რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს: ჭკომუა დო ხოდუა


პაპაჩემი მიყვებოდა ამბავს თუ ანეგდოტს
”სოფელში ერთ-ერთ ოჯახში, ეროვნებით რუსი რძალი შევიდა,
გამოხდა ხანი და მეზობელი ეკითხება რუს რძალს,
აბა როგორ ხარ, როგორ შეეგუე?
რძალი პასუხობს:
Ра вици каргад,
сул лобио да кле, лобио да кле”
ეპილოგის ნაცვლად
—————————————

ფილმის დაწყებამდე დარბაზი მდედრობითი სქესით გადაივსო, ასე ექვსიოდე მამრი თუ დაითვლებოდა, კულმინაცია ბოლოსკენ ორი, 60-65 წლის ქალბატონის შემოსვლა იყო. სხვებივით ვერაფერს შევადარებ, არც უცხოურ, არც ქართულ აქამდე შექმნილ პროდუქტს, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლონ ფილმის შემქმნელებმა; იყო ტექნიკური წუნი, იყო სასცენარო წუნი, იყო სამსახიობო წუნი და ა.შ.

დედა, რომელიც გამუდმებით აქებს თავის შვილს, ჯამ მომარჯვებული დასდევს და კვებავს, თუ პირზე დორბლი ჩამოუვიდა იქვე დგას და წმენდს, თუ ვინმე სადმე რამე ცუდს იტყვის იქვე მივარდება და საპირისპიროს მტკიცებას იწყებს, თუ ვინმე შეაქებს შვილს, სხვებთან საუბარში იშველიებს ამან და ამან ჩემი შვილი შეაქოო. ფილმის შემქმნელებმა და როგორც მინიმუმ იმ ადამიანებმა, რომელთაც ფილმის შექმნის დროს მხოლოდ სანთელი ეპყრათ ხელთ, სწორედ ასეთი დედა გამახსენეს. გაგიკვირდებათ და რამოდენიმე ადამიანმა ასეთ დედას ეროგენულ ზონებიც მოუძებნა და ასიამოვნა, რა უცნაურია, ესეც ხომ ერთგვარი ქართული მარაზმია, ფილმის ხუთი ნოველისა არ იყოს.

როგორც გიგი თევზაძე უბნობს თავის სტატიაში, ფილმში სათქმელი ყოველგვარი შეფუთვისა და ალეგორიულობის გარეშეა ნათქვამი, მეც ასე ვფიქრობ რომ ნათქვამი ყოველთვის პირდაპირ უნდა გადმოსცე და ამისთვის არისტოტელე, სოკრატე, ბონაპარატე და ოჩოპინტრე არ უნდა მოვიშველიო მაინც და მაინც ჩემი საკუთარი აზრის გადმოსაცემად.

როდის იყო ფილმის ავკარგიანობა მხოლოდ თემატიკით ფასდებოდა? უი, რა კარგია რომ ეს არ არის ნარკომანებზე, ლოთებზე, ქურდებზე, ომზე და არის ჩვეულებრივ ყოველდღიურ ქართულ რეალობაზე, ქართულ მარაზმებზე, ისე თითქოს ნარკომანია, ქურდობა, ლოთობა, ომი არ იყოს ქართული რეალობა და ამასთან გნებავთ მარაზმიც, იქნებ ჯობია ვთქვათ რომ ეს თემები კი არ ამოიწურა, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ფილმის გადაღება, პრინციპში რატომ ჩვენ, მე ჯერ ფილმი არ გადამიღია.

თემატიკა აქტუალურია, მაგრამ ზედმეტად ლოკალური, მხოლოდ საქართველოს ფარგლებისთვის, უფრო მეტიც საქართველოს ფარგლებში არსებული რაღაც კონკრეტული ფარგლებისთვის განკუთვნილი თემატიკაა; მავანს რომელიც თავს აქიცინებდა, ფილმის ყურების დროს უფრო კარგად ააქიცინებდა თავს და იტყოდა ”აი რა მარაზმში ვცხოვრობთ”. ეს არ არის ის კინო, რომელსაც გაუკეთებ დუბლიაჟს რომელიმე ენაზე და საზღვარგარეთ გაიტან, ფილმი ვერ მიჩვენებს ვერც საშინაო და ვერც საგარეო კომერციულობას, გარდა იმისა რომ გარკვეტული სარეკლამო ჩანართები არა გამაღიზიანებლად არის შესრულებული.

სამიზნე საზოგადოება ამ ფილმის საყურებლად კინოში არ წავა, პირველ რიგში ისინი წამოეკიდებიან სათაურს, არც თავად წავლენ და არც ცოლს ან სხვა ვინმეს წაიყვანენ. როგორც მითხრა კიდეც ერთმა ახალგაზრდა ადამიანმა ”ეს არის იდიოტობა და გარყვნილების პროპაგანდა” – რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მხოლოდ სათაურის და ტრეილერის ყურებით გადაწყვიტა რომ ეს ასეა.

სცენარის მხრივ განსაკუთრებით არ მესიამოვნა პირველი და მესამე ნოველა, ეს იყო ფალსიფიცირებული ცემენტით ამოქოლილი სიცარიელე, გაწელილი კადრები, გაწელილი დიალოგები, პირველი და მესამისგან განსხვავებით უკეთესი იყო მეორე ნოველა, უფრო რეალური, უფრო სავსე სამსახიობო გუნდით, კარგი თამაშით, თუმცა აქ სხვა უკიდურესობა იყო, ზედმეტად ბევრი იყო ჩატენილი სხვა ნოველებისგან განსხვავებით, დაზიპული ფაილის შთაბეჭდილება დატოვა.  მეოთხე ნოველა – ჩემთვის ნაცნობი არცერთი დიასახლისი, რომელიც გამუდმებით სახლშია, ზრდის ბავშვებს, უვლის ქმარს, მამამთილს, სახლს – არ არის ასეთი მშვიდი!! ეს იყო ყველაზე არარეალური მომენტი ამ ნოველაში. ასეთმა ქალმა, ორიოდე დღის წინ სადარბაზოში კინაღამ მოკლა ბავშვი ცემით, მხოლოდ იმიტომ რომ ველოსიპედიდან გადმოვარდა და ტალახში შარვალი დასვარა. სახლში ჩამჯდარი ადამიანი არის დანევროზებული, დეპრესიული ადამიანი, რომელიც რა წუთს რაზე აფეთქდება კაცმა არ იცის, რა მიზეზს მოგიძებნის საჩხუბრად, მითუმეტეს ქმარიც თუ არ აქცევს სათანადო ყურადღებას, თუნდაც ისე როგორც ეს მოხდა ამავე ფილმში – მეორე ნოველაში. მეხუთე ნოველა – თუ ვიტყვი რომ ჩემ ბლოგზე ახლა ყველაზე აქტიური საძიებო სიტყვა არის ”ტაბლეტები ”again virgin”, თემა მეტად აქტუალურია, თუმცა კვლავ გულდასაწყვეტია ის, რომ ამ ნოველის სამიზნეები ფილმს არ/ვერ ნახავენ ამ ეტაპზე. არაბუნებრივად ამ ნოველაში მომეჩვენა, ამ დონეზე ეჭვიანი ქმრის ხატი და ცოლი, რომელიც ასე გამომწვევად და თამამად ჩაცმული დადის, ეჭვიანი ქმრები ასე არ ატარებენ ცოლებს როგორც წესი, ძირითად კოჭებამდე კაბაში, უმაკიაჟოდ, თმის ერთი ვარცხნილობა მთელი ცხოვრება – ამას წინად ჩემმა თანამშრომელმა შეიცვალა იმიჯი და გვერდი ჩავუარე ვერ ვიცანი, ფერად ტანსაცმელში და ახალ ვარცხნილობაში ისეთი უჩვეულო იყო.

კონტენტი მოგიძველდათ ბიჭებო!! სოფელში 85 წლის ბებიაჩემს არ ეშლება რომ ოთახში არ უნდა შეუვარდეს ახალგაზრდებს და რამდენი მახსენდება დილით ფეხაკრეფით უვლია, ემანდ ბალღები არ შევაწუხო დილით ნებივრობა სჩვევიათო!!!

სამსახიობო გუნდი – აღვნიშნავდი  გიორგი ვარდოსანიძის, დიმა ტატიშვილის, სოფია სებისკვერაძის (მეხუთე ნოველიდან) შორენა ბეგაშვილის, თემიკო ჭიჭინაძის, ქეთი კანთიძის, ვანიკო თარხნიშვილის, ნელი აგირბას თამაშს. გია ცინაძე ოფიციალურად დარჩა ”ჩემი ოფისის” 500 სერიაში და დანარჩენს მე პირადად როლს არ მივცემდი.

მართალია ქასთის შეცვლა ცუდად მოქმედებს მაყურებელზე, მახსოვს ბაბუაჩემი სანტა ბარბარას დაუსრულებელ სერიალს რომ უყურებდა, როგორ ნერვიულობდა რომელიმე მსახიობი შეცვლაზე, ამ მხრივ ბოლოს გადაღებული ქართული მარაზმები, ოჰ, ბოდიში ფილმები, ყველა ერთმანეთის გაგრძელება მგონია . . .

გირჩევდით შეცვალოთ გუნდი, გადაახალისოთ, შემოიყვანოთ ახალი მსახიობები, გამოიყენეთ 20 დღეზე მეტი დრო და უფრო მასშტაბური ქასთინგები ჩაატარეთ, რა იცი როგორი მსახიობები აღმოაჩინოთ.

სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ ეს ხუთი ნოველა არ მოიცავს ჩვენი საზოგადოების ნაკლოვანებებს, გაცილებით მეტია, შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს: ჭამა და სექსი: გადატვირთვა, ჭამა და სექსი: რესტრავრაცია, ჭამა და სექსი: ბუნდესლიგა და ა.შ. როგორც ტერმინატორი: შვილო მე მამაშენი ვარ, მატრიცა: მავაში გერი ბზრიალში, კარიბის ზღვის მეკობრეები: მედუზას კურკლი, ოთხ-ოთხად, ხუთ-ხუთად რომ მოდის და მოდის ლამის ყოველ წელს . . .

საუნდტრეკები – ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა დები იშხნელების სიმღერების სახით, თუმცა ფილმის კინოთეატრებში გამოსვლის შემდგომ გაირკვა რომ არსებობს ესეთი ცნება ”საავტორო უფლებები”, თურმე ბოლო ავტორი იშხნელის გარდაცვალებიდან ჯერ არ გასულა 70 წელი, გამოჩნდნენ შთამომავლები, რომელთაც თითო გაშვებულ სიმღერაში 2000 ლარი მოითხოვეს.

დარწმუნებით ვერ გეტყვით რომ ან ერთი მხარე ან მეორე მხარე მოლაპარაკებებში პროფესიონალია. შეთანხმება ვერ შედგა და იშხნელების სიმღერები ფილმიდან მოიხსნა, დაედო სხვა შემსრულებლების ნამღერი იგივე სიმღერები.

არადა იმას თუ გავითვალისწინებთ რომ უნივერსიტეტიდან გამოსულმა სტუდენტმა არ იცის ვისი სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, დები იშხნელები ამ ფილმით ძალიან ბევრმა გაიგო, გაიზარდა ამ სიმღერების იუთუბზე მოსმენების და სხვადასხვა საიტებიდან ჩამოტვირთვების რაოდენობა.

პროდიუსერების შეცდომა არის ის, რომ თავის დროზე არ გაარკვიეს ეს ამბავი, ხოლო შთამომავლების შეცდომა არის ის რომ დაკარგეს, კვლავ პოპულარობის და ხელახალი ალბომის გამოშვების მნიშვნელოვანი შანსი, მე რომ მქონდეს სტუდია, გამოვუშვებდი ახალ ალბომს, სახელწოდებით მაგალითად: ”დები იშხნელები: გახუნებული ხაბარდა” (ამიტომაც არ მაქვს სტუდია ალბათ).

რაც შეეხება სალაროსთან, რიგში, თითქოს ადამიანები სიტყვა სექსის ეკონომიას აკეთებდნენ, მე არ შევსწრებივარ, საკმაოდ გრძელ რიგში ყველამ თამამად და ხმამაღლა იკითხა ბილეთები ”ჭამა და სექსზე”, სეანსის შემდეგ როდესაც დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის მივედი ბილეთების საყიდლად, იმ დღის ათ საათიანზე უკვე აღარ იყო ბილეთები, მეორე დღისთვის იღებდნენ, და ერთმა ბიჭმა შუა ჰოლშიც კი იყვირა, ”ე, ბიჭო მე აქ ჭამა და სექსისთვის მოვედი და სხვა ბილეთები გინდა იყოს გინდ არაო”.

ის ხანშიშესული ქალბატონები კი ფილმის შემდეგ ხინკალს მაინც შეჭამდნენ, შეგერგოთ დამებო.

———————-

პ.ს. მეც უნდა დავწერო რომ ეს არ არის რეცენზია? ჰმ, ეს იყო ფილმი და ეს არის ფილმზე ერთ-ერთი რიგითი მაყურებლის შთაბეჭდილებები, კიდევ დავწერდი უფრო დეტალურად, მაგრამ ვინ წაიკითხავს ამდენს ან მითუმეტეს ვინ გაითვალისწინებს.

 

 

ყველა ნოველაში, რაღაც საინტერესო აქცენტი იყო ფეხებზე, ადამიანის სულის სარკე თვალები კი არა ფეხები და სიარულის მანერაა მგონი

Advertisements

12 comments on “რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს: ჭკომუა დო ხოდუა

  1. თამუნა,

    ფულს სხვა არ გიხდის და ჩვენ რომ შეგიგროვოთ ხოლმე, ჩვენი სათქმელის კარგად გადმოცემისთვის, არ გინდა? 😀
    :*

  2. არ მიყურებია ეს ფილმი, მაგრამ ასეთი კარგი პოსტი ჯერ-ჯერობით არსად წამიკითხავს ამ ფილმზე. ლიბერალის და ტაბულას “ბობოლებსაც” კი არ უწერიათ ასე კარგად. მართლა გეუბნები. დეტალურად გაქვს განხილული და საყვარლად გაქვს მიყენებული წერტილოვანი დარტყმები 🙂 ახლა ალბათ კრეატივიშნიკები აყაყანდებიან მარა უნდა აღიარონ რომ ჩაუტარე 🙂

  3. ,,როგორც გიგი თევზაძე უბნობს თავის სტატიაში, ფილმში სათქმელი ყოველგვარი შეფუთვისა და ალეგორიულობის გარეშეა ნათქვამი, მეც ასე ვფიქრობ რომ ნათქვამი ყოველთვის პირდაპირ უნდა გადმოსცე და ამისთვის არისტოტელე, სოკრატე, ბონაპარატე და ოჩოპინტრე არ უნდა მოვიშველიო მაინც და მაინც ჩემი საკუთარი აზრის გადმოსაცემად”

    და შენ რომ გიგი თევზაძეს იშველიებ, არა უშავს? : ]

  4. აი მეც ასე მგონია, რომ ვითვისაც გამიზნულია ფილმი, ასე ვთქვათ “აზრზე მოსაყავანად”, ისინი არ წავლენ და ისევ ჩვენ თუ ვიღადავებთ.

    კიდე რა გამიტყდა: როგორ შეიძლება დები იშხნელების მუსიკა მსგავს სათაურიან ფილმს ედოსო. ღმერთმანი, სათაურით განისაზღვრება ყველაფერი? :(((

    • აჰა მეც არ მესიამოვნა ეგ, ამიტომაც წავკენწლე მაგის მთქმელებს ალბომის სათაურით: ”დები იშხნელები: გახუნებული ხაბარდა” 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s