პოპულის ვირთხა, ნიჭიერის კატა და პოპულის ძაღლი


ბოლო მოვლენების შემყურემ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია შედგა, შედგა, დაწყებული სუპერმარკეტში ვირთხის კუნტრუშით და დამთავრებული ტელევიზიის წინ მოფსმით.
პირველად გაჩნდა ვირთხა, რომელიც დაბნეული დანავარდობდა პოპულის დახლებზე, შემდეგ ლოგიკური იერარქიის გათვალისწინებით ველოდი კატას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაჩი თურქიას წაუყვანია ნიჭიერში საწკმუტუნოდ (წინა გამოსვლაზე ჟიურის სამი წევრი დააჯერა, რომ კატას ალაპარაკებდა), შესაბამისად კატის პოდკასტი ჩავარდა და გადავედით პირდაპირ ძაღლზე.
კადრში ჩვეულებრივი ძაღლია, სავარაუდოდ ქუჩის, პოპულის კარი ხომ მუდმივად ღიაა ყველასთვის, ზამთარ-ზაფხულ, თანამშრომლების წივილ-კივილის და გადაძახილის ფონზე, დაბნეული ძაღლი, მართლაც რომ მოსაჯმელი ძაღლივით დადის, ჰოდა, მანაც, არც აცია, არც აცხელა და მშვენიერი პოდკასტი დადო, თან რამდენიმე ადგილას.
ცხადია, ვირთხას, კატას და ძაღლს დამცველები გამოუჩნდნენ (აქ მინდა რომ რამე იგავ-არაკი გამახსენდეს, მაგრამ ვაი რომ არ მახსენდება);
გამოიყენესო, ვირთხა და ძაღლი პოპულის კონკურენტმა გამოიყენა შავი პიარისთვისო, ამის მთქმელს მგონი პოპულში ფეხი არასოდეს დაუდგამს და არაფერი შეუძენია. პოპულს არ სჭირდება კონკურენტების შავი პიარი, ის თავად ზრუნავს ამაზე ყოველდღე. აგრესიული თანამშრომლები, ფასთა მნიშვნელოვანი ცვლა დახლსა და სალაროს შორის, ვადაგასული პროდუქტი, მზა საკვების არაჰიგიენურ პირობებში მომზადება, ვირთხა, ძაღლი, ეს პოპულის შავი პიარის არასრული შავი მარგალიტებია, სამწუხაროდ.

პ.ს. არადა თხუნელა უფრო პოპულარული არ იყო? გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით 😀

Advertisements

4 comments on “პოპულის ვირთხა, ნიჭიერის კატა და პოპულის ძაღლი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s