ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ


დასაწყისი იხილეთ აქ

თსუ-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით ”მოხიბლულმა” ჩამოვუარე რამოდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტს და ჩვენი ბიბლიოთეკა შევახარბე:

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტს კარგი ბიბლიოთეკა აქვს, დაახლოებით 160,000 წიგნი,  ამის გარდა ელექტრონული, თემატური ჟურნალების და რესურსები, რომელთა დიდი ნაწილი გერმანულ ენაზეა, 400-ზე მეტი დასახელების ჟურნალები და სხვა პერიოდიკა შეგიძლიათ იხილოთ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და ა.შ. ენებზე. დანარჩენი კი აქ http://www.ub.uni-frankfurt.de/en/english.html

იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მაცუშიტას ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ცენტრი, მცირეა, იგი მოიცავს სულ რაღაც 100, 000 ტომს, 300 პერიოდულ და სერიულ გამოცემას, 20 000 ჟურნალს, და უფრო მასშტაბურ და ყოველდღიურად მზარდ ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომელსაც უნივერსიტეტის და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ყოველდღიურად ავსებენ და აახლებენ. თითოეული მკითხველის კუთხე აღჭურვილია, მაგიდის ლამფით, და ლეპტოპისთვის დენის წყაროთი და უსადენო ინტერნეტით, მუშაობს 8:30-24:00 (!)

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო ბიბლიოთეკას ცალკე ვებგვერდი აქვს, ასევე ცალცალკე ელექტრონული რესურსი აქვს თითოეულ ფაკულტეტს, ფაკულტეტის ცალკე ვებგვერდზე, ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში, ის შეიცავს 9,000,000 წიგნს, საიდანაც მხოლოდ 2, 000,000 წიგნია უცხო ენაზე.   ნწ, ნწ, ნწ როგორ გვაჯობეს

სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების მეტი წილი ფრანგულ ენაზეა, ვინაიდან სწავლება ფრანგულ ენაზე მიმდინარეობს, უფრო მეტიც უცხოელ სტუდენტს ევალება ფრანგული ენის წინამოსამზადებელი კურსის გავლა. 2009 წლის მონაცემებით, ბიბლიოთეკა მოიცავდა 470 000 წიგნს, 1100 მიმდინარე პერიოდულ გამოცემებს, რომელთა ნახევარი უცხო ენაზეა, 4000 რუქას და 800 აუდივიზუალურ პროდუქტს, 80 ელექტრონული რესურსს, 3000 უფასოდ ხელმისაწვდომ რესურსს, ბიბლიოთეკაში არის მკითხველისთვის გამოყოფილი და შესაბამისად აღჭურვილი 10 000 კუთხე (მაგიდა) და ა.შ.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა

Advertisements

14 comments on “ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ

    • აქ ვაპირებდი, იდეაში ეს იმ პოსტის გაგრძელება იყო მაგრამ ნამეტანი ბევრი გამოდიოდა 😀 ტაბულაზე დავდე იმიტომ რომ ვიფიქრე უფრო მიუვა ხალხს და უფრო მეტი წაიკითხავს თქო, მაგრამ მგონი შევცდი 😀 😀

  1. რა ჯობია კარგ ბიბლიოთეკას და სასიამოვნო გარემოს, როცა კითხულობ 🙂 მაგრამ ვფიქრობ დღევანდელი პრობლემა არაშესაფერისი ბიბლიოთეკის ქონა და მკითხველის მოთხოვნების დაკამყოფილე~ბა კი არა მკითხველების არარსებობაა. რათ გვინდა ბიბლიოთეკა თუ მისით ვერ ისარგებლებს ქართველი ახალგაზრდობა?!

    • საბედნიეროდ მკითხველები არიან, მოთხოვნა არის, ნუ როგორც მინიმუმ პროგრამულ სასწავლო ლიტერატურაზე მაინც, ამას წინად ჩემი და იყო საჯარო ბიბლიოთეკაში, და ვკითხე რამდენი ხანი ელოდა წიგნს და კიდევ ის რკინის ყუთები თუ გადიოდა და გამოდიოდა, მითხრა რომ წიგნები ისევ ისე მოძრაობს და 40 წუთი ელოდნენ 1 წიგნს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s