მეც ლიბერალი ვარ, მაგრამ კვერცხები შევღებე!


ნინო დათაშვილის გესტ პოსტი

რა სამწუხაროა, რომ ლიბერალიზმი და ქრისტიანობა ავტორმა ამ პატარა ბლოგპოსტში  დაპირისპირებულ მსოფლმხედველობებად აქცია, ლანძღავს რა ლიბერალებს, თითქოს ლიბერალიზმის მახასიათებელი ნიშანი აპრიორი იყოს ანტირელიგიურობა, ყოველგვარი რელიგიურობის განქიქება და დაცინვა, ან რა საერთო აქვს კვერცხების შეღებვა/არშეღებვას რწმენა/ურწმუნოებასა და ლიბერალიზმ/არალიბერალიზმთან, ესეც გაუგებარია, ჩემი აზრით. აღდგომის დღესასწაულის დღეებში მორწმუნე/ურწმუნო კულტურულ-ტრადიციულად მართლმადიდებელი, კათოლიკე თუ პროტესტანტი ქრისტიანი ყველა ღებავდა კვერცხებს და ეს არა დიდი რწმენის გამო, არამედ უბრალოდ რელიგიურ-კულტურული ტრადიციიდან გამომდინარე.

ქრისტიანობა და ლიბერალიზმი არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ პირიქით, თავისთავად ქრისტიანობა გულისხმობს ლიბერალიზმს, ქრისტე არის პირველი, რომელსაც მოაქვს ლიბერალური ღირებულებები, ადამიანის თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა, გავიხსენოთ თუნდაც კეთილი სამარიელის იგავი, ასევე ეპიზოდი, როცა ქრისტე სამარიელს, თანაც ქალს(!!!) ელაპარაკება.

ყველაზე ნათლად ქრისტიანობის ლიბერალურ მიმართებას გამოხატავს პავლეს ციტატა გალათელთა წერილიდან: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი, არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი, არც დედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“. ლიბერალიზმი კი თავისთავში გულისხმობს განსხვავებული ადამიანისა თუ აზრის შეწყნარებასა და მიმღებლობას. რა დაპირისპირება შეიძლება იყოს ყველაზე სრულყოფილ რელიგიურ სისტემასა და ყველაზე მაღალ ეთიკურ პოლიტიკურ იდეოლოგიას შორის? ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს კონკრეტული შემთხვევების განზოგადებას, მსჯელობას აგებს ცალკეული პიროვნებების მოქმედებებსა და აზროვნების წესზე, ცდილობს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას, თითქოს განსხვავებული აზრის გამო ის მარგინალიზებულია და დაცინვის ობიექტად ქცეულა. სამწუხაროა, რომ არ ვიცნობ მის სხვა სტატიებს და არც დრო მაქვს საფუძვლიანად გავეცნო.

კვერცხების შეღებვას კვლავ მივუბრუნდები. ბაკურ სვანიძე წერს: „ ამ სააღდგომოდ ნამდვილად არ შეღებავენ წითლად კვერცხებს“. თავადვე აცხადებს, რომ ის ნამდვილი ლიბერალია, და ამასთანავე ჭეშმარიტი ქრისტიანი. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიბერალიზმის პრინციპების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება სწამდეს რაც უნდა, კანონშიც ფორმულირებულია როგორც სინდისის თავისუფლება, რაც გულისხმობს რწმენის თავისუფალ არჩევას, ქრისტიანობიდან კი გამომდინარეობს, რომ ჯერ შენს თვალში უნდა დაინახო დირე, და მერე სხვის თვალში ბეწვი. სახარებისეული ფრაზით „არა განიკითხო“ სწორედ რომ ე.წ. ჭეშმარიტი მართლმადიდებლები აპელირებენ უმეტესწილად, მაგრამ საკუთარ თავზე მიყენება ხშირად ავიწყდებათ.

„რას ამბობთ, “ლიბერალიზმი ქართულად”, ეს ხომ, პირველ რიგში, სწორედ კათალიკოს-პატრიარქის ლანძღვა, მართლმადიდებლური რელიგიის განქიქება, მორწმუნე მართლმადიდებელთა აბუჩად აგდება, ვინც ეკლესიაში სანთელს ანთებს იმათი “ბნელებად” და “ჩამორჩენილებად” მონათვლაა!“_ წერს პოსტის ავტორი.  მე არ მესმის რას ნიშნავს ლიბერალიზმი ქართულად, ჩემთვის ღირებულებები, პრინციპები, იდეები და იდეალები ეროვნების მიღმა დგას, ეს კატეგორიები ზოგადსაკაცობრიოა და არა რომელიმე ერის კუთვნილება, ან თუნდაც რომელიმე ნაციას მორგებული. რა სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში სწორედ რომ იდეებისა და იდეალიზმის დეფიციტია და ყველაფერი ცალკეულ პიროვნებებზე დგას, საქართველოში ხომ ყველაფერი უკუღმა ესმით. ფრაზა გრძლდება ისევ იმავე დაპირისპირებულობის სულისკვეთებით. საბედნიეროდ ლიბერალიზმი არაა იმ ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო კომუნიზმი, რომელშიც ათეიზმი გარდაუვალი და აუცილებელია და რითაც ეს იდეოლოგია განიცდის რელიგიური სისტემის გავლენას ანუ რელიგიურდება, რელიგიას უახლოვდება, რწმენა იმისა, რომ ღმერთი არ არსებობს, თავისთავად გულისხმობს რელიგიურობის ჩანასახს, ბერდიაევი თავის ერთერთ ნაშრომში სწორედ ამის შესახებ წერს, რომ რუსულმა კომუნიზმის წყარო, ერთადერთი თუ არა, ერთერთი მაინც სწორედ რომ მართლმადიდებლობაა. თუმცა საბედნიეროდ ლიბერალიზმი თავისუფალია ყოველგვარი რელიგიურობა/არარელიგიურობისგან (არარელიგიურობაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ათეიზმის არააუცილებლობასა და არასავალდებულობას).

რაც შეეხება მორწმუნეთა ბნელებად და ჩამორჩენილებად მონათვლას, სამწუხაროდ საქართველოში რელიგიური სიბნელე მწარე რეალობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად ყველა მორწმუნე ბნელად და ჩამორჩენილად ვაცხადოთ. ლიბერალიზმის მისია და ფუნქცია არ გახლავთ ათეიზმის ქადაგება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისიც რელიგიურ მოძვრებას დაემსგავსება (როგორც კომუნიზმის შემთხვევაშია).

სტატია სავსეა ფარისევლური ციტატებით, მაგ. „ვინაიდან დიდი ქრისტიანული დღესასწაულის დღეებია, თავს შევიკავებ“ _ რა მნიშვნელობა აქვს დღესასწაულია თუ სადაგი დღე, ადამიანი იგივეობრივია ყოველთვის და ზნეობა მუდამ თან ახლავს (განურჩევლად იმისა, მარხვაა თუ ხსნილი!); თუმცა სათითაოდ ყველას ვერ გამოვეკიდები და არც მაქვს მიზნად ერთი ადამიანის ფრაზებს ვუპასუხო, მე მხოლოდ იმის აღნიშვნა მსურდა, რომ ნუ დააპირისპირებთ ერთმანეთთან ქრისტიანობას და ლიბერალიზმს,  ერთიცა და მეორეც  კაცობრიობის ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი სისტემებია.

Advertisements

12 comments on “მეც ლიბერალი ვარ, მაგრამ კვერცხები შევღებე!

  1. კარგად გაგაფარჩაკათ იმ ადაამიანმა ჩემო ე.წ.”ლიბერალებო” ლიბერალები რომ იყოთ რა გიჭირთ:))

  2. პოსტი მომეწონა. უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ ვუთმობთ ამდენ დროს ბაკურ სვანიძეს, რომელიც იმდენად დაბალი დონეა, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მსოფმხედველობით, რომ მართლა არ მესმის, რა საჭიროა მის გარშემო ამხელა აჟიოტაჟი – “პასუხის პასუხები”, მისი სტატიების ანალიზი და კრიტიკა. ხო არის რაღაც, რაც კრიტიკას არ ექვემდებარება, – ჩემთვის ამის მაგალითი ბაკურ სვანიძეა, თავის “ბრწყინვალე” წერის და აზრის ჩამოყალიბები მანერით, ეთიკის, კამათის და ზოგადად კომუნიკაციის ეტიკეტით და ბოლოს – მსოფმხედველობით, ფასეულობებით და პრინციპებით.
    სრული _ Zero! :)))

    • მართალი ხარ, აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ კრიტიკაც რომ არ იყოს საერთოდ იფიქრებს რომ ძალიან მაგრად წერს და ასეთი რეიტინგი აქვს მის სტატიებს 🙂 🙂 ეს ნინოს პოსტია ახლა მეც დავწერ კიდევ ერთს გენდერის თემაზე და იმედია მოვრჩებით 🙂

  3. ვაი, შე საცოდავო:) პავლეს ციტატა გალათელტა წერილიდან კი არა, ჩემი უმარტივესი ტექსტიდან ვერ გამოგიტანია აზრი:))))))))))))))) ამ დონის უტვინოები რად გაუჩნდით პატრონს?:)))))) ახლა უკვე ”ქართჲლი ლიბერალიზმი” და ”უტვინობაც” სინონიმები მგონია უკვე:)))))
    არ გრცხვენია მაინც, ვინმე იმ ჩემს ბლოგტექსტს რომ წაიკითხავს და მერე ამ შენს სისულელეს და აშკარა რომ გახდება ის, რომ ელემენტარულად ნაწერიდან აზრის გამოსატანადაც არ გყოფნის ტვინი?:))))))))))))))

  4. ”ბაკურ სვანიძემ ლიბერალიზმი და ქრიასტიანობა დაპირისპირებულ მსოფლმხედველობებად აქცია” – აი დებილიზმი:) ახლა მე ამას იმ ჩემი ნაწერიდან კონკრეტული ციტატები რომ მივაბა მართლა არ შეგრცხვება?:)))))))
    თუმცა არა, მხოლოდ ეს ერთი ციტატაც გეყოფა – ”აი, ეს არის თანამედროვე ქართველი “ლიბერალის” სახე!” :))))
    რა გეშველებათ:) აიღე, გოგო, ეს დებილიზმი აქედან, ვინმეს მართლა დებილი ეგონები:))))))))))))))

  5. kevana says:
    April 29, 2011 at 14:52
    ლოლ, ცუდად გამოგიტანიათ აზრი სვანიძის სტატიიდან : )

    ———————

    :))))))))))) სწორედ მაგაზეა ის ბლოგტექსტი, რომელსაც ეს ”ბრძენი” ”ლიბერალი” ”პასუხობს”, რომ საქართველოოში ”ლიბერალებად” წოდებულ სულელებს, არ აქვთ აზრი, გონება, ტვინი და ”ლიბერალობა”, რატომღაც, რელიგიის საწინააღმდეგო ცნება ჰგონიათ:) არადა, ეს საწყალი ბავშვი აქეთ მაბრალებს, რომ თურმე იმ ბლოგტექსტიდან გამომდინარე, მე მგონია ლიბერალიზმი ქრისტიანობის საწინააღმდეგო ცნება:))))))))) შვილოოოოო – ჯერ ტვინი უნდა გედოს თავში და მერე უნდა იყო ან ”ლიბერალი” ან ”მართლმადიდებელი” ან ”ტრადიციონალისტი” ან თუნდაც ”ფაშისტი” ან რაიმე საერთოდ:) ვიდრე წაკითხულიდან ელემენტარული შინაარსის გამოტანაც არ შეგიძლია, მანამდე ვერც ”ლიბერალი” იქნები შენ და ვერც ვერაფერი:))))))))))
    იმდენი ტვინიც კი არ ყოფნით, მიხვდნენ, რომ ასეთი უტვინობების წერით კიდევ უფრო ადასტურებენ ჩემს აზრს იმის სესახებ, რომ ”ქართველი ლიბერალები” გონებრივად ჩამორჩენილები არიან:)))))))))))

  6. ძირითადად ქალებს უჭირთ ბაკურ სვანიძის ნაწერის სწორად გაგება. ძაან უჭირთ. რატომ ძვირფასო ქალებო?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s