Posted in კულტურა

მე ჩემი ქალი ვიპოვე


”. . . რა ცუდია რომ ჩვენც ოდესმე დიდები ვიქნებით – თქვა ანიკამ
– ვინ გითხრა რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ დიდები? – აღშფოთდა პეპი. –
პირადად მე არ მინდა დიდობა და ამისთვის აბებიც მოვიმარაგე!
პეპიმ ყუთები გადმოქექა და რამდენიმე წუთის შემდეგ სამი ციცქნა ბურთულა აჩვენა.
ეს ხომ მუხუდოა – წამოიყვირა ტომიმ . . . ”
მუხუდო შენ ხარ! – შესძახა პეპიმ”
კუნაპეტ სიბნელეში უნდა ჩაყლაპო და ასე შეულოცო:
წადით, მომწყდით თავიდან,
დაბერება არ მინდა!

ყოველთვის ექსტრავაგანტური, თამამი, თავნება, ცეცხლთმიანი ალქაჯი, მხარზე შემოსკუპული ბატონი ნილსონით . . . რა გასაკვირია და ვბაძავდი, ნუ ძირითადად ხეებზე და სახლის სახურავებზე ფოფხვით, თითქმის 1 თვე მოვუნდი თითებით სტვენის სწავლას (უნიჭო), ერთი დიდი ხე იდგა ჩვენთან სოფელში, აკაკის ხე ერქვა, უდიდესი ფუღურო ჰქონდა, ჩვენებურად მოვაწყეთ ის ფუღურო, ზოგჯერ საჭმელიც კი აგვქონდა იქ, ვისხედით და ათასგვარ სისულელეებზე ვსაუბრობდით ბავშვები. თავი მართლა პეპი მეგონა.

შემდეგ დრო და დრო ვფიქრობდი, ნეტავ ახლა როგორი იქნებოდა პეპი, გაზრდილი, ოციან, ოცდაათიან, ორმოციან წლებში, როგორ დაბერდებოდა, ნუთუ ისევ ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში, სხვადასხვა ზომის ფერადი წინდებით და ცეცხლოვანი თმებით? ეს ხომ ძალიან სასაცილო იქნებოდა!

წარმოიდგინეთ ასეთ ფორმაში გამოწყობილი 40, 50, 60 ან თუნდაც 70 წლის ქალი!!

მაგრამ არა . . .

მე ვიპოვე პეპი მაღალიწინდა! პეპი, რომელიც მოატყუა ინდოელმა ბელადმა და ახალგაზრდობის აბების სანაცვლოდ მუხუდოს მარცვლები შეაჩეჩა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ დაბერდა, რომ დაბერებულიყო ვერ ვიცნობდი, უბრალოდ გაიზარდა, ის ისევ ისეთია, ცეცხლისფერი თმებით, ექსტრავაგანტური, ფერადი, მხიარული, თამამი, თავნება, იქნებ თავხედიც . . . . და 70 წლის!!

სიცილით ვკვდები როდესაც შოპინგზე წასული პეპი მახსენდება, ვიტრინაზე გადმოდგმული ლამაზად გამოწკეპილი მანეკენი მაღაზიის გამყიდველი ჰგონია, იმდენი ხანი ართმევდა ხელს, რომ მოსტეხა და ორ ოქროდ შეიძინა მანეკენის მოტეხილი ხელი.

რას იფიქრებდა გავიდოდა წლები და ის ერთგვარი რევოლუციონერი იქნებოდა მოდის სამყაროში, დაინტერესებოდა პანკური მოდის ფენომენით 1970-იან წლებში; პანკური სტილისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შემატებდა შოტლანდიურ, ტრადიციულ ხასიათს, მაგალითად შოტლანდურას სახით; ინდივიდუალური ინტერპრეტაციით გამოიყენებდა XII-XVIII საუკუნისთვის დამახასიათებელ თარგებს . . . . ყოველივე ზემოაღნიშნულმა მისი კოლექცია გახადა გამორჩეული, განსაკუთრებული და ინდივიდუალური . . .

კორსეტი, ასიმეტრიულობა და პლედი სავალდებულო ატრიბუტებად აქცია, შემოიტანა ვიქტორიანული ეპოქის იდეები, ექსტრავაგანტური, უმაღლესი ქუსლის პლატფორმები პოდიუმზე გამოიტანა (სწორედ მსგავსი პლატფორმიდან ჩამოვარდა ნაომი ქემფბელი 1993 წელს, პარიზის ჩვენებაზე) . . .

სათაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთგვარი ქამინგაუთი გავაკეთე 😀 , ჰო ვაღიარებ რომ მე ჩემი ქალი ვიპოვე და მე ის მიყვარს, მერე რა რომ მისი შექმნილი არცერთი ნივთი არ მაქვს და შეიძლება არც არასოდეს მქონდეს.   ვერც ამ ნაწერს წაიკითხავს, რომ რამე მისახსოვროს.

მაშ ასე იცნობდეთ, ეს ვივიენ ვესტვუდია (Dame Vivienne WestwoodDBERDI )

———————-

ვივიენ ვესტვუდი და მისი მეუღლე 25 წლით უმცროსი ანდრეას კრონთეილერი

(იხ.გვერდი)

დიტა ფონ ტიიზის საქორწინო კაბა (მენსონთან ქორწინებისას)

ქერი ბრედშოუს საქორწინო კაბა 

ნაომი ქემფბელი :D

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

19 thoughts on “მე ჩემი ქალი ვიპოვე

  1. ვესტვუდი ზექალია!
    გენიოსია!
    ჯადოქარია
    კაროჩე სასწაულია ეგ ქალი მოდის ინდუსტრიაში ♥
    მისი შექმნილი ”კალგოტკები” ,”პიჯაკები, კაბები ნუ აი სასწაულია
    მას რომ აქვს ეგეთი ეკლექტური და ამ დროს ძალიან გემოვნებიანი რამეები არსად მინახავს

  2. ვაფრენ ამის კოსტიუმებზე…გალიანო და ვესტვუდი ამ ორით ვიწყებ მოდის სამყაროს აღქმას.
    პ.ს. რა კაცი ყავს!! თან 25 წლით პატარა…აქ ეს საკითხი ჭორაობის საგნად იქცეოდა..

  3. აუფ ვივიენი მართლა ძალიან მაგარი ქალია, მოდის ჯადოქარია, განსხვავებული ❤
    კერის კაბა ❤

      1. ჩვენ, Fბლოგერებმა მაუსები განზე უნდა გადავდოთ და გზა ლიტერატორებს მივცეთ…

  4. აზრზე არ ვარ ვინაა, სრული ბეცი ვარ ამ ამბავში, მაგრამ პოსტი კარგია და პეპი კი ჩემი სიყვარულია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s