როდესაც დაფლული განძი ყარს


ეს პოსტი გუშინ უნდა დამეწერა, მაგრამ ცხელ გულზე თავი ავარიდე და დაველოდე იქნებ რა თქვან, იქნებ რა ვიდეო დადონ, იქნებ როგორ განმარტონ, იქნებ, იქნებ, იქნებ .

ნაცვლად ამისა, თიბისი ბანკი კვლავ დაჰპირდა მის ლაიქერებს მსგავს თამაშს და შეჰპირდა რომ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, თუმცა არ ვიცი გაითვალისწინებენ თუ არა გინებას, რომელმაც თამაშის გვერდზე აგერ უკვე 3000-ს ასცდა ლამის.

თამაშს პირველ დღეს ვადევნებდი თვალყურს თუმცა, დროის უქონლობის გამო ონლაინ რეჟიმშიც ვეღარ მივყვებოდი მოვლენებს და აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

ბევრი მოთამაშისთვის გაუგებარია თუ როგორ მოხვდა თამაშის ერთი მონაწილე სტადიონის შიგნით, როგორ მოახერხა პ.ს.-ის ყურება, 3 წუთში სტადიონზე მისვლა და თუ ის სტადიონზე იყო უკვე მაშინ რატომ შემოვიდა გარედან, კისერზე საშვით.

როგორც თამაშის ფეისბუქის გვერდზე იწერებოდა, ყველა მინიშნებასთან ვიდეო კამერები იყო დამონტაჟებული და ფიქსირდებოდა მონაწილეების აქტივობა. თუმცა აღნიშნული ვიდეოები ასობით უკმაყოფილი და დაბნეული მონაწილეების დასამშვიდებლად ჯერ კიდევ არ ჩანს. თუმცა სადაც მოდელირებული ქრონიკა დაიჯერა ადამიანების უმრავლესობამ, იქ ამ ვიდეობის შექმნა და დაჯერებაც არ გახდება პრობლემა.

თამაშამდე რამოდენიმე საათით ადრე იგივე გვერდზე ბანკი მონაწილეებს აფრთხილებს რომ არ გამოტოვონ პოსტ სკრიპტუმი 9 საათზე. შესაბამისად მონაწილეთა უმრავლესობა როგორც მათი საუბრიდან ჩანს სწორედ ამ გადაცემას უყურებდა. ხოლო გამარჯვებული არა დამჯერი ბიჭი აღმოჩნდა და სტადიონზე გავარდა 😀 სადაც სპეცნაზის თანხლებით სარბენ ბილიკზე წინასწარ წინასწარ მომზადებულ თხრილთან მივიდა, იქვე ნიჩაბი მიაწოდეს და განძიც მის ხელთ აღმოჩნდა.

ერთ-ერთი მონაწილის ნაამბობი

”ორშაბათს დაიწყო მეორე ტური კვირის პალიტრის გამოსვლასთან ერთად, დავუშვათ ვინმემ 6-7 საათის განმავლობაში მოინახულა ყველა მინიშნება და ასევე ამოხსნა ყველაფერი და შეიყვანა კოდი. ესე იგი 24 საათის შემდეგ ანუ სამშაბათს შუადღეს გადაცილებულმა მიიღო მესამე ტურის რუკა. დავუშვათ იგივე პიროვნებამ ყველა ადგილს თვალიერების გარეშე მიაგნო და დრო მარტო ერთი ადგილიდან მეორეში მისვლაში დაკარგა და ისევ 6-7 საათში დახურა მესამე ტური. ეს იმას ნიშნავს რომ სამშაბათის და ოთხშაბათის გასაყარზე მან დაიწყო 48 საათიანი ლოდინი. ამის შემდეგ ის პარასკევ დილით ანუ დილის პირველ საათძე მიირებს მინიშნებას და შუარამეზე პოულობს მეოტხე ტურის ყველა მინიშნებას , თუ დავუჯერებთ ოფიციოზს ამის შემდეგ კიდევ 24 საათი უნდა გავიდეს რომ ადგილსამყოფელი გაცნობონ. ანუ შეიძლება დავუშვათ რომ უკვე შაბათის ბოლოსკენ პრაქტიკულად ფული ნაპოვნი იყო.

მოკლედ თეორიულად ეს სავსებით დასაშვებია მაგრამ ყველამ თავისთავს ჰკითხოს რამდენად არის რეალობასთან ახლოს ასეთი (ჩემი აზრით ამის ძალიან მცირე სანსი არსებობს) რობოტული სიზუსტით მოქმედება, თუ წინასწარ არ მიგმართავენ ან თვით ფორტუნა არ გფარველობს. თანაც მაინტერებს რა დარწმუნებულები იყვნენ თიბისიდან რომ აუცელბლად ნახავდა ვინმე პოსტსკრიპტუმის დამთავრებამდე, ერთი საათი რომ დაეგვიანებიათ? მაშინ რა გეგმა ჰქონდათ? ”

როგორც სტადიონზე მყოფი ადამიანები ამბობენ, ჯერ გამოაცხადეს, რომ ჭიშკარს მოადგა თიბისის თამაშის გამარჯვებული, შემდეგ შემოვარდა ეს ადამიანი და ამ უზარმაზარი სტადიონზე ერთ კონკრეტულ, მომზადებულ, ჟურნალისტებით და თიბისი ბანკის წარმომადგენლებით შემოსილ ადგილზე დაიწყო თხრა, რაც შემდგომ იხილეთ ის კი ძალიან არაბუნებრივი და დადგმული მოეჩვენა ხალხს, რაც იმით გაამართლეს, რომ გამარჯვებულმა უკვე, შესვენებამდე იცოდა რომ გამარჯვებული იყო და შესვენებისას ძირითადი ემოციებიც ჩავლილი იყო.

გამოვიდა ისე რომ ჩაფიქრებული გრანდიოზული რეკლამის ნაცვლად თიბისი ბანკმა პროექტის უნიათო და უნიჭო დაგეგმვით და წარმართვით უკუ რეაქცია მიიღო.

მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს ბანკისგან, რომელმაც პირველ დღეს, რუქების დარიგების დროს, ბანკის შენობის აივანზე გადმომდგარი საკუთარი თანამშრომელიც ვერ გააკონტროლა, რის შედეგადაც ფრიად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ვიდეო რგოლი გავრცელდა სოციალურ ქსელებში – ესეც თავის მხრივ ანტირეკლამა იყო. რა თქმა უნდა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა იყო ბოლო მინიშნება, რაც ამ ადგილზე მიუთითებდა, თიბისის წარმომადგენელმა შემდეგი რამ იღაღადა: ”ბოლო მინიშნება იყო როდესაც ამ დავალების წინა დავალებაზე გადასცეს რუქა, სადაც იყო მითითებული ნიშანი, რომელიც მოიყვანდა ამ სტადიონზე”

ერთი ან ასი ადამიანი რომ იყოს გაბრაზებული ალბათ არავინ მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ 3000 ზე მეტი კომენტარი დაიწერა უკვე თიბისი ბანკის ფეისბუქის გვერდზე, დისკუსიაა არის თბილისის ფორუმზეც და ჯერ კიდევ არ განელებულა ამ ადამიანების გაბრაზება.

თიბისი მონაწილეებს აფრთხილებს რომ არ გამოტოვონ პ.ს. და მონაწილეები პ.ს.-ში სტადიონზე შემოვარდნილ გამარჯვებულს ხედავენ, ვერაფერი სახარბიელო დასასრულია ჩემმა მზემ, მე რომ მონაწილე ვყოფილიყავი.

და როგორც ბოლოს ჟურნალისტმა  ეკა ქადაგიშვილმა აღნიშნა ვასილ ლებანიძესთან (გამარჯვებულია ასეთი)  – ”ეს არის კარგი მაგალითი იმისა რომ ფული არ უნდა დაიმარხოს მიწაში”

მართალი თქვა!

რა უნდა განძს მიწაში?

ამ საუკუნეში?

ამ საქართველოში?

რას ეძებდით?

ფულს სუნი არ უდის, თუმცა ჩვენთან განძიც ყარს

——-

ამ პოსტის გაშვების შემდეგ კიდევ ერთი ინფო გახდა ჩემთვის ცნობილი: მინიშნებებთან დამონტაჟებული კამერები უბრალოდ არ არსებობს ანუ კიდევ ერთი ტყუილი


”ფანების” მიერ ატვირთული ფოტოებიდან

თბილისის ფორუმი – TBC Game

Advertisements

41 comments on “როდესაც დაფლული განძი ყარს

  1. მდა.
    გამიტყდა.
    მეგონა ამჯერად მაინც თAვიდან ბოლომდე უშეცდომოდ გააკეთებდნენ ყველაფერს. არადა რა კარგად დაიწყეს (იმ მოღალატეურ ვიდეოს თუ არ ჩავთვლით).

    ძლივს ცოტა ინტელექტუალური და საინტერესო კონკურსი დაიდო და ისიც გააბანძეს.
    მაგრამ, როგორც ჩანს მართლაც არაა ჩვენი პიარშიკ/კრეატიული სასტავი ასეთებისთვის მზად. როგორც უკვე ვთქვი, მეორე ბანკის გუნდი რომ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, იმიტომაც აკეთებს ძაღლების, კატების და ჰა ჰა მაქსიმუმ დედების კონკურსებს 😀

  2. მოიცა, ხუმრობ? რას ქვია კამერები არ არის?
    აბა, ყველაფერს გადავამოწმებთ და კამერებიაო? აბა როგორ მოხსნეს ის კონკურსანტები, ვინც მინიშნებები დააზიანა ?

    • არ ვიცი, ჩვენმა ერთმა საერთო ნაცნობა თქვა რომ არ არის კამერები, არ უღირდათ, ძვირი ჯდება

      ასეთი მასშტაბებით მართვა გაუჭირდათ ეს ერთი და მეორეც ზედმეტად პომპეზური დასასრული მოინდომეს და აჰა შედეგიც

  3. ყოჩაღ, რა დამაკმაყოფილებლად გაქვს ნაწერი 🙂 ეხლა ვფიქრობ რამე კითხვა თუ ჩანს თავში, რომ დავსვა და გკითხო.

    მოკლედ, კამერებს რაც შეეხება, რა დაუკვირვებელი ვარ, მეტროს ვაგონებშიც შემხვდნენ თამაშინს მონაწილეები, იქ თურმე ერთი მინიშნება იყო, ნეტა მენახა კამერა თუ იყო სადმე, ან რუსთაველზე რომ მინიშნება იყო, იქაც თუ იყო კამერა. ეეეხ..

    პ.ს. ქაღალდის ფულს მართლაც რა უნდა მიწაში :დ :დ :დ

    • ქევან გასაკვირი არ არის, მონაწილეები კონცენტრირებული იქნებოდნენ მინიშნებების ძიებაზე, გაშჳფრვაზე და ამოხსნაზე, შესაბამისად კამერებსაც ნაკლებად მიაქცევდით ყურადღებას იყო თუ არა მართლა 🙂 🙂 ისე კარგი იქნებოდა მონაწილეებსაც ძებნა ძიების პროცესები რომ დაეფიქსირებინათ კამერაზე, ბლოგერებს მაინც 😦 რა სამწუხაროა 😦 ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა

      • მე არ მითამაშია, უბრალოდ სიგარა მაკლდა თორე სქელუა მაყურებელი ვიყავი, ფსონებს რომ დებს :დ :დ :დ და
        უიდა, მგონი ლაშარელას ბლოგზე იყო ვიდეო გადაღებები, ის გეტყვის იყო თუ არა მინიშნებებზე კამერები, ეხლა გამახსენდა მაგისი პოსტები.

    • ჩაიჯვა კი არა ყველას თავზე დააჯვა 🙂
      აი, რომ ეგონათ ზოგიერთებს თხუნელას დააჯვესო – ახლა ხომ გაირკვა ვისაც დააჯვეს? 🙂

  4. როგორ მჯეროდა რომ კამერები იყო დამონტაჟებული. თბსი წერდა ადრე ფეისბუქზე, რომ რამდენიმე მოთამაშე მოხსნეს მინიშნებების გაფუჭების გამო და მათი ამოცნობა კამერების დახმარებით მოხდა. :/

    • სანამ რამე დიდ პოსტზე ”ვმუშაობ” მანამდე პაწუკებს ვუშვებ ხოლმე 😀 😀 😀

  5. თიბისი კიდევ ერთხელ გაბანძდა…
    არადა, რა კარგადდაწყო.. სახალისო იყო, აზარტული… ბოლოს გააფუჭეს.

    პ.ს. სტადიონის მინიშნება ამოხსნლი მქონდა:დ მივსულიყავი, თურმე განძს ვიგებდი ;დდ ლოოლ :დდდ

  6. ვიცოდი, რომ მაგ გადაცემას, თუ გათამაშებას რაღაც ეგეთი მაიმუნობა მოყვებოდა.

    პირველივე დღეს შეეტყო, რომ მოუმზადებლები იყვნენ ორგანიზატორები.

    ამიტომ არც კი დამიlikeებია ეგ ბანკი.

  7. თბს-ის ფეისბუქზე დაწერა ერთმა მოთამაშემ: მე ერთ-ერთი გადასული ვარ ბოლო ეტაპზე და ყველაფერი გავლილი მაქვს. შეგიძლ…იათ კიდევ 1ხელ უყუროთ PSს და ნახავთ რომ დავით კიკალიშვილი ამბობს “უამრავი ადამიანისთვის სანატრელი განძი ეროვნულ სტადიონზეა დამარხულიო”. მე პირადად არ მჯეროდა და თავიდან ვუყურე, შემდეგ აღმოვაჩინე რომ ძმაკაცმა სიმართლე მითხრა : ) ვასილ ლებანიძე გისოსებთან იჯდა და ჩინური ტელეფონიდან ნაუშნიკებში პოსტსკრიპტუმს უყურებდა. როგორც კი გაიგო შევარდა ქვედა შესასვლელთან და დაინახა თიბისის თანამშრომლები, მათ უთხრა რომ იქ იყო დამარხული განძი, მათაც საშვები ჩამოკიდეს და შეუშვეს : ) ჩემმა გუნდელებმაც გაიგეს მაშინვე და უბრალოდ დაცვამ არ შეუშვა “ვინაიდან არ ქონდათ ბილეთები”. ასერომ ტყუილად ვბუინობთ ხალხო : ) საათებიც არაფერ შუაში იყო. ვისაც შეყვანილი ჰქონდა “ვაკის პარკის” მინიშნება, ვინც PS ს ყურადღებით უყურებდა ყველას ჰქოდნა შანსი : ) უბრალოდ ის კაცი როგორც ჩანს საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა : ) და TBC game ს პირადი ბოდიში ჩემგან : ) კიდევ ერთხელ გეუბნებით, უყურეთ PS ს ყურადღებით და ნახავთ : )))))

    ხოდა ახლა უნდა გადავხედო პ.ს -ს :))

    • მაგი რომ თქვა უკვე იქ იყო გამარჯვებული და უნდა ჩართულიყო ქადაგიშვილი, მერე აჩვენეს ნიჭიერის რამოდენიმე მონაწილე და ისევ სტადიონი ჩართეს

  8. არადა როგორ მიყვარს თიბისი… ჩემი, ჩემი ბანკია… როგორ ვუმტკიცებდი ეჭვის შემტან ხალხს (მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე გამაღიზიანა ,,ვირთხების რბოლამ”), რომ ეს ფული ნამდვილად გათამაშდებოდა, იმიტო რო უკვე ყველა აალაპარაკა და ამისთანა რეკლამაში თიბისისთვის 10 000 არაფერია მეთქი… მეწყინა ბლიად, მეწყინა :შ ეს როგორ გამიკეთეს? :დ

    • ჰო ხშირად გვიცცრუებენ იმედებს საყვარელი ადამიანები და ბანკები 😀

  9. “მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს ბანკისგან, რომელმაც პირველ დღეს, რუქების დარიგების დროს, ბანკის შენობის აივანზე გადმომდგარი საკუთარი თანამშრომელიც ვერ გააკონტროლა, რის შედეგადაც ფრიად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ვიდეო რგოლი გავრცელდა სოციალურ ქსელებში – ესეც თავის მხრივ ანტირეკლამა იყო. რა თქმა უნდა.” ეს არ ვიცი, რა მოხდა? რა ვიდეო? : )

  10. შენ გაიხარე.. ამ თამშთ დავრწმუნდი რომ თიბისი შორია საქარტველოს ბანკისგან. საქართველოს ბანკმა ამ გასართობი თამასებით ისე წავიდა წინ, რომ თიბისიმ არ იცოდა რა ეთქვა…
    და ის რომ გაამრჯვებულს მართლაც რომ ეკეთა საშვი, ის რომ 10ჯერ დასმულ კითხვას ვერ უპასუხა კი არა, სპეციალურად აიგნოერბდა და თან რამდნეი კაცი იღებდა მონაწილეობას და მიდიოდა ფინიშისკენდა ყველა სულელი აღმოჩნდა და ის ერთდერთი უცბად გავარდა სტადიონზე, თან მეოერ ტაიმზე შეუშვებდნენ თან უკვე წინასწარ იცოდნენ რომ ეს თუ შემოვარდა ეგრევე იპოვის განძს და მოკლედ რა…. დადგმული სპექტაკლი არ გამოუვიდათ..და ტეხავს ..ეეს მართლაც რეალობაში რომ გაეკეთებინათ მეროე თამაშზე გაორგამებული და გასამმმაგებული რაოდენბა მივიდოდა…..

    ეჰ…. ეჰ….
    უმაგრესი პოსტია

  11. კარგი პოსტია, საერთოდ არ ვადევნებდი თვალყურს ამ თამაშს (დიდი ხანია გული ამიცრუვდა თიბისიზე) და უცებ გავერკვიე ყველაფერში.

  12. თუ მოგეწონათ თვითონ თამაში და არა მისი დასასრული შემოგვიერთდით თბილისის ენქაუნთერში !
    Tbilisi.EN.CX

  13. ყოვლად უაზრო უსაფუძვლო და ცრუ ლოგიკაზე დაყრდნობილი სტატიაა. თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა თამაშთან დაკავშირებით მობრძანდით 30 მარტს თიბისი ბანკის სათაო ოფისში მარჯანიშვილის 7 ნომერში 18:00 საათზე. ან თუ მოსვლა “გიტყდებათ” და მარტო ნეტში აქტივობა გიყვართ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ამავე დროს გამართუ ონლაინ პრესკონფერენციაზე სადაც შეძლებთ კითხების დასმას.

  14. უნდა გაგვაჩნდეს!

    ზოგიერთი ეხლა მიხვდა, რა ცუდი ყოფილა თიბისი, აქამდე მხოლოდ ორჭოფობდა. ლოლ 😀

  15. როგორ არ იყო კამერები?! სულ ელიტ-ელექტრონიკსებში და მობის მაღაზიებში იყო. მანდ ისედაც არის კამერები. ვინდფორსის ოფისთანაც იყო გარეთ გადმოდებული. ახლა ავტობუსში და მეტროში რომ არ იყო, ეგ მგონი ისედაც ცხადია. ასე, რომ უსაფუძვლოა იმის მტკიცება კამერები არ იყოო.

    აქ ჩემი აზრით გასარკვევია ერთადერთი რაღაც: როდის დამთავრდა თამაში და დაიწყო შოუ?
    მე მგონია, რომ თამაში დამთავრდა სადღაც 26-ში შუა დღეზე ან დილით. შემდეგ დაუკავშირდნენ გამარჯვებულს და პოსკრიპტუმის დროს მიიყვანეს სტადიონზე.

  16. ისე ერთი რაღაც. თიბისის რატომ აჯვავთ როცა ყველამ იცის, რომ ეგ თამაში ვინდფორსმა გააკეთა?! 🙂

  17. FIის ნათქვამი რა სტრელკის დანიშვნას ჰგავს :დ

    არადა მართალია. დასვით კითხვები პრესკონფერენციაზე და მერე ილაპარაკეთ .

  18. რაც შეეხება “რობოტულ” მუშაობას ეგ შესაძლებელია ესე 5-6 მოზგი, რომლებმაც თბილისი კარგად იციან, გუნდში უფრო მალეც იზამდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s