლის თათიას ძუძუებმა და კერტებმა გადაფარეს ქორწილის სცენა მგონი, მაგრამ მეტ-ნაკლებად შეძლო ამავე სცენის ამოწევა მიშა გომიაშვილმა, რომლის ასეთ კარგ თამაშს და როლის მორგებას სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ორი შესანიშნავი მომენტია მიშას შესრულებით, სიძის სიკვდილი და შემდეგ ქალიშვილის სიკვდილი.
ფილმის კომიკური ელფერის კულმინაცია იყო  გივი ჩაკნორის სიხარულიძის გამოჩენა, გოგის დავესესხები და ”რომელიღაც პრეზიდენტის როლში”, რამაც დარბაზი კიდევ ერთხელ გაამხიარულა.
არ მოგკვლებია ტრადიციული ჰეფიენდები, კოცნები, ჩახუტებები, გადარჩენები, ათასი ტყვიიდან ერთიც რომ არ მოგხვდება და ერთი კინკილა ტყვიით ბოროტი გმირის სიკვდილი მისივე ყმაწვილი თანამოძმის ხელით, რომელიც სიმპატიით იყო ქართველების მიმართ განწყობილი და ეხმარებოდა მათ.
ნორმალურად მორგებული ტიპაჟი იყო სწორედ ეს ბოროტი გმირი, კაზაკი, ასევე რახან კარგზე ვსაუბრობ, მინდა გამოვარჩიო ოპერატორის როლის შემსრულებელი, ბავშვი ეკლესიაში, რომელსაც გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი ასრულებს, უსიტყვო მაგრამ ძალიან მეტყველი როლით. მუსიკასაც შეიძლება ნორმალური ვუწოდოთ, არ იყო გამაღიზიანებელი და არ იყო უდროო დროს, რომელთაგან ერთ-ერთის შემსრულებელი ქეთი მელუა გახლდათ.
გამაღიზიანებელი და მოჭარბებული იყო ფოტორეპორტიორი გოგოს კალიასავით ხტუნვა და ფოტოაპარატის ჩხაკუნი.
არვიცი, ასევე რაღაცნაირად თვალში მომხვდა მეტად ხშირად დასმული აქცენტები რელიგიაზე, ხატებზე, ეკლესიებზე, წმინდა გიორგის თემა მიჰყვება ფილმს, თავისი მედალიონით, ხატებით, მტერთან იქნება ეს თუ მოყვარესთან.
%ლე იუმორი კიდევ ერთხელ განმეორდა, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი ჰყვება ამბავს თუ როგორ დაემართა ფაღარათი ისეთ ადგილას, სადაც არც ხე იყო, არც ფოთოლი, არც ქაღალდი და ძაღლივით ისრიალა მინდორზე – ვერაფერი იუმორია ჩემმა მზემ.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ორიგინალი გახმოვანებაც ფრიად კომიკურ ხასიათს ატარებს, თავისი კონტროვერსიული ელემენტებით.
რაღაც წარმოდგენისთვის გეტყვით, რომ ფილმი ჰგავდა ჰოლივუდის მიერ სუმირებულ კურიერის ომისდროინდელ სიუჟეტებს, თავისი ჰოლივუდური სპეცეფექტებით, ჰეფიენდებით და ვარსკვლავებით.
უცნაურია რენი ჰარლინის თვალით დანახული საქართველო, ომი, შედეგები, ზედმეტად, ზედმეტად მოწოდებული სისხლიანი სცენები, დაჭრილები, ბათქა-ბუთქი, კიდევ ერთი რამ იყო უცნაური, აბსოლუტურად ყველა რეალურ გმირს მსახიობი თამაშობს ფილმში, გარდა პუტინისა, რომელიც პეკინიდან აკეთებს კომენტარს, მიმდინარე მოვლენების შესახებ.
რა უნდა ვაჩვენოთ ამ ფილმით მსოფლიოს? რომ ფული გვაქვს თავზე საყრელი და არ ვიცით სად წავიღოთ? ამ ფილმით გავაგებინებთ იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში ფაქტობრივი, მიმდინარე ომით ვერ გაიგეს? მხარდაჭერა და სოლიდარობა უნდა მივიღოთ ახლა, როდესაც გაგანია სისხლისღვრის დროს მსოფლიო საზოგადოებისგან, ცუდ შემთხვევაში ”შეშფოთება” და კარგ შემთხვევაში ”აღშფოთება” მივიღეთ, რომ რუსეთის მიმართ მოცაცხანე თითების მაგივრად, მოკაკული თითები დავინახეთ? და ახლა ელოდებით ტაშისკვრას? ძალიან ბევრი ხომ არ დაკიდეთ ამ ერთ ფილმზე, ჰა?
და ფილმშიც კარგად ჩანს ეს, როდესაც მთავარი გმირი ურეკავს პროდიუსერს მასალის გადაგზავნის შესახებ და ეუბნება რომ  აქ ომია, სამხედრო დანაშაულია და ეთნოწმენდის შესახებ აქვს მასალები, პროდიუსერი კი პასუხობს, რომ აქ ეგ არავის აინტერესებს, აქ ყველა ოლიმპიადას უყურებს, არავინ აიღებს მაგ მასალას.

და რა არის თქვენი ფილმის მთავარი მესიჯი ეკითხება ჟურნალისტი რეჟისორს, ფილმის მთავარი გზავნილი არის ის რომ ომი არ უნდა დაიწყო, რადგან იგი დაწყებისთანავე წაგებულია.

და აქ რატომღაც კვლავ ფაღარათში მოსრიალე ჟურნალისტი გამახსენდა.

——-

და ბოლოს გაკეთებული ამაზრზენი პრომო

Advertisements

24 comments on “მოგ%*&#@თ კომედიად ქცეული ტრაგედია

  1. არა ეს ციტატა იყო …განსაკუთრებით კომიკურია პრეზიდენტის გახმოვანება, იმდენად არასერიოზულ შეხედულებას აძლევს, გაშარჟებული როლი უფრო გამოდის ვიდრე რამე სერიოზული, დაძაბული…. და მოვაყოლე მერმე ის, ხოხ! ისე ხო რას აბობ :)))

    • 😀 😀 😀 ეგ ხოო, ეგეც არის კი, ხოდა აი უბრალოდ პოსტში ისე არ გადმოიცემა რა, თუ ნერვები გაქვთ უყურეთ, ცოტა დამაკლდა არ გამოვედი დარბაზიდან :დ

  2. დღეს ვაპირებდი მეც, მაგრამ ჩამეშალა.
    მარა ვნახავ აუცილებლად.

    რენი ჰარლინს 2 ძალიან კარგი ფილმი აქვს გადაღებული და ბევრი ცუდი. იმედი მაქვს ეს სადღაც შუაში იქნება.

    • ჰარლინის ზოგი ფილმი მეც მომწონს, მაგრამ ეს….. ღმერთო ჩემო, აქაც სააკაშვილი ჩაერია დარწმუნებული ვარ, როგორც იმ “თავისუფლების” ხიდის ამბავზე… ის საწყალი იტალიელი არქიტექტორი ამბობდა გახსნაზე, მიშა ძალიან დამეხმარაო :/
      აქაც ეგ პონტია, წააშველა ალბათ ხელი.. ღმერთო ჩემო, ჩვენი პრეზიდენტი ჩვენი სახეა, ამას რომ ვფიქრობ, ძარღვებში სისხლი მეყინება :/ ახია ჩვენზე რომ დაგვცინიან

      მე წავალ ვალერიანკას მოვნახავ 😦

      • ვინ ჩაერია არ ვიცი და არც ის ვიცი რა გადაიღეს, მაგრამ 20 ლიმონი ამ ტიპის ფილმისთვის გროშებია. 20 ლიმონად დღეს ჰოლივუდში კატა აღარ დღნაურობს, არათუ გარსია და ქილმერი და კიდევ ერთი-ორი კარგი მსახიობი.
        კონკრეტულად ფილმზე ჯერ ვნახავ და მერე ვიტყვი ჩემს აზრს.

    • ესენი არ არიან ისეთი ძვირადღირებული მსახიობები, მითუმეტეს გარსიასაც და ქილმერსაც საკმაოდ ეპიზოდური როლები აქვთ ამ ფილმში და ჰონორარიც შესაბამისად მიეცათ. მთავარი როლის შემსრულებელი უნიათო და უმარილო ტიპაჟი; ამ ფილმში პროცენტულად რომ ვთქვა ქართული მხარე უფრო კარგად ასრულებს როლებს ვიდრე უცხოური. მასოვკაში მონაწილე დევნილები კატასტროფა, ძალიან არაბუნებრივი და out of scenes მოკლედ პოსტი საკმაოდ ნაჩქარევად დავწერე და ბევრი რამე გამომრჩა, ყველა წვრილმანს აღარ გამოვეკიდე, კიდევ ერთი ორჯერ რომ ვუყურო უფრო მეტს დავწერ. შთაბეჭდილება რჩება აი როგორი იცი რომ სისხლით დაჭრილებით და ტანკებით აკვირვებ მსოფლიოს, ცოტა პრაქტიკული და რეალისტები არ არიან ეს ხალხი, თავი აქვთ ღრუბლებში, მსოფლიომ ერაყი ნახა, ავღანეთი ნახა, რითი უნდა გააკვირვონ? თუ აქ რომ მოხდა ისეთი ომი არსად არ მომხდარა? სულ არ გადაეღოთ ჯობდა ან რამე სხვა გაეკეთებინათ, ნორმალური უფრო არ ვიცი 😦

      • ახლა მსოფლიოს ყველაფერი აქვს ნანახი.

        ჰონორარები არ ვიცი, მაგრამ ზოგს ეპიზოდურ როლში აუღია მაგდენი თანხა. 🙂 რეალურად ეგ ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო. მაგის შესაბამისი ფილმი თუა, მაშინ ნორმალურია.
        ისე, ფბ-ზე ვოლზე რაც დავდე, ნახე 🙂 არაა ცუდი შედეგი.

    • სადღაც წავიკითხე ომში მონაწილის თუ არ ვიცი არ მახსოვს ვიღაცის კომენტარი, ფეხებით არის დასსაკიდი რეჟისორი, ქართველი ჯარისკაცი რა პონტში დააჩოქაო 😦 წარმომიდგენია ახლა როგორი იქნება ფილმი ომში ნამყოფი ჯარისკაცის თვალში 😦

  3. მე არ ვაპირებ ამ ფილმის ნახვას და ეს იქნება ჩემი პროტესტი ტრაგედიის კომედიად ქცევის გამო..

    კარგა ხანია მინდა დავწერო და ამ დღეებში მოვაბამ თავს.

  4. რამდენი ხანი არ ვყოფილვარ კინოში
    ნეტა არ მენახა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
    ფული რომ არ ვიჩივლო, სულ ცოტა 2 სათი დამაკარგვინდა და ბევრად უფრო საინტერესოდა გავატარებდი მაგ დროს

    მუსიკა კაპიკად არ ვარგოდა
    მარტო 2 მომენტი, ფილმი როცა იწყება მაშინ არა უშავდა გაელვებას და მერე ქეთ მელუა მღერის რაღაცას რესტორნის ფონზე. დაძაბულ მომენტებშ სულ არ დაედოთ მუსიკა სჯობდა. ისე სულელური ემლოდიები იყო

    სიუჟეტი იდოტური, გამოგონების მაგიერ, რაიმე რეალური გაეკეთებინათ, ცოტა ცუდი გაგვიკეთეს ოსებმა და რუსებმა ომის დროს? რაღაცა სიაფანდობის ნაცვლად
    არადა მეგონა მართლა რეალურ ფაქტებზე იქნებოდა.
    კაზაკ სადისტს არა უშავდა, ამგრამ სპეცრაზმის მეირ შენობის იერიში, ვერტმფრენების შეტევა, ტანკები კადრებშ ვერანაირ კრიიკას ვერ უძლებს, თუ სამხედრო საქმესთან და ჯჯართან ოდნავი შეხება გაქვს ან ერკვევი მსგავს რამეებში
    რუსულ და ქართულ ტექნიკას რომ ყველას ქართული ამოსაცნობი ნიშNები აქვს ეგ ხო უკვე პრობლემაა, სად გიანხავთ შვიდქიმიანი ვარსკვლავით ან რუსული სამხედრო ვერტმფრენი, ან კიდევ ამერიკული?
    როდის აქეთია რუსულ ტანკებს სიმ-1 აწერია მოდიფიკაციის აღსანიშნავად

    ის ფოტოგრაფი გოგო საერთოდ ნერვებს მიშლიდა
    და ფილმის ბოლოს, ყველაზე კეთილშობილი აღმოჩნდა რუსი პოლკოვნიკი, რომელმაც დაჭრილებიც გაუშვა და ის ქვედანაყოფიც, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე მისი მოკვლა ცადა
    ვერაფერს იტყვი რა

    • მეც ეგ აღვნიშნე კომენტარებში, წარმომიდგენია რა იქნება სამხედრო პირის თვალით დანახული ეს ფილმი. მუსიკის ნორმალურობა სხვა საშინელებების ფონზე გამოვკვეთე თორემ საქმე საქმეზე რომ მიდგება ვერც ეგ გაქაჩავს 😦
      სპეცრაზმის ოპერაცია ტყვეების გამოსახსნელად ხომ სუფთა ამერიკული ტიპიური მომენტი იყო, არ ვიცი არ ვიცი 😦

  5. სიუჟეტები უამრავი იყო ნამდვილად, ჯერ მე მაქვს რამდენიმე ათეული მონათხრობი ნათარგმნი რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, იქაური მოსახლეები, სხვადასხვა სოფლებიდან იგონებდნენ დეტალურად რა სად და როგორ ხდებოდა, არაჩვეულებრივი სცენარი შეიკვრებოდა იმ მონათხრობებისგან, თან განა ერთი, არამედ რამდენიმე ფილმისთვის 😦

  6. აი მაგას ყველაფერს ზუსტადაც რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
    სად გინახავთ არბალეტი რომის იმპერიაში?
    და ლივაის 501-ში გამოწყობილი რომაელი ლეგიონერი გინახავთ სადმე?
    და სვოჩის საათი რომაელის ხელზე?
    ჰოდა მაგ ყველაფერს სადაც ნახავთ იმ ფილმმა ნახევარი მილიარდი მოიტანა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s