ოპერაცია ”ჩიხირთმა”


რამდენიმე ხნის წინ დავწერე პოსტი, რესტორანზე ”შემოიხედე გენაცვალე”, ამის შემდეგ წესით მე ამ რესტორანში ფეხი აღარ უნდა შემედგა, მაგრამ მეგობრებს ხათრი ვერ გავუტეხე, და შევედით, ოღონდ ამჯერად ჭავჭავაძის ფილიალში. წინა გამოცდილებიდან, ანუ მეორადი ხინკლის და მწვადის თავიდან ასაცილებლად, მივმართე ოპერაცია ”ჩიხირთმას”, ვიფიქრე ამას მაინც მოიტანდნენ ნორმალურად. ვერ მოგართვი! (პრეზიდენტის პაროდისტის ინტონაციით), მეგობრის მიერ შეკვეთილი ხორცის ხინკალი იგივე მეორადი ვარიანტი იყო, ჩემი ჩიხირთმა გაყინული ქათმის ფილესგან იყო მომზადებული, ხოლო ბოსტნეულის ხინკალი ახალი მომზადებული მოიტანეს.
ამის შემდეგ ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ რესტორნის არცერთ ფილიალს აღარ ვესტუმრებოდით. (იხ. სურათები)

მადლობა ფორთხლებს ფოტოებისთვის 🙂

  ჩანგლით განგმირული 😀

Advertisements

13 comments on “ოპერაცია ”ჩიხირთმა”

  1. “შემოიხედე გენაცვალე” მარჯანიშვილზე რომ არის, ეგაა ხომ? ხომ…
    ხოდა, უსაზიზღრესი მომსახურეობა აქვთ.
    – ჩამოღვენთილი სახეები, ღიმილი რომ სანატრელი გაგიხდება.
    – დაგვიანება შეკვეთილი კერძების მოტანისას.. სულ უბრალო მაგალითი: წყალი ვითხოვეთ და სანამ მოიტანდნენ ნახევარი საათი გავიდა. მერე მენეჯერს ვუთხარით და ბიჭმა მომტანმა მოგვიცუნცულა ფრაზით: ვის უნდოდა წყალი? წყალი იყო მაღალ, სვეტივით ფორმის ჭიქაში ჩასხმული, ორი ყინულის კუბიკით :/
    – უგულისყურობა, ისე გისმენენ თითქოს კედელს ელაპარაკებოდე
    და პლუს ამას: კატასტროფა ფასები…
    მე მართლა აღარ შევალ მანდ… წინა კვირა დღე იყო ბოლო წვეთი 🙂

  2. ვაიმე ვაიმე ვაიმე
    უკვე გახვრეტილი ხინკალი მოგიტანეს? :O და რა ქენით მერე? აუ მე კიდე ტერემოკზე ვწუწუნებდი 😦

    თქვენ კიდე, წადით მირზაანში, ნუ უჯერებ ელერდაშვილს, მირზაანი ჯობია ყველას, ჯერჯერობით მაინც, სანამ მაგასაც გააბანძებენ 😐

    • არა ეგ ხინკალი ჩვენ გავხრიტეთ კიდევ მესამედ თუ მეოთხედ რომ არ შეეცხელებინათ 😀 😀 😀

      ბოსტნეულის ხინკალი იცი როგორ განსხვავდებოდა? აუჰ, პრინციპში რა ყველა ამჩნევდა განსხვავებას ახალსა და ხელმეორედ შემოტანილს შორს 😦

  3. კერძები არ მახსოვს, მომსახურება კი უბანძესი აქვთ.
    ისეთ შეგრძნებას ტოვებენ, თითქოს უფასოდ გემსახურებიან და თან მანამდე სხვა ვალიც გქონდა მათი.

    • ხო მომსახურებაც დიდი ხანია გააფუჭეს, ძალიან უგერგილოდ, არადა ადრე ყურადღებიანი, თავაზიანი პერსონალი ჰყავდათ, მახსოვს, ხშირად დავდიოდით.

  4. დღეს “მირზაანი” მართლა ყველას ჯობს 🙂 “მაჭახელასაც” არა უშავს, ნატახტარის ლუდს თუ არ დალევთ მანდ 😀 ხაჭაპური, ლობიანი და სხვ. ნამდვილად ახალი მოაქვთ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s