ვაპატიოთ სტურუას, ზანგი ხომ არ არის?


ყველაფერი ერთი ინტერვიუდან დაიწყო, რომელიც სიმართლე გითხრათ სამჯერ ჩავიკითხე-ავიკითხე და საერთო აზრი მაინც ვერ გამოვიტანე, უმეთვალყურეოდ დარჩენილი, პატარა ბაიას ცუდად აწყობილ ფაზლს ჰგავდა, რომელიც ყველა მხრიდან გაურკვეველი შინაარსის გამოსახულებას ქმნიდა.
ამის შემდეგ რაც კონკრეტულ შეკითხვას და პასუხს მოჰყვა, ცოტა არ იყოს შორს გავარდნილ და კონტექსტიდან ამოვარდნილ ჭმუნვად მეჩვენება, რითაც ოდენ პატივცემული საზოგადოება ვირტუალურად და აქტუალურად დაკავდა. რა თქმა უნდა არ არის მისასალმებელი ეთნიკური თუსხვა ნიშნით ადამიანების გამოყოფა და ადამიანები უნდა დაუკვირდნენ ხოლმე სად, რას და როგორ ამბობენ, იქნება ეს რობიკო სტურუა თუ ნებისმიერი, რიგითი მოქალაქე.  თქვა და თქვა, როგორ თქვა ეს იგულისხმა, ის იგულისმხმა, ამას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს.
საინტერესო იყო ის, რაც შემდეგ ამას მოჰყვა, ისეთი ლანძღვა-გინების კორიანტელი დადგა, თითქოს ჩასაფრებულები ელოდნენ როდის იტყოდა რობერტ სტურუა სიტყვას ”სომეხი”; რა ქნა რობიკომ? მთელ ”ელიტას” მაზოლზე ფეხი დააჭირა და ჭრილობაზე მარილი მოაყარა; და გმინავს ”ელიტა” ტკივილისგან, ჰოი, როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ, თურმე რამდენი უფლების დამცველი გვყოლია და არ ვიცოდით, ქვეყანა თავზე რომ გვექცევა, მაშინ ხმის ამომღები ხომ კაცი არ მოიძებნება, არც ქალი!
ჩემი აზრით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს დინოზავრს, როდესაც ის თემურ ჭყონიას შეადარა პრეზიდენტმა, ასევე დელფინსაც, რომლის კბილების დისკრედიტაცია მოახდინა, შეადარა რა ვერა ქობალიას უფრო დიდ კბილებს. სად იყავით მაშინ? რატომ არ დაიცავით დელფინის კბილები?
მოდი მე დინოზავრის და დელფინის პატარა კბილების უფლებებს დავიცავ. რა საქმე მაქვს სხვა!
სწორედ ის ხალხი ვინც დღეს თავგამოდებით ლანძღავდა სტურუას ამ გამონათქვამისთვის, ასევე, ანალოგიური თავგამოდებით იცავდა პრეზიდენტს, გამოთქმისთვის ”ჩვენ რა ზანგები ვართ?” აააჰ, ის ამას არ გულისხმობდა? მაშინ არც სტურუა არ გულისხმობდა ბატონო ჩემო და მოდი დავწყნარდეთ ყველა.
გენდერული ბალანსი გინებაშიც მიღწეულია, ქალი თუ კაცი ყველა ერთნაირად აგინებდა, მას და მის შემოქმედებას.
არ მესმის როდესაც, ავტორს მისი ქმედებების გამო, მის შემოქმედებას აგინებენ შემდგომ, მოიხსენიებენ უნიჭოს, უგემოვნოს, უაზროს, ისე თითქოს ჰამლეტი მე დამედგას ლონდონში, რივერსაიდის სცენაზე.
რბილად რომ ვთქვათ ბევრი აკლიათ ამ ადამიანებს მისი შემოქმედების გაგებამდე, და რა ვიცი აწი ცოტა გვიანიც ხომ არ არის მათთვის, რაიმეს გასაგებად?
ეს უბრალოდ ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი წყენა, გამონათქვამი და უბედურება განზე უნდა გადადო და შემოქმედებით დატკბე, იქნება ეს სპექტაკლი, წიგნი, ფილმი თუ სიმღერა . .  .
”შენ მე გამაბრაზე და მე შენგან არაფერი მინდა, მე შენი აღარაფერი მომწონს” ძახილით, ყველა პატარა ბაიას ჰგავს ეს დღეებია.
მარტივია ყველაფერი, ისევე როგორც მარტივია სპექტაკლის კულმინაცია:
”არტურ, შე ბოზო, შენა”
რაც დღეს კიდევ უფრო ადექვატური მეჩვენება!
ამ დროს სხვა რა დაგრჩენია, უნდა წამოხტე და შესძახო, ბრავო, ბრავო, ბრავო, და მხოლოდ სპექტაკლიდან გამოსვლის შემდეგ იგრძნო, როგორ გეწვის ხელისგულები ტაშისკვრისგან.
———————
პ.ს. გუშინ ჩემმა კარის მეზობლებმა (სომხები არიან) შესანიშნავი ტოლმა შემოგვაწოდეს, მერე რა რომ ხანდახან დავაა, პირველად ვინ მოიფიქრა ტოლმა, ამით ტოლმას არაფერი აკლდება, პირიქით ის უფრო გემრიელდება.
———————

პ.პ.ს. Каждый понимает по мере своей испорченности ან უფრო სწორად, по мере собственной ксенофобий

ფრაზა

სხვა საკითხავი

Advertisements

38 comments on “ვაპატიოთ სტურუას, ზანგი ხომ არ არის?

  1. სათაურის წაკითხვიდანვე მივხვდი, რომ კარგი პოსტი მელოდა.
    “თითქოს ჰამლეტი მე დამედგას ლონდონში, რივერსაიდის სცენაზე” – ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ჰამლეტი ვისი დადგმულია, თუ რამე წამოგცდა, ლიბერალიზმის დედები და მამები მყისვე ყელში გწვდებიან “სირო, სიროს” ძახილით :(((

  2. ნიკიტა მიხალკოვი გამახსენდა ახლა, პუტინის მეხოტბეა და იმპერიალისტიო და ძირსო!
    მაგრამ მაინც მაგარი რეჯისორია და მსახიობი და შ….ით ახლა 😀

  3. აიიი, აღვფრთოვანდი!!! პრიამა ვ ძესიატკუ :)))
    არ მაინტერსებს ვუდი ალენის მრწამსი და ცხოვრების სტილი, მე ვგიჟდები მასზე, როგორც რეჟისორზე და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება მაქვს “აღვირახსნილი”–ქსენოფობი–ჰომოფობი–ნარკომანი–პედოფილი–კრეტინოფილი–ბლაბლაბლოფილი ხელოვანების მიმართ!!!

  4. ანალოგია სრულიად უადგილოა.
    “ჩვენ რა ზანგები ვართ?” არის ქართული იდიომი. დებილური იდიომია და არასწორი, მაგრამ ენაში დამკვიდრებულია მრავალი წელია უკვე და ხშირად სიტყვის მასალად და გაუაზრებლად იყენებს ვინც იყენებს.
    სტურუას ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში იყო.

    • მეორე ამბავია ადამიანი ერთ რამეში თუ მაგარია და არიქა ხელშეუხებელია და იდულიგენციაა აქვს ლაიფთაიმ…
      ესეც სისულელეა.
      ჰოკეიში მეკარე სანამ კარის მოედანშია – მის წინააღმდეგ ძალოსნური ილეთის გამოყენება ისჯება, მაგრამ თუ გამოსრიალდება საჯარიმოდან – ჩვეულებრივი მოთამაშე ხდება.
      სტურუა რუსთაველის სცენაზე მაგარია, იგივე მიხალკოვი იქნება ტრიერი თუ გალიანო, მაგრამ თუ სხვა საქმეში მიქარა რა ხელშეუხებელია?
      ჰამსუნზე დიდი მწერალი ნორვეგიელებს ყავთ ბევრი? მაგრამ გაასამართლეს.

      • მე არ ვამბობ რომ ხელშეუხებელია, თუ დამნაშავეა უნდა დაისაჯოს, მე არ ვამართლებ ასეთ ისტერიკას რაც ამ ამბავს მოჰყვა და არ ვამართლებ ამის გამო ადამიანის შემოქმედების ლანძღვას და უნიჭოდ და უგემოვნოდ მონათვლას.

      • მე მგონი მაინც სხვა კონტექტსტში თქვა და ზოგადად გულისხმობდა არაქართველს რომელმაც შეიძლება ისეთივე დამოკიდებულება ვერ გამოიჩინოს საქართველოს მიმართ, როგორც ქართველმა. თუმცა ისტორიულად იყვნენ ცუდი ქართველებიც, მოღალატე ქართველებიც და ასევე ცუდი არსებოდეს ყველა ერში და ქვეყანაში.

      • არანაირად. ის იდიომატური გამოთქმაა, რომელიც იმ დროიდან მოდის, როცა ზანგები იყვნენ მონები. ზანგი მონის შესატყვისადაც კი იხმარებოდა. ძველ გაზეთებში მონის ნაცვლად იყენებდნენ კიდეც…

        სომეხუ სულ სხვა კონტექსტში იყო გამოყენებული.

        წესით, ჩემზე კარგად უნდა იცოდე, რომ მართალი ვარ… მაგრამ შენ სააკაშვილი არ გევასებოდეს ეგ რა ზანგების ბრალია. 🙂

      • მოიცა მოიცა,
        ის ზანგებზე გამონათქვამი სულ სხვა კონტექსტში მახსოვს მე,
        “ჩვენ რა ზანგები ვართ?” – “ჩვენ რა მონები ვართ”-ის მნიშვნელობით რომ ყოფილიყო ნათქვამი, ნაკლები ხმაური მოყვებოდა.
        იქ ითქვა საბაჟოზე ისე ხვდებიან სტუმრებსო, ჩანთებს უტრიალებენო და რაღაც, როგორ ვიქცევით, ჩვენ რა ზანგები ვართო? ანუ ველურების მნიშვნელობით.

        ასე რომ, ეგ შედარება, მართლაც უადგილოა 🙂 იდიომატური გამონათქვამი არ იყო ის, არაკორექტული იყო, უბრალოდ 🙂

  5. litterator :
    არ ვამართლებ ამის გამო ადამიანის შემოქმედების ლანძღვას და უნიჭოდ და უგემოვნოდ მონათვლას.

    ეგ ჰო…
    მე არ მიმიდევნებია თვალი ვინ რა თქვა. თუ ვინმე არის, ვინც გუშინ აქებდა როგორც რეჟისორს და დღეს ამის გამო ამბობს – არ ვარგაო…
    თუმცა, ბევრი ვიცი, ვინც ადრეც ამბობდა ზედმეტად გროტესკული სპექტაკლები აქვსო.

    ისე კი სტურუა კარგა ხანია უკვე ბევრ სისულელეს ამბობს ზოგადად არათეატრალულ თემებზე. ეს პირველი შემთხვევა არაა.

    • არა ნუ მართლა ისეთი კორიანტელი წამოვიდა ლანძღვა–გინების, პირადი, შემოქმედების თუ სხვა, სხვადასხვა ადამიანებისგან, ვისაც თუნდაც კარგ ხელოვნებათმცოდნეობაზე, კინოს და თეატრის ღრმა ცოდნაზე და ზეგემოვნებაზე აქვს პრეტენზია. შეიძლება ყველა მისი სპექტაკლი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე და არ არის ხელოვნების პიკი, მაგრამ ასეთი სალანძღავი ნამდვილად არ არის, ყოველ შემთხვევაში თუ კრიტიკაა, მოდი იყოს არგუმენტირებული კრიტიკა და არა პირად ზიზღზე და პოლიტიკურ ლაქუცობაზე აგებული

      დაბერდა ალბათ, არ ვიცი და ლაპარაკობს, რა გითხრა . . .

  6. მაგ კონტექსტზე ვამბობ მეც. 🙂
    ჯერ ერთი რომ საშიში კონტექსტია ქვეყნისთვის ზოგადად და რაც უფრო ბევრი ცნობილი თუ ცნობადი ადამიანი იტყვის, მით უფრო დავზარალდებით.
    მეორეც, ეს დალოცვილი თბილისი, სპარსის დაარსებულია და მისი მფარველი კი არაბია. 🙂

    • არც ცნობილმა უნდა თქვას და არც არა ცნობილმა, არც ასეთი და მითუმეტეს არც ამაზე უარესი, ცნობილების პრობლემა და მითუმეტეს თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების ის არის რომ მათი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია ამ შემთხვევაში და მეტი მოეთხოვებათ.
      და ზოგადად შენი თქმის არ იყოს, იმდენად მულტიკულტურული და მრავალეროვანია თბილისი და ზოგადად საქართველო, რომ ქსენოფობიის პრობლემა როგორც მინიმუმ არ უნდა იდგეს და მითუმეტეს ასეთ დონეზე გასარჩევიც არ უნდა გახდეს 🙂 პარადოქსია ესეც თავისთავად

    • ფოინთიც ის არის, რომ გინდ სტურუა იყოს და გინდ ქსენოფობიური გამონათქვამი, რაღაც ჯოგი (მაპატიეთ გამონათქვამისთვის) ადამიანებისა ნიშანში ამოიღებს ერთ ადამიანს და ხშირ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო ტალახს ესვრიან

      • სხვათა შორის მსგავსი სისულელეები თავის ბლოგზე დაწერა რადიო თავისუფლების ერთმა ბლოგერმა – იური ვაჩნაძემ და გააბუნძულეს რადიოდან. 🙂

        სტურუას ეგ ბედი არ ელის. ასე რომ მშვიდად შეუძლია იყოს.

      • გალიანო, სტურუა და ფონ ტრიერი დაძმობილდნენ და გაუყვნენ კუდიგორის გზას.

  7. ამ სტატიის დამწერს უნდა ვუთხრა, თუ ძმა ხარ სიბრძნეებს რომ წერ აქ, აბა შენ ყოფილიყავი სომეხი და მერე დაუწყებდი ხომ იმის ყურებას შენი რეაქცია კორექტული და სწორად დაწყობილი წინადადებით დაიწყებოდა თუ არა, ადამიანს გულზე თუ მოხვდა რაღაც ხომ იცი რომ როგორც არ უნდა ამტყუნო არ იქნება სწორი, აქ ერთი მარტივი ლოგიკა და ბუნების კანონია და მეტი არაფერი, ადამიანს ცუდად თუ არ შეეხე არც ის შეგეხება, აქ ორივე მხარის დანაშაულია და ყველაზე მეტი დანაშაული კი მედიას მიუძღვის დიდის ამბით რომ გამოაცხადა სტურუამ რეები ილაპარაკა ხალხო ამას როგორ ითმენთო, აბა ერთი არ გამოეცხადებინათ არაფერი ვინ რას გაიგებდა

    • litterator :

      მე მგონი მაინც სხვა კონტექტსტში თქვა და ზოგადად გულისხმობდა არაქართველს რომელმაც შეიძლება ისეთივე დამოკიდებულება ვერ გამოიჩინოს საქართველოს მიმართ, როგორც ქართველმა. თუმცა ისტორიულად იყვნენ ცუდი ქართველებიც, მოღალატე ქართველებიც და ასევე ცუდი არსებოდეს ყველა ერში და ქვეყანაში.

      • შეიძლება მასეც გულისხმობდა მაგრამ იმ სომეხს( და სომხები საქართველოში ბევრნი არიან) გაუჩნდებოდა კითხვა რატომ მაინცდამაინც სომეხი? და პასუხს ამაზე ვერავინ გასცემს, რომც გასცეს პასუხი ამას კიდევ ცალკე სკანდალი მოჰყვება

    • litterator :

      არა ნუ მართლა ისეთი კორიანტელი წამოვიდა ლანძღვა–გინების, პირადი, შემოქმედების თუ სხვა, სხვადასხვა ადამიანებისგან, ვისაც თუნდაც კარგ ხელოვნებათმცოდნეობაზე, კინოს და თეატრის ღრმა ცოდნაზე და ზეგემოვნებაზე აქვს პრეტენზია. შეიძლება ყველა მისი სპექტაკლი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე და არ არის ხელოვნების პიკი, მაგრამ ასეთი სალანძღავი ნამდვილად არ არის, ყოველ შემთხვევაში თუ კრიტიკაა, მოდი იყოს არგუმენტირებული კრიტიკა და არა პირად ზიზღზე და პოლიტიკურ ლაქუცობაზე აგებული

      დაბერდა ალბათ, არ ვიცი და ლაპარაკობს, რა გითხრა . . .

      • სალანძღავი არ არის მისი შემოქმედება, მისი შემოქმედება მხოლოდ დასაფასებელია, აი მისი სიტყვები არის გასაკრიტიკებელი და მიუღებელი, თორემ ლანძღვა გინება საერთოდ რა მოსატანია, მე მართალია მის შემოქმედებაზე ეჭვიც არ მიმიტანია მაგრამ როგორც პიროვნება სუსტი აღმოჩნდა

      • მაინცდამაინც სომეხი, იმიტომ, რომ სააკაშვილი – სააკიანს / სააკოვს უკეთესად ერითმება, ვიდრე სააკინსკის ან სააკბერგს 😀

  8. აიი ზუსტად მოარტყი:):):), ძალიან მაგარი ანალიტიკა იყო…ახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ თუ ” ამათ” ერთ ადგილი არ ულოკე უბრალოდ “ხელმწიფის კარისთვის” მიუღებელი ხარ, გაუმარჯოს სიმართლეს! შიში ყველამ უნდა გადალახოს და ყველამ ისაუბროს რასაც ფიქრობს!!! აი მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მოდერნიზებული კომკავშირია!!!! და სხვა უამრავ ცუდს ვფიქრობ და ვხედავ “ქლესა” ჩინოვნიკებში!!!! ამიტომ ბურჯანაძის აქციებს კი არ უნდა შევუერთდეთ ,ახალგაზრდებმა ახალი ჯანსაღი საზოგადიოებრივი დიდი მოძრაობა უნდა შევმნათ, ვინსც გასაკრიტიკებელია ყველამ თავისი წილი უნდა მიიღოს!

  9. რობიკო სტურუა ოფიციალურად გადააყენეს დაკავებული პოსტიდან და ამით ვის რა დააკლდა კიდევ საკითხავია. ჩვენ ვიკითხოთ თორემ თვითონ წავა ახლა ლონდონში და იქ რომელიმე თეატრს უხელმძღვანელებს. ჩვენ თეატრი რად გვინდა, ისედაც სპექტაკლებს არ ვუყურებთ დილიდან საღამომდე? ჩართეთ ტელევიზორი და ნახვთ. ისე ვინმემ ამიხსნას სიტყვის თავისუფლება რას ნიშნავს? აქამდე მეგონა ვიცოდი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. და კიდევ ერთი, თუ გინდათ მეც მიწოდეთ ქსენოფობი, მაგრამ ცოტა ჩვენი საკუთარი თავის პატივისცემა ვისწავლოთ, რა მოხდება. ნუ გადავყვებით და ნუ გავეგებით ფეხქვეშ ათას შემოსულს თუ შემოპარულს. რატომ უნდა ვუყურო მაგალითად ბათუმში თურქულ და არაბულ წარწერებს მაღაზიების აბრებზე? ქუთაისის მაკდონალდსში რატომ მხვდება წარწერა “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” სომხურ ენაზე?

  10. ლონდონში წავა? იმ ლონდონის თეატრს იმეილი ექნება და როგორღაც გავუგზავნი რობიკოს რასისტულ გამონათქვამებს, იმ დღესვე უკან გამოაგდებენ არა ჩვენები, არამედ ბრიტანელები, რომლებმაც იციან რაა ფაშიზმი, ჩვენ კიდევ დაგვავიწყდა რომ არაქართველებს დისკრიმინაციას ვუწევდით? კანონის წინაშე ყველა თანაბარია თუნდაც რობიკო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s