მრისხანების დღეს გილოცავთ!


ჩემ მეხსიერებაში, პერიოდული მიტინგები 1989 წლიდან ილექება, არც ხალხი და არც მოთხოვნები არ იცვლება, უბრალოდ უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის სურათები იდება. ჩემი პირველი და უკანასკნელი გაელვება მიტინგზე, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ლექციაზე ვისხედით, მაგრამ მთელი გულისყური ტელეფონისკენ მქონდა, რადიოთი ვუსმენდი მიმდინარე მოვლენებს, ასე შევიტყვე, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი პოლიციის ძალით და სახანძრო მანქანების (წყლის ჭავლით)  დაარბიეს. რა თქმა უნდა სასწრაფოდ დავტოვეთ ლექციები და რიყისკენ გავემართეთ, სადაც გადაიტანეს შეკრება, მაშინაც წვიმდა (ისე სულ წვიმს მიტინგების დროს), გაითიშა შუქი, ვერ რთავდნენ აპარატურას, როგორც შემდეგ თქვეს მოსახლეობის რაღაც ნაწილსაც გაუთიშეს შუქი, რამაც პრინციპში კიდევ უფრო ხელი შეუწყო ხალხის გარეთ გამოსვლას. რიყეზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა მეტ-ნაკლებად ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, არ ვიცოდით, რომ მაგალითად ტელევიზორში ნახევარ კადრზე რიყეზე ხალხს და ნახევარ კადრზე ჩვენსკენ მომავალ სპეცნაზს და პოლიციას აჩვენებდნენ.  დიდი ხანი არ გაგრძელებულა იქ დგომა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნელ-ნელა გაქრნენ თვალთახედვის არიდან, ვიღაც უცნობი ადამიანები გამოდიოდნენ სიტყვით. ის იყო, მე და ჩემმა მეგობარმა წასვლა დავაპირეთ და პირველი სროლის ხმა გაისმა, ავარდა კვამლი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, გავიხედე და მწყობრად დაღმართზე მოემართება სპეცნაზი და თან ცრემლსადენი გაზის ჭურვებს ისროდნენ, დაბნეული ხალხი რამდენიმე წამი ადგილიდან არ იძვროდა, მეორე მხრიდან მოემართებოდა პოლიცია, ანუ ერთადერთი გზა ამ ვაკჰანალიიდან თავის დაღწევის იყო ვიწრო და მოუხერხებელი ღვინის აღმართი, შესაბამისად, მთელი, ამ ხალხის მასა მიაწყდა აღმართს, ავრბოდით, გაზის ჭურვებს დაამატეს რეზინის ტყვიებიც, ღვინის აღმართს მცირე კლდე მიუყვება მოგეხსენებათ, ეს ჭურვები ამ კლდეს ეხეთქებოდა, კლდიდან რაღაც ნამსხვრევები ცვიოდა, ერთი ჭურვი პირდაპირ ფეხში მოხვდა, ჩემს უკან მორბენალ ბიჭს, საბედნიეროდ ხალხი არ დაიბნა, უცებ ჩაავლეს ხელებში, ფეხებში ხელი, აიყვანეს და ზემოთ უკვე ტაქსით საავადმყოფოში გააქანეს.  ჭურვები და ტყვიები არ წყდებოდა, მივრბოდით, სუნთქვა შეუძლებელი იყო, ვიხრჩობოდით, თვალებიდან ცრემლები, ხველა, სპეცნაზი და პოლიცია ისევ მოგვდევდა, ყველა წავედით სამებისკენ, სამებაში შესვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ”გაქრნენ” მიტინგიდან, უკლებლივ უკვე იქ იყვნენ, მშვიდად ზოგი კიბეზე იყო ჩამომჯდარი, ზოგი სანთელს ანთებდა, ერთადერთი მახსოვს მაისაშვილი შემოვიდა ჩვენთან ერთად, დანარჩენს გარკვევით ეტყობოდა, რომ რამდენიმე ხნის წინ ანუ დარბევის დაწყებამდე იყვნენ ასულები სამებაში. რა პარადოქსია, სწორედ მომდევნო დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობის შესახებ მიიღო დადგენილება, დაუჭირა რა მხარი დემოკრატიის მშენებლობას, ქვეყნის მშენებლობას, არ ჩამოშლას, სიტყვით გამოსვლისას, პირდაპირ და ნათლად ამბობს – სახელმწიფო შედგა .
მაშინ არ მქონდა ბლოგი, ტელეფონით გადაღებული ვიდეოები, სადაც ეს ყველაფერი ჩანს დიდი ხნის წინ შეეწირა ვირუსებს.
დღესაც ისევ მიტინგებია, ისევ იგივე ლიდერები თუმცა არა იმდენი ხალხის გარემოცვაში, რაც 2007 წელს იყო, გაუთავებელმა ურთიერთდაპირისპირებამ, ერთმანეთის ლანძღვა-გინებამ, ლანძღვა-გინების შემდგომ მოდელირებულმა შერიგებებმა, შეკრების და მოშლა-არ მოშლის სადღეგრძელოებმა, ხალხის ნდობის დაკარგვა გამოიწვია. უამრავი ადამიანია ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით, სოციალური პრობლემებით, უმუშევრობის და სიღარიბის დონით, სხვადასხვა სისტემაში არსებული ხარვეზებით და ა.შ. მათ შორის მეც, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ წარმოდგენილი ლიდერების რაიმე სახით მხარდაჭერას და ასევე არ ვაპირებ, მიტინგებზე გამომსვლელების სიძულვილის ენას ჩემი მხრიდან რაიმე სახის სიძულვილის ენა დავუპირისპირო და ამით ვითომდა ”გული მოვიოხო”.
ხვალ ოპოზიციის თქმით მრისხანების დღეა, არ ვიცი შეიძლება ერთბაშად ჯიბიდან ამოიღონ მრისხანება ან რამე მრისხანების ყუთი გახსნან, მაგრამ ეს არ მაინტერესებს . . .
მე ხვალინდელ მრისხანების დღეს, დასვენების დღედ ვაცხადებ , მიტინგების დაღლილობისგან დასვენების დღედ.

აი ასე უბრალოდ, დასვენების დღეს გილოცავთ ხალხო! 🙂

——————–

7 ნოემბერი, 2007 წ.

Advertisements

One comment on “მრისხანების დღეს გილოცავთ!

  1. 2007 წლის 7 ნოემბერი ძალიან ცუდად მახსოვს.. ორივე მხარეს ვერ ვიტან :/ უბრალოდ, მშვიდად ვერ ვიტან : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s