ღვინის ფესტივალი – 2011


დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის ფესტივალი გაიმართა უკვე მეორედ. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ გლეხები (ოჯახური ღვინოები) და ადგილობრივი მწარმოებლები. ღვინის კლუბის ინფორმაციით, ვიდრე ფესტივალზე მოხვდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოები ღვინის კლუბის წევრების შიდა დეგუსტაცია გაიარეს და ფესტივალზე მხოლოდ ის ღვინოები დაიშვა, რომელიც აკმაყოფილებდა ხარისხის ზოგად კრიტერიუმებს.

შიდა დეგუსტაციაზე ღვინის კლუბელების მიერ სულ შეირჩა 31 მეღვინის მიერ დაყენებული ღვინის 40 ნიმუში. აქედან, კახეთის რეგიონიდან წარმოდგენილია 24 ნიმუში, ქართლიდან – 6, გურია და იმერეთიდან 4-4, ლეჩხუმიდან კი ორი ეგზემპლარი.  ( იხ. მეტი)

ზოგადად მაქვს რაღაც შენიშვნები ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ კი შეიძლებოდა ხალხური რეწვის ნიმუშების პარალელური გამოფენა-გაყიდვა (მხოლოდ ერთ ადგილას შევნიშნე თიხის დოქები და ქოთნები), სამზარეულოს ნაწილს რაც შეეხება ჯობდა ან საერთოდ არ წარმოედგინათ ან უფრო ორგანიზებული ყოფილიყო, და არა ერთი პატარა ყუთით სახლში გამომცხვარი ხაჭაპურები ამოეტანა, რომელის პლასტმასის თეფშის ოდენა 5 ლარი ღირდა. მწვადი ორ-სამ მაყალზე იყო, ერთი შამფური 8 ლარი ღირდა, თავად უნდა შეგეწვა და N რაოდენობის ხალხი ეხვეოდა, იყიდებოდა ასევე ყველი და პური, ბოლოს ყველი დამთავრდა და დარჩა მარტო პური 😀

ვერც ფეხიანი ჭიქები ვიყიდეთ, ასე გვითხრეს მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს აქვთ ამ ჭიქების ყიდვის უფლებაო 😀 That was Epic! 😀

სტუმრები მრავლად ეწვივნენ ღვინის ფესტივალს, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც. კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება მსგავსი ფესტივალები, იქნებ კომბინაციურიც, მაგალითად ყველის ფესტივალთან ერთად და თანდათან უფრო დახვეწავთ ასეთ ორგანიზაციულ ნიუანსებს.

ფოტოები ფესტივალიდან

ჩემი ფავორიტი ღვინო 🙂 Made by Jakeli  

Advertisements

19 comments on “ღვინის ფესტივალი – 2011

  1. ხაჭაპურზე და ლობიანზე გეთანხმები, კატასტროფული ფასი ედო და თან იმდენი ხალხი ეხვეოდააა, არ ღირდა ლოდინი… რაც შეეხება ჭიქებს მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვეულებრივ ვიყიდეთ, უბრალოდ მალევე გათავდა და მხოლოდ პლასტმასის ჭიქებიღა დარჩა.

    • პლასტმასის ჭიქები ყველგან ჰქონდათ, სადაც ღვინოს აჭაშნიკებდნენ, გულზე საკიდარით რომ ეკიდათ ფეხიანი ჭიქები იმაზე ვამბობ, სადაც იყო ეს ჭიქები იქ მივედით და ვიკითხეთ და ასეთი პასუხი გაგვცეს ჩვენც და სხვებსაც ვინც იქ იდგნენ. 🙂 მერე ალბათ გათავდა კიდეც 😀

  2. ოჰ რა გვიან მოვხვდი ამ ივენთზე : )
    ყველა უკვე გულიანად იყო შეზარხოშებული და დასაგემოვნებელიც აღარაფერი დარჩა : ))) თუმცა მაინც მესიამოვნა

  3. “გულზე საკიდარით რომ ეკიდათ ფეხიანი ჭიქები ” იყიდებოდა, თუმცა არა N რაოდენობით, უბრალოდ ძალიან სწრაფად გაიყიდა 🙂
    “ვერც ფეხიანი ჭიქები ვიყიდეთ, ასე გვითხრეს მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს აქვთ ამ ჭიქების ყიდვის უფლებაო That was Epic!” მოწვეულ სტუმრებს, მოსაწვევები ჰქონდათ და მათ ეს ჭიქები საჩუქრად გადაეცემოდათ. 🙂

    • ესე იგი იმ ქალბატონმა არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა, ხუთი ადამიანი მივედით, ჩვენს გარდა სხვებმაც იკითხეს და ისინიც ასე გამოისტუმრეს, ჩვენი თანდასწრებით 🙂 ფაქტი იყო უცნაური, თორემ ჭიქისთვის არ ავსულვართ ჩვენ იქ, იქეთ ვაჩუქებ ფეხიან ჭიქებს 😀 😀 😀 😀 😀

  4. და საერთოდ ღია ფესტივალზე მოსაწვევები რა მატრაკვეცობა იყო? ეს კიდევ ცალკე საკითხია 😀 😀 😀 😀 მოწვეულები რამე განსაკუთრებული გზით მოვიდნენ? განსაკუთრებული ღვინო შესთავაზეს? თუ რა? 😀 😀 😀

  5. უფრო კორექტული თუ იქნებით კარგი იქნება 🙂 მოსაწვევები ძირითადად უცხოელ სტუმრებზე იყო გათვლილი. განსაკუთრებული გზით მოვიდნენ, თუ განსაკუთრებული ღვინო დააგემოვნეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ერთგვარი სიმბოლური საჩუქარი იყო მათთის, ღვინის კლუბისგან 🙂

    • არაკორექტული რა დავწერე? 😀 ძირითადად ქართველებს ჰქონდათ, თან არამოწვეულებსაც (ნაცნობები ვნახე ბევრი) 😀

  6. გავითვალისწინებთ და მომავალ წელს უფრო მეტ რაოდენობას გავყიდით, გული რომ არავის დაწყდეს 🙂

    • ამიტომ დავწერე ეს პოსტიც, ვინაიდან ორგანიზატორი ყველას კუდში ვერ გაეკიდება და დარაჯად ვერ დაუდგება ვინ რას ყიდულობს და რას ყიდის, ან მისი თანდასწრებით არ მოხდება მსგავსი რამე. სწორედ ამისთვის არსებობს სოციალური მედია, ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები, მე ხომ ერთ–ერთი რიგითი სტუმარი ვიყავი 🙂 რაც ვნახე და გავიგონე ის დავწერე 🙂 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s