გაიზარდნენ ბიჭები, დედა ენაცვალოთ


რატომ აცვია პრინც უილიამს წითელი მუნდირი? ეს პრინცის სამოსია? მამამისს რომ შავი ეცვა ქორწილში, ამას წითელი რატომ აცვია? – გაჩნდა კითხვები მას შემდეგ რაც ქეთრინის კაბის გამოჩენის ეიფორიამ ჩაიარა.

პრინცი უილიამი

სამეფო საჰაერო ძალების კოლეჯის დასრულების შემდეგ იგი მფრინავი გახდა; 2009 წელს გამწესდა სამეფო საჰაერო ძალებში და მიენია ავიაციის ლეიტენანტის წოდება, შემდეგ გაიარა ვერტმფრენის მართვის კურსები და გახდა სამძებრო და სამაშველო ძალების სრული მფრინავი.

პრინცი ასევე გახლავთ ბრიტანეთის არმიის, ცხენოსანი კავალერიის ლეგიონის ”The Blues and Royals” ლეიტენანტი.

2011 წელს მიენიჭა ირლანდიის გვარდიის პოლკოვნიკის წოდება.

აქედან გამომდინარე პრინცს შეეძლო ჩაეცვა ან სამეფო საჰაერო ძალების ავიაციის ლეიტენანტის უნიფორმა (ცისფერი) ან ირლანდიის ცხენოსანი კავალერიის პოლკოვნიკის უნიფორმა (წითელი), მან ეს უკანასკნელი აირჩია.

მის ქუდზე გამოსახული იყო ლეგიონის დევიზი: “Quis Serabit?” – “who shall separate us?“, ხმალს არ ატარებდა, თუმცა ხმლის თასმა ერტყა, ასევე ოქროსფერი და წითელი მხრის სარტყელები, წვივსახვევის ორდენის სარტყელი, ვარსკვლავი და ოქროს იუბილეს მედალი.

პრინცი ჰარი

ჰარი არის  ”The Blues and Royals  ცხენოსანი კავალერიის ლეგიონის მეორე თანრიგის ლეიტენანტი, ხოლო შემდგომში ამავე ლეგიონის სატანკო მეთაური.

ჰარი გამოეწყო ”The Blues and Royals” ოფიცერის უნიფორმაში, აქსელბანტებით, ჯვარედინი ქამრით, ოქროს წელის სარტყელით და ხმლის თასმებით, ხმლის გარეშე. არმიის საჰაერო კორპუსის სამხრეებით, მკერდზე ოქროს იუბილეს და ავღანეთში მსახურობის მედლებით.

(77 დღე მსახურობდა ავღანეთის ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე, თუმცა მას შემდეგ რაც გარდიანმა გამოაქვეყნა სტატია მისი საიდუმლო სამსახურის შესახებ, იგი მაშინვე დააბრუნეს უკან).

  

პრინცი ჩარლზი  

1981 წელს, მისი პირველი ქორწინებისას პრინც ჩარლზს ეცვა სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ფერის უნიფორმა. იმ დროისთვის მას ჰქონდა სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების, ინგლისის სამხედრო ხომალდის (HMS) ბრონინგტონის კაპიტანის წოდება.

Advertisements

6 comments on “გაიზარდნენ ბიჭები, დედა ენაცვალოთ

  1. თუ იცის ქეითმა, რომ ყველა პრინცს თავისი შორენა ყავს? 🙂

    • 10 წელი ჰქონდა ამის კარგად გასაგებად 😀 შორენას პერიოდიც გამოიარეს 2007-ში მგონი 🙂

  2. დიანა იამაყებდა ბიჭებით, ვფიქრობ ისინი ისეთები გაიზარდნენ, როგორიც მას უნდოდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s