დღეს მე და ხვალ შენ!!!


დავით მიხეილ შუბლაძის გესტ-პოსტი


ვერბალური დისკრიმინაცია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე მსოფლიოში ყბა-დაღებული და მოჭმული თემა, რომელიც საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. მის კრიმინალიზაციას ბევრი მომხრე და უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს  მავანნი აპელირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, მაგრამ სად გადის გამოხატვის თავისუფლების და “სიძულვილის ენის” ზღვარი ამაზე არ ფიქრობენ. ხშირად “სიძულვილის ენის” კრიმინალიზების წინააღმდეგ გამოდიან; ჟურნალისტები, ეკლესიის წარმომადგნლები და ბევრი პოლიტიკოსიც კი (!)

Coming-Out”-ის პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს, რადგანაც თანაცხოვრების და თანაგანვითარების დროს ცენტრალური ადგილი ადამიანის პიროვნებას კი არ ეთმობა, არამედ მის ორიენტაციას, ეთნიკურ წარმომავლობას, მრწამსს, და სხვა მრავალს. ამის ფონზე ჩნდება ჩაგრული და “შერცხვენილი”  ადამიანი, რომელიც ვერ ახდენს თავისი თავის რეალიზებას,  კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი წარმატებული და რეალიზებული ადამიანი ვიცით, ვინც მიუხედავად თავისი განსხვავებული იდენტობისა შეძლო და დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ უმრავლესობას წარმოადგენენ ისინი, ვინც ვერ ბედავს “გახსნას”, რადგანაც საზოგადოების საერთო ჰომოფობიური განწყობა და მათი სამეგობრო წრე მზად არ არის მისაღებად, მათ კი უწევთ მუდმივი თამაში და ტყუილები. მაგრამ ადამიანი როგორც მოაზროვნე არსება, თვითრეალიზებას ახდენს პიროვნულ ურთიერთობებში, ხოლო პიროვნული ურთიერთობები გულწრფელობის გარეშე წარმოუდგენელია.

როდესაც ადამიანთა ერთობა შთანთქავს პიროვნებას და მის იდენტობას, იგი ზღუდავს მის ავტონომიას, როგორც ეს ტოტალიტარული სისტემების შემთხვევაში ხდება, არავინ არ იმაღლებს ხმას და არ გამოდის მის დასაცავად ან თუ გამოდიან, იმდენად მცირეა მათი რიცხვი, რომ გავლენას ვერ ახდენენ და ხშირად ისინიც მარგინალიზებულთა რიგებს უერთდებიან, რადგანაც ეყოთ გამბედაობა, არა პოპულარულ თემებზე  ხმა აიმაღლეს და წინ აღუდგნენ უსამართლობასა და ჩაგვრას.
ყველაზე მეტად გასაოცარია, “სიძულვილის ენის” მოწინააღმდეგეთა რიგებში ისეთი ადამიანების ნახვა, ვინც თავად არის განსხვავებული იდენტობის მატარებელი და თავადაც განუცდია დისკრიმინაცია, ყველაზე აგრესიულებად ხშირ შემთხვევაში ისინი გვევლინებიან, ვინც დიდი ძალისხმევით ჩქმალავს თავის გენდერულ თუ სექსუალურ იდენტობას. ფაქტია – ჩვენ ვერ მოვთხოვთ ვერავის სხვა ადამიანის პატივისცემას, თუკი აღზრდა და კანონები საკუთარი თავის პატივისცემას არ ასწავლის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოება ზნეობრივად დაიქანცა.
რა თქმა უნდა, როდესაც, განუწყვეტლად ხდება დამახინჯებული და სათავისოდ შექმნილი ისტორიის, ფასეულობების და “ტრადიციების” მიწოდება ეს დამღლელი ხდება.

როდესაც ვსაუბრობთ 21 საუკუნეზე და ინფორმაციის გავრცელების გამარტივებაზე, ყოველთვის ვამბობთ, რომ უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მაგრამ აქაც არის საშიშროება! ეს “ბნელები” ვინც სათავისოდ ჭრიან და კერავენ ისტორიას, აქაც ახერხებენ შეღწევას და საკმაოდ წარმატებულადაც კი,(!) ახერხებენ ადამიანთა მენტალობის დამახინჯებას, ეს შესამჩნევია განსაკუთრებულად ნედლ ახალგზარდობაზე, რომელიც ლერწამივითაა “საითაც დაუბერავს იქით იხრება”. საშიშროებაც ზუსტად აქ არის, ნედლი მასალისგან საკმაოდ კარგად იძერწება ფაშისტი, რასისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი და სხვა დანარჩენი უბედურება. სამწუხაროდ, დღეს არსებობს რელიგიას ამოფარებული “სუბ-კულტურა” რომელიც ადამიანებს ურთიერთობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ იზოლაციაში აქცევს მათ.

ხშირად ადამიანებს გაუაზრებლად სძაგთ, მათგან განსხვავებული იდენტობის მატარებლები, რადგანაც მათთვის ძალიან “ავტორიტეტული” ადამიანის აზრით ისინი გარყვნილები და “გადახრილები” არიან. სამწუხაროა, რომ ინფორმაციის თავისუფლების ეპოქაში, ადამიანი აღარ კითხულობს, აღარ ძიობს ჭეშმარიტებას, ეზარება და მხოლოდ სხვის აზრს ითვალისწინებს.
ადამიანები თავად არიან საკუთარი პროგრესის და განვითარების შემოქმედნი და თავადვე უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, მაგრამ იზოლაციაში ვერაფერს გახდებიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს მათი ორიენტაციის გამო იზოლაციაში უწევთ “არსებობა”, ამაზე ყოველთვის მახსენდება ჩვენი “დიადი” პრეზიდენტის გამოსვლები, სადაც იგი მისთვის ჩვეული პათოსით გვახსენებს ისტორიას და მოგვიწოდებს ტოლერანტულობისკენ, გასაგებია, რომ პრეზიდენტი ყველასია, განურჩევლად მისი ყველა განმასხვავებელი ნიშნისა, მაგრამ ასე მხოლოდ პოპულისტური გამოსვლებით ვერაფერს გავხდებით, საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ნებაყოფლობითი მობილიზაცია.

სოლიდარობის გრძნობის და სამოქალაქო პასუხიმგებლობის დეფიციტი ზიანს აყენებს ყველა ჩვენთაგანს. დღეს მე მჩაგრავენ! სად გაქვს იმის გარანტიები, რომ ხვალ შენ არ დაგჩაგრავენ რამე განსხვავებული ნიშნის გამო თუნდაც პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით?! ჩემი სუბიექტური აზრით, ცვლილებები ადამიანების შეხედულებებში და მათ დამოკიდებულებაში გარკვეულწილად “ზემოდან” უნდა მოდიოდეს, მაგრამ “დამრტყმელ” ძალას სწორედ რიგითი მოქალაქეები წარმოადგენენ.

Advertisements

One comment on “დღეს მე და ხვალ შენ!!!

  1. გამოხმაურება: Urbi et Orbi

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s