ნაფიცი ქალწულები


ხაზგასმით პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალებს, საუკუნეების მანძილზე არ გააჩნდათ უპირატესობა, ნაფიცი ქალწულები მამაკაცების თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ ქონება, ემუშავათ როგორც კაცებს, აერჩიათ სოფლის საბჭოში, ასევე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლებაც. თუმცა მიღებულ პრივილეგიების სანაცვლოდ გაღებული ხარკი დიდი იყო. ისინი ფიცს დებდნენ რომ არ დაქორწინდებოდნენ და არასოდეს არავისთან არ ექნებოდათ სექსუალური ურთიერთობა; და ისინი ვერასოდეს დაუბრუნდებოდნენ ქალურ ცხოვრებას, ვეღარასოდეს გახდებოდნენ ისევ ქალები, ისინი სიცოცხლის ბოლომდე უარს აცხადებდნენ ამაზე.

ხვდებით ალბათ, გადაწყვეტილების მიღება სულაც არ იყო ადვილი და არც დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. ეს ტრადიცია ძირითად გავრცელებული იყო და ახლაც არის, მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა ალბანეთი, მონტენეგრო და მცირედად კოსოვოსა და სერბეთში;
ქალის ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, უფრო გავრცელებული იყო სოციალური ტიპის მიზეზი, როდესაც ოჯახში აღარ იყო საკმარისი რაოდენობის კაცი და ოჯახს სჭირდებოდა შესაბამისი დამხმარე და მარჩენალი ან მეორე, ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ქალს არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას მამაკაცის როლის მორგება ერჩია;

შორეულ წარსულში ფიცის გატეხვა სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ თუ ნაფიცი ქალწული ახლა გადაწყვეტს ფიცის გატეხვას და უკან დაბრუნებას, სიკვდილით არავინ დასჯის, თუმცა ტრადიცია იმდენად ძლიერია რომ ფიცის გატეხვის ფაქტი მიმდინარე დროში არ დაფიქსირებულა.

იჭრიდნენ თმებს, იცმევდნენ შარვლებს, თავისუფალ დროს ატარებდნენ მამაკაცების გარემოცვაში, მიირთმევდნენ სასმელს, მუშაობდნენ, ოჯახს არჩენდნენ, სახლ-კარს უვლიდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს რაც მამაკაცს შეეძლო, ზოგჯერ უფრო მეტსაც, მშენებლობაზე მუშაობდნენ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ერთვებოდნენ და რაც დრო გადიოდა მით უფრო ქრებოდა მათში ქალი, ვერც კი შეამჩნევდით და წარმოიდგენდით, რომ ადამიანი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ხან შეშის მოზიდვისას, ხან წყლით სავსე სათლებით ხელში, ერთ დროს ნაზი და ჰაეროვანი გოგონა იქნებოდა.

გამომდინარე გეოგრაფიული თუ სოციალური საჭიროებიდან, ოჯახისთვის ეს იყო ყველაზე პრაქტიკული და მორგებული გადაწყვეტა უუფლებო, სუსტი  და დაუცველი ქალისთვის.დღეს, რაც დრო გადის მათი რიცხვი მით უფრო მცირდება, ფიცს აღარავინ დებს, ქალებს უფლებები დაუბრუნეს, გაუთანაბრეს მამაკაცს, მთების ჯაჭვებში კი ნაფიცი ქალწულების ბოლო თაობა ილევა.
რამდენად გადანაწილებულია დღეს მატრიარქალურ –პატრიარქალური პოზიციები? დაბალანსების მცდელობაში, ცოტა სიჭარბე ხომ არ შემოგვეპარა მატრიარქალურ სივრცეში?

არა მგონია ძალიან განსხვავდებოდნენ ნაფიცი ქალწულების მძიმე ყოფისგან დღევანდელი ქალბატონები თავიანთი მდგომარეობით . . .

არა მგონია ადვილი იყოს მრავალშვილიანი ოჯახის რჩენა მძიმე სამუშაოს ფასად . . .
არა მგონია ადვილი იყოს ოჯახის და ჭერის შენარჩუნების მიზნით, გაშლილ მინდორზე გაქცევა და უკან, ბეჭებში წამოწეული ღომის საზელი ჩოგანი . . .
არა მგონია იოლი იყოს ყოველდღე დილის ექვსზე ადგომა, ღამის თერთმეტ საათამდე ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბევრი შვილის მოვლა-პატრონობა და თან თავშესაფარში ცხოვრება . . .
მართლაც რომ ფასადურია ეს ყველაფერი, შემდეგ ერთი დღით ლამაზად ჩაცმა-დავარცხნა და მხოლოდ ერთი დღით ქალის როლში დაბრუნება . . .
ციმციმებს კურსორი, მე კი აღარ ვიცი რა დავწერო, ძნელია იყო ქალი, ძნელია შეინარჩუნო ქალურობა, გარემო და გარშემომწყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალის – როგორც ასეთი იდენტობის გაუხეშება და გახისტება მოხდეს, ყველაფერი ხელს უწყობს ქალის სიძლიერეს და არაფერი სინაზეს . . . . still no balance

იხილეთ ვიდეო – NatGeo – ნაფიცი ქალწულები

შთაგონება – DRCAA-ს ერთ-ერთი ლექცია

Advertisements

7 comments on “ნაფიცი ქალწულები

  1. იცი რა მაინტერესებს? ძალადობისაგან რამდენად იყვნენ დაზღვეულები>?
    მათ შესახებ ხომ იცოდნენ იმ კაცებმა, გარშემო რომ ტრიალებდნენ?
    და თუ ძალადობა მოხდებოდა, მაშინაც ეთვლებოდათ თუ არა ფიცის დარღვევა?

    • კი იცოდნენ მის გარშემო მყოფმა კაცებმა, ის კი არა და ქალის სახელსაც ინარჩუნებდნენ და კაცებიც ასე მიმართავდნენ. ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირებულა როგორც ჩემთვის ცნობილია. ისინი ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ

  2. ეგენი ზოგიერთ “ნაღდ” მამაკაცს შრომაშიც აჯობებენ და “კაცობაშიც”. საინტერესოა, მე არ ვიცოდი.

  3. პატრიარქალურ საზოგადოებაში, ძალიან, ძალიან ეშინიათ, თავისუფალი, სრულუფლებიანი ქალების. ამიტომ, ან უფლებას ართმევენ, ან “ქალობას”…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s