სოლიდარობა არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომას


მაშინაც ვეთანხმებოდი ამ გამოსვლას, როდესაც ლაივში ვუყურებდი, და ახლაც, ამდენი წლის შემდეგ  კიდევ უფრო ვეთანხმები.  მაგრამ სად გვცალია ჩვენ დათმობისთვის, სოლიდარობისთვის,პატივისცემისთვის, მერე ერთმანეთის დასაძიძგნი დრო ხომ აღარ დაგვრჩება . . .  

ერთი რამე მინდა ვთქვა რა, აქ ახლა ვინც არიან შეკრებილი 2 თვეა, ერთნი ხო ვართ არა? რეალურად ერთნი . . .

მაგრამ მე ერთი განცდა მაქვს, რომელსაც ვერ დავმალავ და მინდა რომ გითხრათ აქ მყოფთ და ასევე მაყურებლებს, რომ ჩვენ ქართველებს, ჩემი აზრით, მაპატიეთ რომ ამხელა სიტყვებს ვილაპარაკებ, არ მინდა ამპარტავნად გამომივიდეს, როგორც მე ვფიქრობ ისე გეტყვით, ეს პრობლემები დღეს, რაც დგას ჩვენს სახელმწიფოში, დგას ნებისმიერ სახელმწიფოში და ხვალ ეს ხალხი რომ მოვიდეს ეს ოპოზიცია მთავრობაში, ამათაც იგივე პრობლემები ექნებათ, ეს ას პროცენტიანი ვიცი, მე პირადად, და იმედია აქ განსხვავებული აზრის მოსმენაც შეგვიძლია, და მე რომ არავის მოგზავნილი არ ვარ ეგეც იცით, იმედია . . .

და ერთი რამის თქმა მინდა, ჩვენ ერთი მთავარი . .მოდი მაგალითს მოვიყვან პატარას, მანქანები ხომ გვყავს ყველას, ხო და იმით ვმოძრაობთ მთელი დღე, მე პირადად ხო, ჩემი ეზოდან გამოსასვლელად მჭირდება ხოლმე ერთი ორმოცი მანქანის ლოდინი, რო რომელიმემ დამითმოს და ეგ არც მიშა სააკაშვილის ბრალია, არც წერეთელის და არც დიასამიძის, ეს არის ჩვენი შეგნების ბრალი . . .

ხალხო, მოდი რაღაცა გადავწყვიტოთ ჩვენ თავში, რო შევიცვალოთ, ერთმანეთის პატივისცემა გავიჩინოთ, და ესეთი პრობლემები სულ გვექნება, და ეხლა რა გგონიათ, რო შემდეგი მთავრობა, მესამე, მეშვიდე უფრო ის იქნება . . . ყველა მთავრობას თავისი პრობლემები ექნება ჩვენთან (უკვე ისმის ხალხის უკმაყოფილო სტვენა) ეგ არის, ხო მაგრამ აი დათმობა არ ვიცით ჩვენ, გაიგეთ, პრობლემა არის შეგნებაში, ოცი მანქანა რომ არ გითმობს და მეორმოცე გითმობს, ღვინოში რომ შაქარს ვყრით და წყალს რომ ვასხამთ აი ეგ არის პრობლემა და მოდი ერთად გავაკეთოთ ის რომ აღარ დავაყაროთ ეს შაქარი ღვინოს და ჩაიბარებს კი არა ნებისმიერი ქვეყანა მოითხოვს და ნებისმიერ მოქალაქეს მოუნდება.

მოდი დავწყნარდეთ,  წყალს და შაქარს ღვინოს მანამ დავაყრით, და მანამ ერთმანეთს არ დავუთმობთ გზას, კაროჩე მთავრობები შეიცვლება და ჩვენ ესე ვიდგებით და რა ვიცი მე ჩემი აზრი გითხარით, ბევრს არ მოსწონს ვხედავ, მაგრამ მაინც გითხარით, გამოსავალი რა არისო, მეკითხებიან . . . გამოსავალი არის სოლიდარობა და სოლიდარობა არ არის კომუნისტური სიტყვა, სოლიდარობა არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომას, და მაგის შნო თუ გვაქვს, მოდი ერთმანეთს ვაჩვენოთ ყოველდღიურში რა . . ყოველდღიურში და არა მიტინგებზე 2-ში, 8-ში, 23-ში და ა.შ.

დიდი მადლობა, ნახვამდის (გადის)

(კვლავ სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები)

3 ნოემბერი, 2007 წელი.

ნიაზ დიასამიძე

Advertisements

6 comments on “სოლიდარობა არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომას

  1. ნამდვილად არ არის ნიაზ დიასამიძე ის ადამიანი რომელსაც შეიძლება ენდო, ყველა მთავრობის მომხრე როგორ შეიძლება იყოს ადამიანი… მით უმეტეს საქართველოში..
    მოკლედ ადამიანი ან ხარ ჯიგარი და არ ხარ ხელისუფლების კაცი ან ხარ კონფორმისტი და არ გიტყდება ამის..

    • ნებისმიერ შემთხვევაში ეს სიტყვები ყველაზე მეტად შეეფერება მაშინდელ მდგომარეობსაც და ახლანდელსაც. თუმცა ამის პოზიცია თუ ვის მხარეს არის, კონკრეტულად არ მახსენდება 🙂

      • სოლიდარულ კულტურაზე დგას დასავლეთი, რეალური დასავლეთი და არა ის წარმოსახვითი რომელიც ჩვენი მედასავლეეთეების წარმოსახვაში არსებობს///
        მაგრამ ჩვენთან ორნაირი კრიტიკაა პირველი ეს არის ტიპა ნიაზ დიასამიძე აი მე ჯიგარი მაგარი ტიპი ვარ და სხვები რომ არ არიან იმიტომ გვენძრევაო და მეორე რას ამბობ დასავლეთმა დაგვანგრია თორემ უმაგრესი სახელმწიფო ვიქნებოდითო…

        სანამ ამ ორი მარაზმს არ მოვიშორებთ მანამდე სერიოზული პრობლემები გვქენება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s