სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში


სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში 

ზოგადად სამეფო ოჯახის არსებობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ  მათი შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ხალხს და სახელმწიფოს. თუმცა მაინც მგონია, რომ ხალხი რომელიც ასე ფიქრობს უბრალოდ ან ძალიან გულუბრყვილოა და ფიქრობს რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის და გარემოცვის შენახვა უფრო იაფია ან უბრალოდ არ არის კარგად ჩახედული სამეფო კონცეფციაში და ზოგადად ბრიტანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

რამდენადაც ინგლისის ისტორიას ცალკე საგნად გავდიოდი უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში, ხოლო უნივერსიტეტამდე 1 წლის განმავლობაში, ვფიქრობ შევძლებ ხანდახან სამეფო ოჯახი და მათი ცხოვრება სხვადასხვა კუთხიდან მიმოვიხილო ჩემ ბლოგზე.

ამჯერად შევჩერდები სამეფო წყვილის კემბრიჯის ჰერცოგის პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას პრინცესა ქეთრინ მილდტონის  ქორწილზე. (ტიტულები მოცემულია შემოკლებით).

ხარჯი

70, 000, 000 აშშ დოლარი ანუ დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი, განსხვავებით პრინც ჩარლზის და დიანას ქორწილისგან, რომელიც იმ დროს 30 მილიონი დოლარი დაჯდა (დღევანდელი გათვლებით 110 000 000$).

უსაფრთხოება

ერთ-ერთი ძვირი სიამოვნება ანუ დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარი, დასვენების დღის გამოცხადების გამო უფრო მეტი ძალის მობილიზება იყო საჭირო. აღნიშნული ხარჯი მთლიანად იტვირთა სახელმწიფომ.

ნიშნობის ბეჭედი

ის სპეციალურად პრინცესა დიანასთვის იყიდა ჩარლზმა 1981 წელს 45 000$, პრინც უილიამს დღეს რომ ეყიდა აღნიშნული ბეჭედი, დაახლოებით 135 000$ გადახდა მოუწევდა.  (18 კარატიანი საფირი, 14 ბრილიანტის რგოლში).

საქორწინო კაბა

ალექსანდრე მაქქუინის სახლის დიზაინერის სარა ბარტონის ქმნილება დაახლოებით 300-450 000$, რომლის ღირებულებაც მიდლტონებმა დაფარეს.  ამბობენ რომ ქეითის კაბის ინსპირაცია გრეის კელის საქორწინო კაბა იყო.

საქორწინო ტორტი

ტორტი გაკეთდა ფიონა ქერნსის დიზაინით, ხოლო ქეთრინის თხოვნით ტორტს დაურთეს შაქრისგან გაკეთებული ინგლისური ვარდები, შოტლანდიური ნარშავები, უელსური ნარცისები და ირლანდიური სამყურები (შესაბამისად მათივე სიმბოლოები). შედეგად ტორტი შედგებოდა 900 ხელთნაკეთი შაქრის ყვავილისგან და 8 სართულისგან. ამ სიამოვნებას 80 000$ დასჭირდა. რაც სავარაუდოდ პრინც ჩარლზმა დაფარა.

ყვავილები

ყვავილები და გამწვანება უესმინსტერის სააბატოში, მის ირგვლივ, წითელი ხალიჩის გასწვრივ და სხვა ადგილებში 800 000 $ ღირებულების არის. აღნიშნული ხელუხლებლად დარჩება 6 მაისამდე, ხოლო შემდეგ წყვილის თხოვნით ან საქველმოქმედო დაწესებულებებს აჩუქებენ ან გადარგავენ სხვა ადგილას. თანხა დაფარა პრინც ჩარლზმა.

წინასაქორწინო სამყოფელი

ქეითისთვის, მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის სასტუმრო გორინგში მთლიანად დაფარა მიდლტონების ოჯახმა.  ჯამური თანხა დაუზუსტებელია, ნომერი ერთი ღამით დაახლოებით 550$ ღირს.

მიღება ბუკინგემის სასახლეში

სასახლეში ჯერ დედოფალმა უმასპინძლა 600 სტუმარს, ხოლო საღამოს სადილი გამართა პრინც ჩარლზმა 300 სტუმრისთვის. რაც დაახლოებით 600 000$ დაჯდა.

ხარჯებს ემატება ასევე შემდგომი დასუფთავების ხარჯები დაახლოებით 64 000$ ოდენობით და თაფლობის თვე, რომელიც მართალია გადადეს დროებით, მაგრამ მიდლტონები დააფინანსებენ.

მოგება/სარგებელი  

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო წყვილის ქორწილს მნიშვნელოვანი თანხები დასჭირდა, ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ის გაცილებით მეტის მომტანი აღმოჩნდა, ანუ ხელგაშლილმა ინვესტიციამ გაამართლა.  აღნიშნულ ქორწილს რომ თავი გავანებოთ ზოგადად სამეფო ოჯახი და მონარქია ტურისტებისთვის ერთგვარი ”სატყუარაა”, ისტორია, სასახლეები, მუზეუმები, საუკუნეობრივი ქალაქები, ამის ფონზე ამჟამინდელი სამეფო ოჯახი კი ცოცხალი, ხელშესახები ისტორიაა როგორც თავად ბრიტანელებისთვის, ასევე ქვეყნის სტუმრებისთვის.

ქორწილისთვის დაახლოებით 550,000 ადამიანი ესტუმრა უესტმინსტერის მიდამოებს; ამ დღეების განმავლობაში ვარაუდობენ 4 მილიონამდე ტურისტს, სასტუმროებიდან, რესტორნებიდან, შემოსული თანხები უკვე შეადგენს 107 მილიონი ფუნტ სტერლინგს, პაბებიდან, საცალო გაყიდვების მაღაზიებიდან დაახლოებით 500 მილიონი ფუნტი შემოვიდა, სტუმრების 37% 2-3 დღით დარჩენას გეგმავს, რომლებიც შოპინგისთვის დღეში ხარჯავენ დაახლოებით 200-1000 დოლარამდე, ხოლო სასტუმროებში დღეში 50-300 დოლარამდე;

1 კვირით ადრე ჩაშვებულმა სუვენირებმა, ჭიქებმა, თეფშებმა, ბალიშებმა, გულსაკიდებმა და სხვადასხვა აქსესუარებმა ქეითის და უილიამის გამოსახულებით 26 მილიონი ფუნტი შემოიტანა.

გარდა ამისა სამეფო წყვილმა საქორწინო საჩუქრებზე უარი განაცხადა, ამის ნაცვლად სთხოვეს მათთვის განკუთვნილი საჩუქრები თუ სასაჩუქრე თანხები საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადაეცათ.

ყველაფრის გათვალისწინებით ამ დროისთვის შემოსავალმა 1 მილიარდ ფუნტს მიაღწია. ეკონომისტების აზრით ქორწილმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბრიტანეთის ეკონომიკის აღმასვლას და ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, რაც თავის მხრივ კარგი ინდიკატორია მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდება.

ეს მინდა 🙂 

Advertisements

12 comments on “სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში

  1. სამსახურში სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით და ერთი თანამშრომელი ამბობდა, ძალიან დიდი და გაუმართლებელი ხარჯი იყოო, მაგრამ მერე ამ მოგებაზეც რომ ჩამოვარდა ლაპარაკი, მიხვდა რომ ჩვეულებრივი ბიზნესია ესეც 🙂

  2. შენც გინდა შენი წვლილი შეიტანო ბრიტანეთის ეკონომიკის განვითარებაში ხო? 😀

    შენი ჭირიმე, ასეთიპოსტები ფრთხილად წერე, ემანდ ბაგრაწიონების პეროინმა თავად-აზნაურმა მეგობრებმა არ წაიკითხონ და არ მოინდომონ ისევ მაგათი დაქორწინება და მემკვიდრის წამოზრდა. ჩვენი ბაგრაწიონების საყურებლად მაინც არავინ ჩამოვა აქ 😀

    • რა იცი ეგებ ჩამოვიდნენ 😀 მაგრამ აღდგენილი მონარქია რამდენად გაამართლებს არ ვიცი 😀 ტურისტული თვალსაზრისით

    • ratomac ar chamovlen?)) yvela samefo karis warmoadgeneli titqmis natesavia chveni bagrationebisa,ubralod memkvidre vin iqneba egaa sakitxavi.
      tan qveyanas tu waadgeba bzinesis da turistuli tvalsazrisit ki sjobia monarqia.aba mishas sayureblad vin chamova aq))))
      p.s. nu me monarqisti var,blogzec mmiweria posti.))))

      • ხო მეც ამას ვამბობ, გააჩნია ვინ იქნება პრინცი და ვინც იქნება იქნება გარკვეული შეზღუდვებით როგორც ყველა მონარქი, რომ ერთმანეთი არ დაჭამონ 😀

  3. ვაიმე რა არანორმალური თანხებია, რა კარგია რომ ქვეყანას ამის თავი აქვს და თან ასე ლამაზად და კარგად იყენებს 🙂

  4. ვუყურებ ამ ყველაფერს და ზღაპარს გავს…. კაბა ძალიან მომეწონა და ის საფირიანი ბეჭედიც მომწონს გარს ბრილიანტები რომ არტყია. ტორტზე ლაპარაკი აღარ მაქვს…მმმმმმ…. შევახრამუნებდი ეხლა დიდი სიამოვნებით. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s