დაქსექსული საზოგადოება


ამ პოსტის დაწერის შემდეგ ბევრი იკითხავს და ბევრსაც გაუკვირდება თუ ასე ფიქრობ ზოგადად შოუებზე, მაშინ პროფილს რას გადაეკიდეო.

მე არ უარვყოფ იმას რომ ასე ვფიქრობ, გამომდინარე იქედან რომ ასეთია რეალობა, ასეთია ბაზარი და ასეთია საზოგადოება და ეს ყველაფერი არა მარტო საქართველოზე ვრცელდება. უბრალოდ უფრო მკვეთრ და რთულ ფორმებში ჩანს საქართველოში მისი მცირე მასშტაბების გამო, არხების სიმცირის გამო ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სხვა ალტერნატივების არ არსებობის გამო; საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალთახედვის არეში უფრო ადვილად მოსახვედრია, თუ უშუალოდ გადაცემის ყურებით არა, გადაცემის შესახებ აღშფოთებული ნოუთები, სტატუსები, თუ კომენტარები მაინც აღწევს სუბიექტამდე.

ხელახლა რომ მომიწიოს ნანუკას შოუზე ისევ იგივეს დავწერ, წეღანაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, არჩევანი ცუდი გვაქვს (ქართულ სივრცეს ვგულისხმობ) და შესაბამისად თუ რჩევაზე მიდგა საქმე, ნანუკას შოუს უფრო ვუყურებ, ნუ ამ შემთხვევაშიც გააჩნია ვინ ჰყავს სტუდიაში და რაზეა გადაცემა.

ბევრი მინახავს თავგამოდებული რომ აკრიტიკებს ხან ერთ და ხან მეორე შოუს, მაგრამ მერე გაღიმებული და ბედნიერი ხან ერთ და ხან მეორე შოუში ზის სტუმრად.

ვფიქრობდი რა იყო საცნაური წინა პროფილში:

– ის რომ ქმარმა ცოლი გააუპატიურა?

– ის რომ ქმარმა ცოლს დააფსა?

– ის რომ ქალი ოთხჯერ გათხოვდა?

– ის რომ 50 წლის ქალს 23 წლის ბოიფრენდი ჰყავს?

– ის რომ ქალს ქალი უყვარს?

– ის რომ სტრიპტიზის მოცეკვავე შეიძლება ჟურნალისტიც იყოს და იურისტიც?

– ის რომ მამამ იცის რომ მისი შვილი სტრიპტიზ კლუბში ცეკვავს?

გამომდინარე იქედან თუ რა სერიალებს უყურებს პროფილის მაყურებელი საზოგადოება (განსაკუთრებით კი რაიონებში), ზემოაღნიშნული გასაკვირი და აღმაშფოთებელი მათთვის აღარ უნდა ყოფილიყო, თორემ ერთ-ერთ პოსტში კი მოგახსენეთ როგორ შეიკრიბა 200 კაცი ტელევიზიასთან ეროტიკული ფილმის გაშვებისთვის და არც ახლა მოერიდებოდათ.

ერთადერთი საცნაური პროფილის ფორმატისთვის და სტილისთვის (ხაზგასმით) შეუსაბამო თემა და მთელ გადაცემაზე ლაიტმოტივად გაყოლილი 18+ იყო, ალბათ.

მე მხოლოდ პირველზე გავამახვილე ყურადღება,  და კიდევ ვიმეორებ, რომ სრულიად ამოვარდნილი იყო პროფილის ტირილის, სიცილის, მელანქოლიის, რომანტიკის, სევდის, ა.შ. სხვა ჩვეული სისულელეებიდან და ასევე ჩვეული რელიგიური თუ სასწაულმოქმედი თუ მირონმდენი პათეტიკიდან.

და ეს იყო ასე ვთქვათ თავზე დაფსმული მილიონერი პატრიციას ტალახიდან კრისტალურად ამოყვანის ძალიან უნიჭო და უღიმღამო მცდელობა.

არა ისე წამყვანმა კი უნდა იამაყოს აუდტორიის სიჭრელით, მის სტუმრებს ხან მირონი სდით და ხან თავსე აფსამენ, ნუ ვერაფერს იტყვი რა.

იმ ყბადაღებული გამოკითხვების ფონზე რაც საზმაუმ და იმედმა ჩაატარა  და არა მხოლოდ, და პლუს უნივერსიტეტების ეზოებში  მოყურყუტე სტუდენტების, უსაქმოდ მოხეტიალე თინეიჯერების შემხედვარე

თქვენ კიდევ გიკვირთ რატომ ჰყავს პროფილს ამდენი მაყურებელი?

ამდენი უმუშევარი და ასევე დასაქმებული უსაქმური ადამიანის ფონზე გიკვირთ რატომ გადის ამდენი უნიჭო და დაბალი დონის სერიალი?

სტატისტიკას რომ გადახედოთ ყველაზე მეტი სერიალი სწორედ იმ ქვეყნებში იყიდება, სადაც მაღალია უმუშევრობის და დაბალია განათლების დონე.

აქ კი არავის აღარ უნდა გაუკვირდეს თუ რატომ გაუხარდათ ”ველური კატის” ხელმეორედ გასვლა ველური კატის ფანებს.

განსაკუთრებით კი რაიონებში, პატარა ქალაქებში, სოფლებში რა ემოციით ელოდებიან ან სერიალს და ან მსგავს შოუებს რომ იცოდეთ!

მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტები თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სოკოებივით მრავლდებიან, არის უამრავი საშუალება ფასიანად თუ უფასოდ სწავლის, მაინც განათლება რჩება ძირითადად პრობლემად.

ქვეყანაში სადაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისევ ნახევარი საათი ან ერთი საათი ელოდება წიგნს სტუდენტი, ქვეყანა სადაც ლიტერატურულ კაფეებში ყავაზე არჩევენ ახალ ზმანს და თაროზე ჩამოდებული წიგნებისკენ არც არავის ეპარება თვალი.

ქვეყანაში სადაც ერთი პერო პოეტი გამართავს ერთ პოეტურ საღამოს ერთ ლიტერატურულ კაფეში და დამსწრე თინეიჯერულ საზოგადოებას ამ პოეტის გარდა სხვა არც არაფერი აქვს მოსმენილი ან წაკითხული და იქვე დორბლმომდგარი უკრავს ტაშს. ხელი ხელსა ჰბანსო, პოეტს განათლებული კრიტიკოსი აღარ სჭირდება და მსმენელს კი ფეხები მოსცვეთია თანამედროვეობასთან ერთად სირბილში.

და კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო? – ჩემი პოინტი ის არის რომ ყოველივე ეს არ უნდა გაგვიკვირდეს ქვეყანაში არსებულ ფონზე.

უცებ ერთი თვალის გადავლებით რომ გავიხსენო ქართული სატელევიზიო სივრცე, ინტელექტუალური გადაცემებიდან მახსენდება ”რა? სად? როდის?”, ”ვის უნდა 20000?” და სულ ახალი ”იღბლიანი ბორბალი”

ჩამოთვლილი შოუები არც თუ ისე რეიტინგულია, პროფილთან, სერიალებთან, ნანუკას შოუსთან შედარებით, რაც იმაზე მეტყველებს რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს ინტელქტზე არ აკეთებს.

და მარტივად, აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ რატომ არ აქვთ ტელევიზიებს სტიმული აკეთონ უფრო ინტელექტუალური, გასართობ-შემეცნებითი ხასიათის შოუები.

ვერ გეტყვით ჩემ ბლოგზე თუ მოიძებნება კრიტიკული პოსტი რომელიმე ქართულ ენოვან გადაცემასთან დაკავშირებით, ეს ალბათ პირველია და ვერც იმას შეგპირდებით რომ კიდევ დავწერ ან კრიტიკულს ან არაკრიტიკულს.

ბევრად უფრო რეიტინგული აღმოჩნდა პოსტი ”სად ხარ მეთ?” და მიხარია რომ ბევრმა სწორედ აქედან გაიგო მეთის შესახებ.

Advertisements

4 comments on “დაქსექსული საზოგადოება

  1. ნეტავ, იმას რატომ არ ამჩნევს ეს ჩვენი “ერუდირებული საზოგადოება”, რომ არცერთ მდიდრულ სახლში, რაც მათ ესოდენ “საყვარელ” სერიალშია გადაღებული, ტელევიზორი არ დგას, და ისიც ათასში ერთხელ თუ გადავაწყდებით მას ამავე მდიდრული სასახლეების მოსამსახურეთა ოთახებში! ნუთუ ეს არაფერზე მიანიშნებს! 🙂

    • და კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვერ ამჩნევენ, ზომბებივით მისჩერებიან მხოლოდ

  2. “და ეს იყო ასე ვთქვათ თავზე დაფსმული მილიონერი პატრიციას ტალახიდან კრისტალურად ამოყვანის ძალიან უნიჭო და უღიმღამო მცდელობა.

    არა ისე წამყვანმა კი უნდა იამაყოს აუდტორიის სიჭრელით, მის სტუმრებს ხან მირონი სდით და ხან თავსე აფსამენ, ნუ ვერაფერს იტყვი რა.”

    😀
    გულიანად გამეცინა, სატირალი რომ არ იყოს 😀

    შენი პოსტები სასკოლო სახელმძღვანელოებში რომ შეეტანათ, არ იქნებოდა ურიგო 😀

    • 😀 😀 😀 ანათემას გადამცემენ კიდეც და მაიასასაც ზედ მომაყოლობენ 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s