Posted in საზოგადოება, QuickPress

ლენინი და ბლოგერები


ხალხური სიბრძნე: გრძელი პოსტი მოკლედ არ იწერებისო

გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ბლოგერები ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას შევხვდით. შეხვედრაზე მოიხაზა სხვადასხვა საინტერესო პროექტების კონტურები (Healthy tourism ამ შემთხვევაში ჩემი ფავორიტია) და ერთმანეთს შემდგომი შეხვედრის და პროექტების კვლავ განხილვის იმედით დავემშვიდობეთ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია სტატისტიკა ბლოგერების და მინისტრის შეხვედრებს და არც მათ პროექტებს არ სწყალობს, მითუმეტეს არ სწყალობს ღრუბლებში მოფარფატე უკვდავების წყლის მაძიებელ პროექტებს.

მსოფლიო ინტერნეტ სტატისტიკის ვებგვერდის მიხედვით, 2010 წლის მონაცემებით საქართველოს 4,600,825 მოსახლიდან 1,300,000 ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ანუ დაახლოებით 28.3%.

ერთ-ერთი ქართული ვებგვერდის მიხედვით თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ინტერნეტ-მომხარებელია.

მომხმარებელი ანუ ადამიანი, რომელსაც ერთდროულად აქვს კომპიუტერიც და ინტერნეტიც (რა საოცრებაა).

მაგრამ რაში მოიხმარს?

შეხვედრის მომხსენებელთა და ჩემი ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას არ და ვერც წარმოუდგენია ის რომ დღეს ვინმემ არ იცის კომპიუტერის ელემენტარულ დონეზე მომხარება, ინტერნეტზე აღარ არის საუბარი; რომ არიან სტუდენტები თბილისში (არ ვამბობ რეგიონებს) რომელთაც თავიანთი 5 გვერდიანი საკურსო ნაშრომი ვერ შეუყვანიათ კომპიუტერში, რომ არიან სტუდენტები/არასტუდენტები რომელთაც სივი ქსივა ჰგონიათ; რომ არც თბილისში და მითუმეტეს არც რეგიონებში ბევრს წარმოდგენა არ აქვთ რომ ინტერნეტის საშუალებით შეიძლება მიიღო უფასო განათლება, შეგიძლია უფასოდ ისწავლო ენები, ეძებო სამსახური, იყიდო ან გაყიდო უსულო თუ სულიერი საგანი, მოიძიო შენი პროფესიისთვის საჭირო მასალები, გაიცნო თანამოაზრეები, კოლეგები და მრავალი სხვა, რა დალევს ვებ სივრცის შესაძლებლობებს . ..

შეხვედრაზე ამ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით დავით გელაშვილმა და პიკოლინამ გააკეთეს ხმამაღალი კომენტარი, თუ ჩემ ამირანგულშიმღეროდა ფიქრებს არ ჩავთვლით. დავითმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ერთი პატარა ჯგუფი სოფელ-სოფელ ცდილობს უსადენო ინტერნეტის გაყვანას და ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც უხსნიან მომხმარებელს, თუმცა მონტაჟისას მათ ექმნებათ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემები. პიკომ ხაზი გაუსვა რაიონებში ტრენინგების, სემინარების ჩატარების აუცილებლობას.

აქედან გამომდინარე ორ ძირითად და ხაზგასმით მნიშვნელოვან საკითხს ვაყენებ:

  1. მასშტაბური ინტერნეტიზაცია
  2. ტრენინგები, სემინარები უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში . . .

ამის შემდეგ უკვე სხვა პროექტებზეც თამამად და აზრდატანებულად შეიძლება საუბარი და არა ღრუბლებში ფრენა, თორემ რა მიზანი აქვს ვაკეთოთ დღეში ასი რეკლამა ტელევიზიით თუ ვიცით, რომ ტელევიზორი 20-დან 2 კაცს აქვს და ამ 2 კაციდან 1 ფიქრობს რომ ტელევიზორის ნახევარ საათზე მეტ ხანს ყურება თვალებს აფუჭებს?

იგივე შემიძლია ვთქვა ბლოგინგის განვითარებაზეც, პირველ რიგში ბლოგის მიგნება და ბლოგის კითხვა უნდა ისწავლოს ხალხმა და შემდეგ თავად გადაწყვეტენ ჰქონდეთ საკუთარი ბლოგი თუ არა.

კარგია თუ რომელიმე ბლოგერი სვანეთს ესტუმრება ორიოდე დღით, დაწერს თავის შთაბეჭდილებებს და განათავსებს სადმე საიტზე, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ადგილობრივი მცხოვრები (1) შეძლებს ამის ნახვას და წაკითხვას და (2) თვითონ შეძლებს თავის სოფელზე, ქალაქზე რაიმეს დაწერას, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით უფრო კომპეტენტურად გამოუვა მას.

განა რამდენი ადამიანი მოიხმარს ამ 1.300 000-დან ინტერნეტს შესაბამისად (ინფორმაციის მიღება, გაცვლა, ძიება, ბლოგები და ა.შ.)? მათი უმეტესობა კომპიუტერს და ინტერნეტს თამაშებისთვის, უცხოეთში წასულ ნათესავთან კომუნიკაციისთვის და ოდნოკლასნიკების გამოყენებით შემოიფარგლება.

შარშან, ზაფხულში ორჯერ დამჭირდა ინტერნეტ-კაფე თბილისში, ერთხელ როდესაც ვესტუმრე 18 კომპიუტერიდან 15 სკოლის ასაკის ბავშვებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქაუნთერ სტრაიკს თამაშობდნენ, დანარჩენი, ჩემი ჩათვლით ელ-ფოსტით სარგებლობისთვის ვისხედით; ხოლო მეორედ  ხუთი კომპიუტერიდან 4 ოდნოკლასნიკში იყო და 1 ფორუმზე.

არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო გადაცემა ”FaceControl” იმედზე, ბევრმა გააკრიტიკა, ბევრმა დასცინა, გუშინ დავინტერესდი და შევხედე, გახსნილი აქვთ გოგოებს ლეპტოპები, ფეისბუქის გვერდები, ათვალიერებენ და ხმამაღლა კომენტარსაც აკეთებენ  ყოველი მოქმედების შესახებ (სურათების ნახვა, გადასვლა სხვა გვერდზე და ა,შ), შემდეგ გახსნეს ერთ-ერთი კაფეს ფან-გვერდი, შემდეგ გახსნეს იუთუბი, მოძებნეს და ჩართეს ვიდეოები ანუ ერთი შეხედვით პრიმიტიული და უმნიშვნელო გადაცემა (ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით ფეისბუქში :D) უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სატელევიზიო ტუტორიალი აღმოჩნდა და როგორც ზოგიერთმა თქვა მაესტროს სმს შოუს ძერსკი ვარიანტი კი არ არის, არამედ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობის ერთგვარი პრომოუშენია.

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხსენებულ შეხვედრაზე დოდკა მოვისაკლისე (და არა მხოლოდ!), სწორედ მისგან ვიცი რომ სკოლებში ტარდება ტრენინგები Project Harmony International -ის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე სკოლაში და მხოლოდ რამოდენიმე ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მაგრამ ეს საწყისი ნაბიჯია და ითხოვს გააქტიურებას და მეტ მასშტაბურობას. დოდკა ერთ-ერთი ტრენერია, რომელიც ასევე გაუ-თბილისის PR სკოლაში კითხულობს ლექციებს და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის სოცმედია კონსულტანტია, სწორედ ამ და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო გამიკვირდა სოციალური მედიის განვითარების და მისი გამოყენების პროექტების შემუშავების შეხვედრაზე მისი არ ყოფნა. აქედან გამომდინარე, ნურავინ მიწყენს, მ აგრამ ცოტა არ იყოს არასერიოზულადაც კი მიმაჩნია მნიშვნელოვნად კომპეტენტური პირების არ ყოფნა / ვერ ჩართულობა მსგავს პროცესებში.

ე.წ. ინტერნეტიზაციის მხრივ კი 2005 წელს დაიწყო ”ირმის ნახტომი” –  საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის და ინტერნეტიზაციის 4 წლიანი  პროგრამა, თუმცა აგერ უკვე 2011 წელია, მაგრამ პროგრამა ჯერ არ არის დასრულებული, პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდზე კი ბოლო განახლებული ამბავი 2008 წლით თარიღდება.

დადებული გეგმა ვერ სრულდება, პლუს წინ ციფრული მაუწყებლობის სავალდებულო გეგმაა შესასრულებელი, რომელიც ჯერ შემუშავებულიც არ არის.

”. . . . . ინდუსტრიის მართვა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით, ის რაც ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს ქალაქსა და სოფელს, ბოლოს და ბოლოს მოშლის მათ შორის არსებულ ღობეს, აამაღლებს კულტურას, ხელს შეუწყობს განვითარებას, განთლებას თვით ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებშიც კი . . . .  ”    – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიტყვები ეკუთვნის ლენინს, რომელიც მან 1920 წელს წარმოთქვა და რაშიც არც მეტი არც ნაკლები სრულიად რუსეთის მასშტაბურ ელექტროფიკაციას გულისხმობდა.

200 მეცნიერისა და ინჟინერის მუშაობის შედეგად, 1920 წელს მთელი რუსეთის ელექტროფიკაციის გეგმა – გოელროს გეგმა (план ГОЭЛРО) დაიდო.

დავიჯერო ლენინი და 1920 წლის რუსეთი გვჯობია?

თუ გვინდა რომ საქართველოში განვითარდეს სოციალური მედია და ის მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სფეროების ხელშესაწყობად, ჯერ უნდა მოხდეს ამ ორი ძირითადი საკითხის შესრულება და როგორც დავით გელაშვილმა თქვა, ამას მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი კი არ უნდა ცდილობდეს სოფელ-სოფელ ინტერნეტის გაყვანით, არამედ მასშტაბურად უნდა მოჰკიდონ ხელი ამ საქმეს,  ხელი შეუწყონ მსგავსი პატარ-პატარა ჯგუფებს მუშაობაში და ასევე სახელმწიფოს რელევანტური უწყებებიც ჩაერთონ კონკრეტული პროგრამებით და პროექტებით.

დეტალებისთვის იხილეთ თუ ვის ”მიჰყიდეს” სული ბლოგერებმა

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

8 thoughts on “ლენინი და ბლოგერები

  1. კარგია თუ რომელიმე ბლოგერი სვანეთს ესტუმრება ორიოდე დღით, დაწერს თავის შთაბეჭდილებებს და განათავსებს სადმე საიტზე,

    და ამით დავაინტერესოთ ტურისტი და მივიზიდოთ ინვესტორი.. ბლა ბლა ბლა…. :/
    ბლოგერებთან არაფერი პირადული, მე უბრალოდ არ მომწონს ჩვენი მთავრობის გეგმები და პრიორიტეტები : )

    1. ეს არ არის მთავრობის გეგმები, ჩვენ ჩვენი გეგმებით მივედით, მაგრამ იმის გარეშე რაც პოსტში აღვნიშნე არაფერს აზრი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე აზრი არ აქვს 🙂

    2. პლუს ამას როგორც პოსტში ვთქვი, რამოდენიმე დაწყებული პროგრამაა, რომელიც დასასრულებელია

  2. მსმენია კომპიუტერულ კურსებზე… განცხადების ტექსტი: ,,… კურსის პირველი საფეხურის დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს იმუშაოს ოპერასთან მოზილასთან ბლა.. ბლა.. ბლა… ოდნოკლასნიკებში!!!” ეს საოცრად ცუდი სტრატეგიაა! ფრიად სასრგებლო და მართებული პოსტია მომწონს!!!

  3. ჩემი და რამდენიმე ამ საქმეში იქ მყოფთაგან უფრო ჩახედული ადამიანის არდასწრება მოხდა ერთი კონკრეტული ადამიანის პიროვნული ანტიპათიის გამო ჩვენდამი :დ რის შესახებაც მგონი მოყოლილი მაქვს შენთვის. დიდად მე კალთები არ დამიგლეჯია, ვიცი რა ბევრი შიდასამზარეულოს ამბები : )

    და მანამ, სანამ პიროვნულ ანტიპათიებზე წყდება ასეთი რამეები და მანამ, სანამ ეს ყველა თემა, რაც აქ ჩამოთვალე, ერთი წლის წინ იყო განხილული იგივე ტიპის შეხვედრაზე და ჯამში ვლოგგერ.ჯი შეიქმნა და მეტი არაფერი, სამწუხაროდ, შენსავით, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ ყველაფერს 🙂

    1. პიროვნული ანტიპათიები, არაკომპეტენტური ადამიანები სათავეში და საბოლოო ჯამში მეტი კი არაფერი აფუჭებს საქმეს 😦 ცუდია ეს უბრალოდ იქმნება ილუზია რომ აი ვმუშაობთ და არც არაფერი არ ხდება 😦

დატოვე კომენტარი